Օրագրեր

Կանանց նկատմամբ բռնության վերացման միջազգային օր

Հեղինակ՝ Լիլիթ Կարապետյան
1981 թվականից ի վեր ամբողջ աշխարհում կին ակտիվիստները տոնում են բռնության դեմ օրը՝ նոյեմբերի 25-ը: 1999 թվականի դեկտեմբերի 17-ին ՄԱԿ-ի Գլխավոր ասամբլեան նոյեմբերի 25-ը հռչակեց Կանանց նկատմամբ բռնության վերացման միջազգային օր։
ՄԱԿ-ը առաջարկեց կառավարություններին, միջազգային կազմակերպություններին և ոչ կառավարական կազմակերպություններին միջոցառումներ անցկացնել այս օրը՝ նպատակ ունենալով հանրության ուշադրությունը հրավիրել այս խնդրի վրա։
Գլխավոր քարտուղարի ուղերձում ասվում է. «Կանանց նկատմամբ բռնությունը ընտանիքներում առաջացնում է աննկարագրելի տառապանք, վիշտ, որը տանջում է ինչպես երիտասարդներին, այնպես էլ ծերերին և աղքատացնում մարդկանց ներաշխարհը: «Դա թույլ չի տալիս կանանց օգտագործել իրենց ողջ ներուժը, սահմանափակում է տնտեսական աճը և խաթարում զարգացումը»:
Օրվա պատմական նախապատմությունը մի իրադարձություն էր, որը տեղի ունեցավ 1960 թվականին Դոմինիկյան Հանրապետությունում։ Դոմինիկյան դիկտատոր Ռաֆայել Տրուխիլոյի հրամանով երեք քույրեր Միրաբներին դաժանաբար սպանեցին։
Սպիտակ ժապավենը խորհրդանիշ է կանանց նկատմամբ բռնության բոլոր ձևերի դեմ, վերջին տարիներին նրա գոյության մասին աստիճանաբար հայտնի է դառնում ավելի ու ավելի շատ երկրներում։ Սակայն կանանց նկատմամբ բռնությունը շարունակում է մնալ համաշխարհային խնդիր: Կանանց մինչև 70%-ը ենթարկվում է ընտանեկան բռնության։
մեծ խնդիր է ընտանեկան բռնությունը, որն ազդում է կանանց մեծ մասի վրա։ Այս խնդրին անդրադառնում են ավելի ու ավելի շատ իրավապաշտպան կազմակերպություններ, որոնք բռնության բոլոր զոհերին կոչ են անում օգնություն խնդրել և չդիմանալ ցավին և նվաստացմանը:
ՄԱԿ-ի տվյալներով՝ աշխարհում կանանց և աղջիկների 35%-ն իր կյանքի ընթացքում ենթարկվում է ֆիզիկական և/կամ սեռական բռնության ձևերի։ Մոտ 200 միլիոն կանայք և աղջիկներ ենթարկվել են կանանց սեռական օրգանների խեղմանը (հիմնականում Աֆրիկայում և Մերձավոր Արևելքի որոշ մասերում); Աշխարհում մոտ 750 միլիոն կին և աղջիկ ամուսնացել են մինչև 18 տարեկանը։ Կանայք և աղջիկները կազմում են մարդկանց թրաֆիքինգի զոհերի 71%-ը, որոնցից 4-ից 3-ը ենթարկվում են սեռական շահագործման։ Այնուամենայնիվ, որոշ երկրներում կանանց նկատմամբ բռնության հետևանքները շարունակվում են սերունդների ընթացքում:
COVID-19 կորոնավիրուսային վարակի տարածումից հետո կանանց և աղջիկների նկատմամբ բռնության դեպքերը, հատկապես ընտանեկան բռնությունը, շարունակում են աճել։ Դա ստվերային համաճարակ է, և այն դադարեցնելու համար անհրաժեշտ է համաշխարհային հավաքական ջանքեր: COVID-19-ի պատճառով զգալիորեն աճել է ընտանեկան բռնության զոհերի բժշկական և առաջին օգնության ծառայությունների քանակը։Կանանց նկատմամբ բռնությունը մարդու իրավունքների խախտում է, և այս երևույթին պետք է դիմակայել լիակատար։
Ուստի ամեն տարի նոյեմբերի 25-ից դեկտեմբերի 10-ը, երբ նշվում է Մարդու իրավունքների օրը, 16-օրյա արշավ է անցկացվում կանանց նկատմամբ բռնության դեմ։ Սա գենդերային բռնության դեմ միջազգային արշավ է, որտեղ ամեն տարի միջոցառումները նվիրված են կոնկրետ թեմային:
Մեր բոլորի պարտականությունն է պաշտպանել կանանց իրավունքները, բարձրաձայնել, երբ տեսնում ենք կանանց նկատմամբ վատ վերաբերմունք:
—————————
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
ავტორი ლილით კარაპეტიან
1981 წლიდან ქალ აქტივისტები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ ძალადობის წინააღმდეგ დღეს – 25 ნოემბერს. 1999 წლის 17 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
გაერომ შესთავაზა მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ დღეს გამართონ ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ამ პრობლემაზე.
გენერალური მდივნის გზავნილში აღნიშნულია: „ქალთა მიმართ ძალადობა იწვევს უთქმელ ტანჯვას, მწუხარებას ოჯახებში, რომლიდანაც იტანჯებიან როგორც ახალგაზრდები, ისე მოხუცები და აღარიბებს ადამიანთა ჯგუფებს. ეს ხელს უშლის ქალებს სრული პოტენციალის გამოყენებაში, ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას და ძირს უთხრის განვითარებას“.
დღის ისტორიული ფონი იყო მოვლენა, რომელიც მოხდა 1960 წელს დომინიკის რესპუბლიკაში. დომინიკელი დიქტატორის რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით, სასტიკად დახოცეს სამი და მირაბალი.
თეთრი ლენტი სიმბოლოა ქალზე ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ.ბოლო წლებში მისი არსებობა თანდათანობით გახდა ცნობილი სულ უფრო მეტ ქვეყანაში. მაგრამ ქალთა მიმართ ძალადობა კვლავაც გლობალურ პრობლემად რჩება. ქალების 70%-მდე განიცდის ოჯახში ძალადობას.
ცალკე დიდი თემაა ოჯახში ძალადობა, რომელიც ქალთა დიდ ნაწილს ეხება. ამ საკითხს ეხმიანება ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი რაოდენობა, რომლებიც მოუწოდებენ ძალადობის ყველა მსხვერპლს, მიმართონ დახმარებას და არ აიტანონ ტკივილი და დამცირება.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში ქალებისა და გოგონების 35% განიცდის რაიმე სახის ფიზიკურ და/ან სექსუალურ ძალადობას ცხოვრების განმავლობაში; დაახლოებით 200 მილიონ ქალს და გოგონას განნუცდია ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება (ძირითადად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ნაწილში); მსოფლიოში დაახლოებით 750 მილიონი ქალი და გოგონა დაქორწინდა 18 წლამდე; ქალები და გოგოები შეადგენენ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა 71%-ს, მათგან 4-დან 3 სექსუალური ექსპლუატაციის ქვეშაა. თუმცა, რიგ ქვეყნებში ქალთა მიმართ ძალადობის შედეგები თაობების განმავლობაში გრძელდება.
კოროვირუსული ინფექციის COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემთხვევები, განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევები კვლავ იზრდება. ეს არის ჩრდილოვანი პანდემია და მის შესაჩერებლად საჭიროა გლობალური კოლექტიური ძალისხმევა. COVID-19-ის გამო, საგრძნობლად გაიზარდა დატვირთვა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამედიცინო და პირველადი დახმარების სერვისებზე. მაგრამ ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და ამ ფენომენს უნდა დაუპირისპირდეს სრული სოციალური უარყოფა და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.
ამიტომ, ყოველწლიურად, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, როდესაც აღინიშნება ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, იმართება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია. ეს არის საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, სადაც ღონისძიებები ყოველწლიურად ეძღვნება კონკრეტულ თემას.
ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, დავიცვათ ქალების უფლებები, ვისაუბროთ მაშინ, როცა ვხედავთ არასათანადო მოპყრობას ქალების მიმართ.