Այսօր մեր հասարակության հիմնական խնդիրը պատասխանատվությունից խուսափելն ու կոնկրետ հարցերում ուրիշներին մեղադրելն է։ Ամեն րոպե լսում ենք հետևյալ արտահայտությունները և բացականչությունները՝ «Այս երկիրը երբեք չի զարգանա…», «Ինչ թշվառ երկրում ենք ապրում…», «Այս երկիրը տեր չունի…»…
Ամեն անցնող րոպե մենք ուզում ենք ավելի ու ավելի զարգանալ, բայց ցավոք, որքան ժամանակը անցնում է, այնքան կորցնում ենք զարգացման շանսերը։ Երկրի զարգացումը սկսվում է ոչ թե զարգացման մասին միայն բարձրաձայն խոսելուց, այլ նաև յուրաքանչյուր երեխայից։ Լավ կրթություն ստացած երեխան երկրի կայունացման ու հզորության գրավականն է, իսկ ընտանիքի դերը չափազանց կարեւոր է երեխայի դաստիարակության եւ նրա անձնապես կայացման գործընթացում։ Ուստի առաջին հերթին ընտանիքն է պատասխանատու երեխային սոցիալական բարձր պատասխանատվությամբ և համապատասխան արժեքներով ղղ հասարակության անդամ դաստիարակելու համար։
Այստեղ պակաս կարևոր չէ հասարակության դերը։ Պատշաճ միջավայրն անմիջականորեն ազդում է մարդու ինքնազարգացման, նրա արժեքների ձևավորման վրա։ Ըստ այդմ, ընտանիքից հետո հասարակությունը` նրա յուրաքանչյուր անդամ, կրում է պատասխանատվություն երեխային ճիշտ դաստիարակելու գործում՝ իր վարքով, գոյությամբ և գործունեությամբ:
Վերադառնանք վերը նշված արտահայտություններին, բացականչություններին` «Ե՞րբ է զարգանալու այս երկիրը…»։ -Ցանկանու՞մ եք զարգանալ։ -Ուրեմն, նախ ինքներդ ձեզ հարց տվեք՝ ի՞նչ եք անում երկիրը զարգացնելու համար։ Դուք կատարում եք ձեր դերը որպես ծնող, որպես ընտանիքի անդամ, որպես հասարակության անդամ: Որպես ծնող՝ ասում եք ուզում եմ երկիրը զարգանա, իսկ հաջորդ օրը երեխային ստիպում եք ամբողջ օրը աշխատել՝ սովորելու և մանկությունը վայելելու համար ժամանակ թողնելու փոխարեն։ Ուզում ես, որ երկիրը զարգանա, բայց որպես ծնող՝ պատժում ես երեխային, քանի որ նա չի ուզում աշխատել և ուզում է խաղալ, կամ ծեծում ես նրան այն պատճառով, որ նա ճիշտ չի կատարում աշխատանքը ՝փոխարենը նրան սովորեցնես, թե ինչպես ճիշտ կատարի աշխատանքը և ինչպես ճիշտ տնօրինի իր ժամանակը… Որպես հասարակության անդամ՝ երկրի զարգացած չլինելու մեջ մեղադրում ես իշխանությանն ու առհասարակ բոլորին, բայց մոռանում ես քո բաժին պատասխանատվության մասին: Երբ խմում ես ալկոհոլն ու շիշը նետում ես ճանապարհին, օգտագործում ես թմրանյութեր, ժամանակդ խաղալու և «լավ տղության» վրա ես վատնում և հետո, երբ մի օր, հանկարծ, տեղտեկանում ես, որ քո երեխան նույնպես ծխել է սկսել, բարկանում ես ու սկսում ծեծելով դաստիրակել նրան՝ կարծելով, թե այդպես են հոգ տանում երեխայի մասին:
Հասարակությունը անհատների ամբողջություն է և յուրաքանչյուր երեխային ճիշտ արժեքներով դաստիարակելը, նրա իրավունքները պաշտպանելը, նրա մասին հոգ տանելը յուրաքանչյուրիս պարտականությունն է։ Եթե ուզում ենք զարգանալ, առաջին հերթին պետք է ընդունենք պատասխանատվության մեր բաժինը և սկսենք մեր բաժին պարտավորությունները կատարելուց։ Յուրաքանչյուր կործանվող, սխալ, ծանր հոգեբանական միջավայրում, սթրեսի մեջ մեծացած երեխայի հետ կրկնակի անգամ նվազում է երկրի զարգացման հնարավորությունները՝ մի կողմից մենք կորցնում ենք երկրի ներուժը, իսկ մյուս կողմից՝ այսպիսի երեխան շատ դեպքերում դառնում է անկիրթ, ագրեսիվ հասարակության անդամ և դրանով իսկ վնասում է շրջապատին և խոչընդոտում է երկրի զարգացմանը։
Եթե ես ուզում եմ, որ վաղը ինձ օգնեն, այսօր ես պետք է օգնեմ ուրիշին, եթե ուզում եմ, որ իմ երեխան վաղը լավ միջավայրում ապրի, այսօր ես պետք է հոգ տանեմ այսօրվա հասարակության մասին ամեն ինչ փոխկապակցված է:
Եկեք հոգ տանենք երեխաների մասին, քանի որ յուրաքանչյուր երեխան է կերտում՝ ՎԱՂՎԱ ՕՐԸ:
—————
სხვისი ბრალია თუ მეც ვარ პასუხისმგებელი?
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
დღეს ჩვენი საზოგადოების ძირითადი პრობლემა არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და კონკრეტულ საკითხებში სხვისკენ ხელის გაშვერა. ყოველ წუთას გვესმის ფრაზები, წამოძახილები: „ეს ქვეყანა ვერასდროს განვითარდება…“, „რა უბედურ ქვეყანაში ვცხოვრობთ…“, „ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს…“․․․․
ყოველ გასულ წუთთან ერთად, უფრო და უფრო მეტად გვინდა განვითარება, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვკარგავთ განვითარების შანსებს. ქვეყნის განვითარება იწყება არამარტო განვითარებაზე ხმამაღლა საუბრით, არამედ – თითოეული ბავშვით. კარგად აღზრდილი ბავშვი ქვეყნის სიძლიერის გარანტია, ხოლო ბავშვის აღზრდაზე და მის პიროვნული ჩამოყალიბების პროცესში უაღრესად დიდია ოჯახის როლი. შესაბამისად, პირველ რიგში, ოჯახს ეკისრება პასუხისმგებლობა შვილის სათანადოდ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობითა და შესაბამისი ღირებულებების მქონე საზოგადოების წევრად გაზრდაში.
აქ არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების როლიც. სათანადო გარემო პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ადამიანის თვითგანვითარებაზე, მისი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ოჯახის მერე საზოგადოებას – მის თითოეულ წევრს, ეკისრება პასუხისმგებლობა ბავშვის სათანადოდ გაზრდაში, მისი ქცევით, საქმიანობით და ცხოვრებით.
დავუბრუნდეთ ზემოაღნიშნულ ფრაზებს, წამოძახილებს: “როდის განვითარდება ეს ქვეყანა?…“. განვითარება გინდა? – მაშინ, პირველ რიგში, საკუთარ თავს კითხვა დაუსვი, შენ რას აკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს? შენ შენს წილ პასუხისმგებლობას ასრულებ ამ საქმეში, როგორც მშობელი, როგორც ოჯახის წევრი, როგორც საზოგადოების წევრი? როგორც მშობელი, ამბობ, რომ ქვეყნის განვითარება გინდა და მეორე დღეს ბავშვს აიძულებ, მთელი დღე იშრომოს, იმის ნაცვლად, რომ ცოტა დრო დაუტოვო სწავლისთვის, ბავშვობით ტკბობისთვის? გინდა, ქვეყანა განვითარდეს, მაგრამ როგორც მშობელი, სცემ ბავშვს, რადგან მას არ სურს მუშაობა და თამაში უნდა, ან რადგან სამუშაოს სათანადოდ არ ასრულებს, იმის ნაცვლად, რომ ასწავლო მას, როგორ გააკეთოს საქმე და როგორ სწორად გადაანაწილოს დრო… როგორც საზოგადოების წევრი, აბრალებ მთავრობას და ზოგადად ყველას ქვეყნის განუვითარებლობას, მაგრამ გავიწყდება, რომ ბავშვის თვალწინ ქუჩაში სვამ ალკოჰოლს, აგდებ ბოთლს გზაზე და დროს თამაშსა და „კარგ ბიჭობაში“ ატარებ და ამით სათანადო მაგალითს არ აჩვენებ ბავშვებს, მაგრამ როცა შენი შვილი მოწევას იწყებს, უცებ ბრაზდები და მის ცემას იწყებ, როგორც მშობელი, ვითომ მასზე ზრუნავ…
საზოგადოება არის ინდივიდების ერთობლიობა. თითოეული ბავშვის სწორი ღირებულებით აღზრდა, მისი უფლებების დაცვა, მასზე ზრუნვა არის ნებისმიერი ჩვენთაგანის პასუხისმგებლობა. შესაბამისად, თუ განვითარება გვინდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, უნდა დავიწყოთ ჩვენი წილი საქმის კეთებით. თითოეულ განადგურებულ, არასწორად, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, სტრესში და არაჯანსაღ გარემოში გაზრდილ ბავშვთან ერთად, ორმაგად ისპობა ქვეყნის განვითარების შანსები. ერთი მხრივ, ვკარგავთ ქვეყნის პოტენციალს, და მეორე მხრივ, ეს ბავშვი უმეტეს შემთხვევაში ყალიბდება საზოგადოების განათლებას მოკლებულ, აგრესიულ წევრად და ამით ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას.
მე თუ მინდა, რომ ხვალ დამეხმარონ, დღეს მე უნდა დავეხმარო სხვას, მე თუ მინდა, რომ ხვალ ჩემმა შვილმა კარგ გარემოში იცხოვროს, დღეს მე უნდა ვიზრუნო სხვა ბავშვზე და დავეხმარო მას… ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია.
მოდით ვიზრუნოთ ბავშვებზე, რადგან თითოეული ბავშვი ნიშნავს ხვალინდელ დღეს.