Հեղինակ՝ Ջիվան Մկրտչյան
Կորոնավիրուսը և նրա դեմ պայքարը 2019 թվականից դարձել է մեր առօրյայի անբաժանելի մասը։ Վիրուսի անսպասելի տարածումը որոշ չափով փոխել է մարդկային նորմալ կյանքի չափանիշն ու ուղղությունը։ Այն դարձել է բազմաթիվ մարդկանց մահվան և առողջական վիճակի վատթարացման պատճառ և առաջացրել է հոգեբանական, սոցիալ-տնտեսական և ընդհանուր հասարակական համակեցության խնդիրներ: Աշխարհի ամենազարգացած երկրները և նրանց առողջապահական համակարգերը նույնպես անպատրաստ էին վիրուսին դիմակայելու։ Ստեղծված ծայրահեղ վտանգավոր իրավիճակը թվում էր անլուծելի և անելանելի: Հետեւաբար, աշխարհի երկրների մեծ մասը ստիպված էր դիմել սահմանափակման ծայրահեղ միջոցների: Միաժամանակ օրեցօր ավելանում էր վարակվածների թիվն ու մահացության ցուցանիշը։ Այս իրավիճակը մարդկանց մոտ պայմանավորում էր հիասթափություն, դժգոհություն, սթրես և խուճապ։ Մարդիկ հոգնել էին և ելք էին փնտրում՝ անհամբեր սպասելով համաճարակի ավարտին և նախահամաճարակային կյանքի վերականգմանը:
Սակայն, դա այնքան էլ դյուրին չէր, քանի որ պատվաստանյութերի ստեղծման պահից ի վեր աշխարհը կանգնեց նոր խնդրի առջև՝ մարդիկ չէին վստահում պատվաստմանը: Պատվաստումների նկատմամբ անվստահությունը, հիգիենայի կանոնների, դիմակ կրելու և սոցիալական հեռավորության կարգավորումների նկատմամբ անհնազանդությունը հանգեցրին նոր իրավական կարգավորումների ընդունման անհրաժեշտությանը։ Մասնավորապես, պետություններում պատվաստվածների քանակի ավելացման նպատակով, ընդունվեցին կանաչ անձնագրերի կարգավորումներ: Վերոնշյալի համաձայն, Վրաստանի կառավարության կողմից սահմանված վայրեր մուտք գործելու իրավունք ունեին միայն կանաչ անձնագիր ունեցող անձիք: Այս կանոնակարգը զգալիորեն նվազեցնում էր նման հաստատություններում վարակվելու վտանգը: Սակայն, հաշվի առնելով կանաչ անձնագիր չունեցող մարդկանց, բիզնես ոլորտի ներկայացուցիչների իրավունքները, ինչպես նաև հաշվի առնելով սոցիալ-տնտեսական իրավիճակը, Վրաստանի կառավարությունը շուտով չեղյալ է հայտարարում այդ կարգավորումները։
Որքանո՞վ է տեղին և հիմնավորված այդ որոշումը։ Որքանո՞վ է դա համապատասխանում առկա իրավիճակին: Ի՞նչ նոր ռիսկեր է դա ստեղծում հասարակության մեջ։ Այս հարցերի պատասխանը թողնում եմ ձեր դատին, բայց մի բան հաստատ է՝ կորոնավիրուսն ու դրա տարատեսակները ոչ մի տեղ չեն գնացել և դարձել են մեր կյանքի անբաժանելի մասը։ Հետևաբար, մենք պետք է առերեսվենք և գոյակցենք նրանց հետ։ Այսպիսով, մեզ և մյուսներին պաշտպանելու համար օրեցօր մեծանում է հանրային բարձր պատասխանատվություն ցուցաբերելու և պատվաստման կարևորությունը:
———————-
გზა კოვიდ პანდემიის დაწყებიდან მწვანე ბარათამდე
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
კორონავირუსი და მასთან ბრძოლა 2019 წლიდან დღემდე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მოულოდნელად გავრცელებულმა ვირუსმა, გარკვეულწილად, შეიცვლა ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრების სტანდარტი და მიმართულება. იგი გახდა მრავალი ადამიანის სიკვდილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი და გამოიწვია უამრავი ადამიანის ფსიქოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და საერთო საზოგადოებრივი თანაცხოვრების პრობლემები. მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები და მათი ჯანდაცვის სისტემებიც მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ ვირუსის წინაშე. წარმოშობილი კრიტიკულად სახიფათო მდგომარეობა მოუგვარებელი და გადაუჭრელი ჩანდა. შესაბამისად, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა იძულებეული გახდა, მიემართა შეზღუდვის უკიდურესი ზომებისთვის. ამასთანავე, კვლავ დღითიდღე იზრდებოდა დაინფიცირებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ამ ვითარებამ განაპირობა ადამიანების იმედგაცრუება, უკმაყოფილება, სტრესული და პანიკური მდგომარეობა. ადამიანები დაიღალნენ და გამოსავალს ეძებდნენ, მოუთმენლად ელოდებოდნენ პანდემიის დასრულებას და კოვიდ პანდემიამდელი ცხოვრების აღდგენას.
თუმცა, ეს არც ისე ადვილი ყოფილა, რადგან ვაქცინაციის აღმოჩენისთანავე, მსოფლიო ახალი პრობლემის წინაშე დადგა – ადამიანები არ ენდობოდნენ ვაქცინაციას. ვაქცინაციისადმი უნდობლობამ, ჰიგიენიის წესების, პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის წესებისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია ახალი სამართლებრივი რეგულეციების შემოღების აუცილებლობა. კერძოდ, სახელმწიფოებში ვაქცინირებულთა რაოდენობის გასაზრდელად, მიიღეს მწვანე ბარათების რეგულაციები. აღნიშნულის თანახმად, მთავრობის მიერ დადგენილ ობიექტებში შესვლის უფლება მხოლოდ მწვანე ბარათების მქონე პირებს ჰქონდათ. აღნიშნული რეგულაცია საგრძნობლად ამცირებდა ასეთ ობიექტებში დაინფიცირების რისკს. თუმცა, მწვანე პასპორტის არმქონე ადამიანების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა უფლებების და აქედან გამომდინარე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალიწინებით, მალევე, მთავრობამ გააუქმა აღნიშნული რეგულაცია.
რამდენად მიზანშეწონილი და გამართლებული გადაწყვეტილებაა ეს? რამდენად შეესაბამება იგი არსებულ ვითარებას? რა ახალ რისკებს ქმნის საზოგადოებაში? – ვტოვებ თქვენს განსასჯელად, თუმცა ერთი რამ ცალსახაა: კორონავირუსი და მისი სახესხვაობები არსად წასულან და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილებად იქცნენ. შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მასთან გამკლავება და თანაცხოვრება. ამრიგად, დღითიდღე იზრდება მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და ვაქცინაციის მნიშვნელობა ჩვენი და სხვების დასაცავად.