Օրագրեր

Երիտասարդների ներդրումը համայնքի զարգացման գործում

🔵 Լինել երիտասարդ՝ նշանակում է ձգտել դեպի դրական փոփոխություններ, փորձել դարձնել աշխարհն ավելի լավը և ամեն տեղ լինել քո համայնքի դեսպանը։

🔵 Ժողովրդավարական զարգացումը հնարավոր է միայն Երիտասարդների ակտիվ ներգրավվածությամբ։ Երիտասարդների մասնակցությունը համայնքի զարգացմանը՝ իրենից ենթադրում է անհատի ցանկությունը լուծել իր գյուղի կամ քաղաքի խնդիրները, ներկայացնել դրանք առանձնահատուկ տեսանկյունից և իրազեկել մարդկանց այդ մասին։

🔵 Այժմ համայնքային կյանքին և որոշումների ընդունման մեջ երիտասարդների մասնակցությունն ունի տարբեր ձևեր, դա կարող է լինել կարևոր հանդիպումների և քննարկումների մասնակցությունը, իրենց իսկ նախաձեռնությամբ հավաքների, բանավեճերի անցկացումը, քաղաքացիական ակտիվությունը, ինչպես նաև երկրի քաղաքական կյանքին մասնակցությունը։

🔵Այս քայլերը ոչ միայն երիտասարդ սերնդի՝ այլև բոլորի համար չափազանց կարևոր է։ Երիտասարդները, ովքեր ունեն նորարարական գաղափարներ, գործելու ցանկություն և ցանկանում են ստեղծել ավելի լավ միջավայր արդեն իսկ բարի գործի դեսպաններ են։

🔵 Տարբեր նախագծերի միջոցով հնարավորություն եմ ունեցել ծանոթանալ շատ եռանդուն երիտասարդների մտքի թռիչքին։ Ինքս նաև փորձում եմ անել ավելին և դրանով ոգեշնչել նաև այլոց, հիմնախնդիրներին լուծում տալուց մինչև ավելի կրթված և տարբեր հարցերով մտահոգ՝ հասարակություն ստեղծելու գործում։ Եվ քանի որ ավելի հաճախ երիտասարդներն են կանգնած այնպիսի մարտահրավերների առջև, որոնք հանդիպում են կյանքի նոր փուլ մուտք գործելիս՝ հետևաբար միայն երիտասարդների ակտիվ մասնակցությամբ է հնարավոր պատկերացում կազմել պետությունների և ժողովուրդների ներկայի և ապագայի մասին։
—————–
ახალგაზრდების წვლილი თემის განვითარებაში 🚶‍♀

ავტორი ტათევიკ ხოცანიან

🔵 იყო ახალგაზრდა – ნიშნავს, ისწრაფოდე პოზიტიური ცვლილებებისკენ, ცდილობდე სამყაროს უკეთესისკენ შეცვლას და ყველგან იყო შენი თემის ელჩი.

🔵 დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური ჩართულობითაა შესაძლებელი. ახალგაზრდების მონაწილეობა თემის განვითარებაში გულისხმობს ინდივიდის სურვილს, გადაჭრას თავისი სოფლისა თუ ქალაქის პრობლემები, წარმოაჩინოს ისინი განსაკუთრებული კუთხით, აცნობოს ხალხს ამის შესახებ.

🔵 ახლა ახალგაზრდების სათემო ცხოვრებაში მონაწილეობის განსხვავებული ფორმები არსებობს. ეს შეიძლება იყოს მონაწილეობა მნიშვნელოვან შეხვედრებში და დისკუსიებში, საკუთარი ინიციატივით შეხვედრების გამართვა, დებატები, სამოქალაქო აქტივიზმი, ასევე მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

🔵 ეს ნაბიჯები უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალგაზრდა თაობისთვის, არამედ – ყველასთვის. ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ ინოვაციური იდეები, მოქმედებისა და უკეთესი გარემოს შექმნის სურვილი, უკვე კეთილი საქმის ელჩები არიან.

🔵 სხვადასხვა პროექტების საშუალებით მქონდა საშუალება, გავცნობოდი ძალიან აქტიური ახალგაზრდების აზროვნებას. მე თვითონ ვცდილობ, მეტი გავაკეთო და ამის საშუალება და სტიმული მივცე სხვებს, პრობლემების მოგვარებიდან უფრო განათლებული საზოგადოების შენების საქმეში. და რამდენადაც ახალგაზრდები უფრო ხშირად აწყდებიან გამოწვევებს ცხოვრების ახალ ეტაპში შესვლისას, ამიტომაც მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობითაა შესაძლებელი წარმოდგენის შექმნა ქვეყნებისა და ხალხების აწმყოსა და მომავალზე.