Հոդվածներ

Հռիփսիմե Գալստյան – հոգեբան, ով շրջանին օդի պես պետք է

➡ Հռիփսիմե Գալստյանը 24 տարեկան է, ապրում է քաղաք Ախալքալաքում։ Չնայած նրա երիտասարդ տարիքին, ունի երկու աշխատատեղ՝ Ախալքալաքում նորաբաց «Քայլեր» կենտրոնում, աշխատում է վարքային թերապևտ, նաև Ախալքալաքի մունիցիպալիտետի բոլոր մանկապարտեզների հոգեբանն է։
💬 «Մասնագիտության ընտրությունը այդքան էլ հեշտ չի եղել ինձ համար։ Փոքրուց երազել եմ մանկական բժիշկ դառնալ, ժամանակի ընթացքում հասկացա, որ դա իմը չէր։ Հետո որոշեցի լեզուների մասնագետ դառնալ, չորս տարի սովորում էի անգլերեն, բայց շուտով հոգեբանությամբ սկսեցի հետաքրքրվել, սիրեցի այդ ոլորտը և վերջնական որոշեցի, հոգեբան դառնալ։ Դպրոցն ավարտելուց հետո, մեկնեցի Երևան և ընդունվեցի «Երևանի Պետական Համալսարանի» Փիլիսոփայութան և Հոգեբանության ֆակուլտետ և հետո ընտրեցի մանկական հոգեբանության բաժինը, քանի որ շատ եմ սիրում երեխաների հետ աշխատել և օգնել հոգեբանական խնդիր կամ հետընթաց զարգացում ունեցող երեխաներին»։
👉 Հռիփսիմեն սովորելու ժամանակ բարդությունների է հանդիպել ու հիասթափվել է, անգամ մտածել է ամեն ինչ թողնելու և մասնագիտությունը փոխելու մասին, սակայն սերը դեպի հոգեբանություն օգնել է նրան հաղթահարել այդ ամենը։
🔗 Համալսարանը ավարտելուց հետո, Հռիփսիմեն վերադարձել է Ախալքալաք։
«Վերադառնալուն պես` ինձ մոտ հարց առաջացավ, թե ի՞նչ եմ անելու Ախալքալաքում, որտե՞ղ եմ աշխատելու։ Որոշեցի մանկապարտեզում աշխատել, այդ ընդացքում «Քայլեր» կենտրոնից գործնական առաջարկ ստացա, մեծ սիրով ընդունեցի այն, և Թբիլիսիում օնլայն տարբերակով վերապատրաստում անցնելուց հետո անցա աշխատանքի, կենտրոնի բացման առաջին իսկ օրվանից»։
Հռիփսիմեն ամենևին չի փոշմանել և ուրախ է, որ ընտրել է հենց հոգեբանի մասնագիտությունը, քանի որ տեսնում է թե ինչքան մեծ ու կարևոր աշխատանք է կարող կատարել։
💬 «Իմ սուբյեկտիվ կարծիքով, հոգեբան լինելը բավականին բարդ է, պետք է լուրջ ու գիտակցաբար մոտենալ մասնագիտության ընտրությանը։ Պետք է լինել համբերատար, հանդուրժող և ապրումակցող, որպեսզի կարողանաս աշխատել այս մասնագիտությամբ։
🖇 Ես աշխատում եմ Դաունի համախտանիշ ունեցող, աուտիստիկ սպեկտրի խանգարումներով, մտավոր հետամնացություն և էպիլեպսիա ունեցող երեխաների հետ։ Նրանց հետ աշխատանքում, ինձ օգնում են հենց հոգեբանի հատկանիշները»։Հռիփսիմեն այսքանով չի եզրափակվել և աշխատելուն համատեղ շարունակում է անցնել տարբեր մասնագիտական թրեյնինգներ, ինչը և նպաստում է մեր տարածաշրջանում հոգեկան առողջության ոլորտում գոյություն ունեցող իրավիճակի բարելավմանը։
———–
📌 ჰრიფსიმე გალსტიანი – ფსიქოლოგი, რომელიც რეგიონს ჰაერივით სჭირდება
➡ ჰრიფსიმე გალსტიანი 24 წლისაა, ცხოვრობს ქალაქ ახალქალაქში. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ორი სამსახური აქვს: ახალქალაქში ახლადგახსნილ ცენტრში „ნაბიჯები“, მუშაობს ქცევით თერაპევტად და ასევე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ყველა ბაღის ფსიქოლოგია.
💬 „ჩემთვის პროფესიის არჩევა არც ისე ადვილი იყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი ბავშვთა ექიმის პროფესიაზე, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს ჩემი არ იყო. შემდეგ, გადავწყვიტე ენების სპეციალისტი გავმხდარიყავი, ოთხი წელი ვსწავლობდი ინგლისურს, მაგრამ მალე ფსიქოლოგიით დავინტერესდი, შემიყვარდა ეს სფერო და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ფსიქოლოგი უნდა გავმხდარიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ, გავემგზავრე ერევანში, ჩავაბარე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ კი ავირჩიე ბავშვთა ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, რადგან ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და ფსიქოლოგიური პრობლემების ან განვითარების პრობლემების მქონე ბავშვების დახმარება“.
სწავლის პერიოდში ჰრიფსიმეს სირთულეები შეხვდა. იმედგაცრუებაც ჰქონია, ყველაფრის მიტოვებაზე და პროფესიის შეცვლაზეც კი უფიქრია, მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევაში ფსიქოლოგიის მიმართ სიყვარული დაეხმარა.
🔗 უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ჰრიფსიმე ახალქალაქში დაბრუნდა. „დაბრუნებისთანავე, გამიჩნდა კითხვა: რა უნდა მეკეთებინა ახალქალაქში, სად უნდა მემუშავა? გადავწყვიტე საბავშვო ბაღში მუშაობა. ამ დროს, მივიღე სამუშაო შემოთავაზება ცენტრიდან „ნაბიჯები“, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და თბილისში ონლაინ მეთოდით სერტიფიცირების გავლის შემდეგ, დავიწყე ცენტრში მუშაობა, მისი გახსნის პირველი დღიდანვე“.
👉 ჰრიფსიმე საერთოდ არ ნანობს და ბედნიერია, რომ ფსიქოლოგის პროფესია აირჩია, რადგან ხედავს, რამდენად დიდი და მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეუძლია.
💬 „ჩემი სუბიექტური აზრით, ფსიქოლოგის პროფესია საკმაოდ რთულია. პროფესიის არჩევას სერიოზულად და შეგნებულად უნდა მიუდგე, უნდა იყო მომთმენი, შემწყნარებელი და თანაგრძნობით აღსავსე, რომ შეძლო ამ პროფესიით მუშაობა.
🖇 მე ვმუშაობ დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრის აშლილობის, გონებრივი ჩამორჩენის და ეპილეფსიის მქონე ბავშვებთან. მათთან მუშაობისას, ზუსტად ფსიქოლოგის უნარ-ჩვევები მეხმარება“.ჰრიფსიმე ამით არ შეიზღუდა და მუშაობის პარალელურად, განაგრძობს სხვადასხვა პროფესიული ტრეინინგის გავლას, რაც უდავოდ ხელს უწყობს ჩვენს რეგიონში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.