Օրագրեր

Մոտիվացիա

Հեղինակ՝ Գոհար Աղջոյան

Մոտիվացիան այն ուժն է, որով մենք կատարում ենք այս կամ այն գործողությունը։ Մոտիվացիայի միջոցով մենք կառավարում ենք մեր գործողությունները, վերահսկում դրանք, ընտրում ենք այն ճանապարհը, որով պետք է հասնենք մեր նպատակին, ինչի համար էլ մեզ անհրաժեշտ է մոտիվացիա, ջանք ու շատ էներգիա։
Ինչու՞ ենք երբեմն կորցնում ինչ-որ բան անելու մոտիվացիան ու ցանկությունը: Երբեմն, երբ մենք սխալվում ենք, կամ երբ շատ գործ ունենք անելու, կամ երբ շատ էմոցիաներ ունենք ու չենք կարողանում արտահայտել դրանք և այլն, մենք պարզապես հոգնում ենք։
Ի՞նչ ենք մենք անում այդ պահին:
-Ոչինչ, մենք ընտրում ենք ամենահեշտ ճանապարհը, սկսում ենք քննադատել/մեղադրել ինքներս մեզ, ոչ մի բանի հավես ու մոտիվացիա չունենալու համար, կամ մեղադրում ենք ուրիշներին ինչ-որ բան չանելու համար կամ մեզ խորհուրդներ չտալու/տալու համար։ Բայց իրականում մոտիվացիայի կորուստը բավականին սովորական երեւույթ է, որը բնորոշ է բոլորին:
Անձամբ ես մի քանի ամիս շատ ակտիվ կյանքի արդյունքում, ամանորյա եռուզերից հետո կորցրեցի նույնիսկ քննություններ գրելու մոտիվացիաս, թեև սովորելն ինձ համար միշտ եղել ու մնում է առաջնային։ Ավելին, երբեմն այնքան ենք հոգնում, որ սկսում ենք լքել մարդկանց, փախչել սոցիալական հարաբերություններից, և դա միանգամայն նորմալ է։ Ուստի մենք պետք է իրար հասկանանք, բայց նախ ինքներս մեզ հասկանանք, ոչ թե քննադատենք։ Երբ դուք մոտիվացված չեք, կարող եք նույնիսկ կորցնել ուտելու ցանկությունը։ Ուստի մենք պետք է արժանապատվորեն հաղթահարենք այդ շրջանը, պետք է ներենք ինքներս մեզ, պետք է փնտրենք մոտիվացիայի նոր աղբյուր, որը կարող է լինել և՛ մեր ներսում, և՛ դրանից դուրս, և՛ այլ մարդկանց մեջ։
Երբ հոգնած եք ու զգում եք, որ ոչինչ չեք ուզում, հիշեք, թե ինչու եք սկսել, որքան էներգիա, ջանք, ժամանակ, ռեսուրսներ եք ծախսել այն նպատակի համար, որից հիմա ցանկանում եք հրաժարվել։ Այն, ինչ դուք այժմ ապրում եք, բոլորին ծանոթ երեւույթ է, և այս պահին հավանաբար միլիոնավոր մարդիկ պայքարում են դրա դեմ։ Ես գիտեմ, որ դու կլինես այս պայքարի հաղթողներից մեկը:
————————–
მოტივაცია
ავტორი გოჰარ აღჯოიანი
მოტივაცია არის ძალა, რითიც ვასრულებთ ამა თუ იმ ქმედებას. მოტივაციის საშუალებით, ჩვენ ვმართავთ ჩვენს ქმედებებს, ვაკონტროლებთ მათ და ვირჩევთ გზას, რომელიც უნდა ავირჩიოთ ჩვენი იმ მიზნის მისაღწევად, რისთვისაც გვჭირდება მოტივაცია, ძალისხმევა და ბევრი ენერგია.
რატომ ვკარგავთ ხანდახან მოტივაციას და რაღაცის გაკეთების სურვილს? ზოგჯერ, როცა შეცდომებს ვუშვებთ, ან როცა ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, როცა ბევრი ემოცია გვაქვს და ვერ გამოვხატავთ და ასე შემდეგ, უბრალოდ ვიღლებით.
რას ვაკეთებთ ამ დროს? – არაფერს, ჩვენ ვირჩევთ უმარტივეს გზას, ვიწყებთ საკუთარი თავის კრიტიკას/დადანაშაულებას, რომ არ გვაქვს არაფრის ხალისი და მოტივაცია, ან ვადანაშაულებთ სხვებს, რაღაცის არგაკეთებისთვის, ან იმისთვის, რომ არაფერი გვირჩიეს. მაგრამ რეალურად, მოტივაციის დაკარგვა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელია. პირადად მე, რამდენიმეთვიანი აქტიური ცხოვრების შედეგად, საახალწლო აურზაურის შემდეგ, გამოცდების დაწერის მოტივაციაც კი დავკარგე, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ყოველთვის იყო და რჩება ჩემთვის პრიორიტეტად. თანაც, ხანდახან ისე ვიღლებით, რომ ადამიანების მიტოვებას, სოციალური ურთიერთობებისგან გაქცევას ვიწყებთ და ეს სავსებით ნორმალურია. ამიტომ, ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ოღონდ ჯერ საკუთარ თავებს უნდა გავუგოთ და არა – გავაკრიტიკოთ. როცა არ ხარ მოტივირებული, შეიძლება, ჭამის სურვილიც კი დაკარგო. ამიტომ, ღირსეულად უნდა დავძლიოთ ეს პერიოდი, უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავებს, ვეძიოთ მოტივაციის ახალი წყარო, რომელიც შეიძლება, იყოს როგორც ჩვენ შიგნით, ასევე – მის გარეთ და სხვა ადამიანებში.
როცა დაღლილი ხარ და გრძნობ, რომ არაფერი გინდა, გაიხსენე, რატომ დაიწყე, რამდენი ენერგია, ძალისხმევა, დრო, რესურსი დახარჯე იმ მიზნისთვის, რომლის დათმობაც ახლა გინდა. ის, რასაც ახლა განიცდი, ყველასთვის ნაცნობი ფენომენია და ამ მომენტში ალბათ მილიონობით ადამიანი ებრძვის მას. ვიცი, რომ ამ ბრძოლის ერთ-ერთი გამარჯვებული იქნები შენც!.