Հեղինակ՝ Ռիփսիկ Բաղդասարյան
Բոլորին է հայտնի, որ գիտելիքներով հարուստ ու իմաստուն ուսուցիչը հաջողակ դպրոցի հիմնական և կարևոր հիմքերից է։ Այսօր կխոսենք ազգությամբ հայ ուսուցչուհու՝ Էլզա Ռայիսյանի մասին, ով իր երկար տարիների դասավանդման ընթացքում հասել է մեծ հաջողությունների։ Իսկ այժմ աշխատում է վրացական դպրոցում:
Էլզա Ռայիսյանը 31 տարեկան է։ Նա Սամցխե-Ջավախեթիի պետական համալսարանի շրջանավարտ է, գերազանցությամբ ավարտել է համալսարանի բակալավրիատը և ուսումը շարունակել` նույն համալսարանի վրաց լեզվագիտության մագիստրատուրայում` զուգահեռաբար աշխատելով տարրական դասարանների ուսուցչուհի` Ճվինթա գյուղի հանրակրթական դպրոցում։
«Համալսարանում ստացած գիտելիքներն ինձ շատ օգնեցին մասնագիտական առաջխաղացման գործում», – ասում է Էլզան։ Էլզա Ռայիսյանը նախքան Ճվինթայի հանրակրթական դպրոցում աշխատելը, աշխատել է որպես երկլեզու օգնական ուսուցչուհի՝ Ծուղրութ գյուղի հանրակրթական դպրոցում։
«Ուսուցչությունն իմ մանկության կատարված երազանքն է։ Ես շատ եմ սիրում իմ մասնագիտությունը, նույնիսկ չեմ պատկերացնում իմ կյանքը առանց իմ փոքրիկ երեխաների», -ասում է Էլզան։
Էլզա Ռաիսյանի հաջողության գրավականը, իր կարծիքով, երեխաների հանդեպ նրա մեծ սիրո մեջ է։ 2020 թվականին Էլզան ճանաչվել է Սամցխե-Ջավախեթիի լավագույն տարրական ուսուցչուհի` մայրենի լեզվի ուսուցման ոլորտում, նա մրցանակի է արժանացել Վրաստանում Միացյալ Նահանգների դեսպան Քելլի Դեգնանի կողմից։
«Այս ճանաչումը մեծ պատասխանատվություն է իմ աշակերտների ու դպրոցի առջև: Ուսուցչի աշխատանքը բարդ մասնագիտություն է, երեխայի ներաշխարհը դու ես ձևավորում։ Նրանք տեսնում են ամեն ինչ, և հեշտությամբ կրկնօրինակում են այն։ Նրանց համար պետք է լինել օրինակելի մարդ, նրանք սիրում են ուրախ և հետաքրքիր ուսուցիչներին, ես էլ իմ հերթին փորձում եմ նրանց համար լինել բազմատեսակ, ուրախ և հետաքրքիր։ Իմ ամեն նոր դասը պետք է տարբերվի հնից, քանի որ նրանք միշտ նոր բանի են սպասում», – ասում է էլզան։
—————–
ელზა რაისიანი – ბავშვებისა და აშშ-ის ელჩის რჩეული მასწავლებელი
ავტორი Რიფსიკ ბაღდასარიანი
ელზა რაისიანი – ბავშვებისა და აშშ-ის ელჩის რჩეული მასწავლებელი
ყველასთვის ცნობილია, რომ ფართო ცოდნისა და თვალსაწიერის მქონე მასწავლებელი წარმატებული სკოლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. დღეს ვისაუბრებთ ეთნიკურად სომეხ მასწავლებელზე – ელზა რაისიანზე, რომელმაც თავის მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობაში უამრავ წარმატებას მიაღწია და რომელიც დღესდღეობით ქართულ სკოლაში მუშაობს.
ელზა რაისიანი 31 წლისაა. ის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ქართველური ენათმეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე. პარალელურად, მუშაობა დაიწო დაწყებითი კლასების მასწავლებლად, სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში.
ელზა ამბობს, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა ძალიან დაეხმარა პროფესიულ წინსვლაში. ვიდრე სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლაში მუშაობას დაიწყებდა, მუშაობდა ორენოვან დამხმარე მასწავლებლად სოფელი წყრუთის საჯარო სკოლაში.
„მასწავლებლობა ჩემი ბავშვობის ახდენილი ოცნებაა. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი პატარების გარეშე“, – ამბობს ელზა.
ელზა რაისიანის წარმატების საიდუმლო სწორედ ბავშვებისადმი მის დიდ სიყვარულშია. 2020 წელს, იგი მშობლიური ენის სწავლებაში სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად აღიარეს. ელზამ ჯილდო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან, კელი დეგნანისგან, მიიღო.
„ეს აღიარება არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემი მოსწავლეების და სკოლის წინაშე. მასწავლებლობა რთული პროფესიაა – შენ ძერწავ ბავშვის შინაგან სამყაროს. ისინი ყველაფერს ხედავენ და ადვილად გვბაძავენ, მათთვის უნდა იყო სამაგალითო ადამიანი. მათ უყვართ მხიარული და საინტერესო მასწავლებლები, და მეც ვცდილობ, ვიყო მრავალფეროვანი, მხიარული და საინტერესო. ჩემი ყოველი ახალი გაკვეთილი უნდა განსხვავდებოდეს ძველისაგან, რადგან ისინი ყოველთვის ახალს ელიან“, – ამბობს ელზა.