ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ…
ქართული ტექსტი იხ. ქვემოთ.
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ դպրոցներում առավելությունը կտրվի գնահատականին, այլ ոչ գիտելիքին։
Քանի դեռ ինչ-որ խնդիրներ ունեցող երեխաներին կառանձնացնենք մեզանից ու բոլորից, հետո էլ կմտածենք, թե մենք նրանցից ինչ-որ բանով առավել ենք։
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ ուսանողները համալսարան կգան` «ինձ մենակ դիպլոմն է պետք, ուրիշ ոչ մի բան» արտահայտությամբ ու 4-5 տարի հետո, դիպլոմը ձեռքներին կբողոքեն, որ այս երկրում իրենց համար ոչ մի գործ չկա։
Ու քանի դեռ դիպլոմը, աղջիկների համար ուղղակի օժիտի ոսկե քարտ կլինի։
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ նույն համալսարանում, լավ սովորող ուսանողը միայն վարձի պատճառով կիսատ կթողնի ուսումը, իրեն կհեռացնեն համալսարանից, իսկ իր տեղում կսովորի մեկը՝ ով իր մասնագիտության մասին ո՛չ տեղյակ կլինի, ո՛չ էլ անգամ անունը ճիշտ գրել կկարողանա։
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ ընտրություններին կմասնակցենք` «ա, դե մեկ ա, ում էլ ընտրեմ` նույն բանն է լինելու» սկզբունքով, իսկ հետո կբողոքոնք, որ ոչինչ չի փոխվել մեր երկրում։
Մենք հզոր չենք դառնա, քանի դեռ կամավորությամբ զբաղվելը հասարակության շրջանում կասոցացվի «ձրի աշխատելու» հետ։
Քանի դեռ խտրականություն կդնենք գյուղացու ու քաղաքացու միջև, ամեն բան կուղղենք քաղաքներին, կհզորացնենք, կզարգացնենք, իսկ շատ մեծ ներուժ ունեցող գյուղերին ու էնտեղ ապրողներին կանտեսենք։
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ կխոսենք բնությունը չկեղտոտելուց ու միջավայրը մաքուր պահելուց, բայց խնջույքից հետո այդ բնությունը աղտոտված կթողնենք ու կհեռանանք։
Մենք չենք հզորանա, քանի դեռ չենք աջակցի գիտակներին, արտերկրում մեծ դժվարությամբ կրթություն ստացած ու հայրենիք վերադարձած երիտասարդին, իրեն աշխատելու հնարավորություն չենք տա, կանտեսենք, իսկ նույն այդ երիտասարդին արտերկրում ձեռքից ձեռք կփախցնեն ու կապահովեն ամենալավ աշխատանքով։
Ու վերջում. մենք հզոր պետություն կդառնանք այն ժամանակ, երբ փոխվենք, փոխենք մեզ շրջապատող աշխարհը, մարդկանց, կարծիքները, կարծրատիպերն ու մտածելակերպը։
—————–
ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ…
ავტორი ასია ბალასანიან
სანამ სკოლებში უპირატესობა შეფასებას მიეცემა და არა – ცოდნას.
სანამ ჩვენგან და ყველასგან გამოვყოფთ რაღაც პრობლემების მქონე
ბავშვებს და ვიფიქრებთ, რომ ჩვენ მათზე უკეთესი ვართ.
ჩვენ არ გავძლიერდებით,
სანამ სტუდენტები უნივერსიტეტში არ მივლენ ფრაზით “მე მხოლოდ დიპლომი მჭირდება, სხვა არაფერი”, და 4-5 წელიწადში დიპლომით ხელში არ დაიჩივლებენ, რომ ამ ქვეყანაში მათთვის საქმე არ არის.
და სანამ დიპლომი გოგონებისთვის იქნება მხოლოდ მზითვის ოქროს ბარათი.
ჩვენ არ გავძლიერდებით მანამ, სანამ სტუდენტი, რომელიც კარგად სწავლობს უნივერსიტეტში, სწავლას დატოვებს მხოლოდ საფასურის გამო, მას გააძევებენ უნივერსიტეტიდან და მის ადგილზე ისწავლის ვინმე, ვინც არც თავისი პროფესიის შესახებ იცის რამე და ვერც თავისი სახელის სწორად დაწერას შეძლებს.
ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, პრინციპით „ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ აირჩევა, მაინც იგივე სიტუაცია იქნება“, მერე კი ვიწუწუნებთ, რომ არაფერი შეცვლილა ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ მოხალისეობა საზოგადოებაში „უსასყიდლოდ მუშაობასთან“ ასოცირდება.
სანამ სოფლელებსა და ქალაქელებს დისკრიმინაციულად განვასხვავებთ, ყველაფერს ქალაქებისკენ მივმართავთ, გავაძლიერებთ და განვავითარებთ მათ, დიდი პოტენციალის მქონე სოფლებსა და იქ მცხოვრებ ხალხს კი დავაიგნორებთ.
ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ ვისაუბრებთ ბუნების არდაბინძურებაზე და გარემოს სისუფთავეზე, მაგრამ წვეულების შემდეგ დავტოვებთ ამ ბუნებას დაბინძურებულს და წავალთ.
ჩვენ არ გავძლიერდებით, სანამ არ დავუჭერთ მხარს ახალგაზრდა ექსპერტებს, რომლებმაც დიდი გაჭირვებით მიიღეს განათლება საზღვარგარეთ და დაბრუნდნენ სამშობლოში, სანამ ჩვენ არ მივცემთ მათ მუშაობის შესაძლებლობას, უგულებელვყოფთ და შემდეგ იმავე ახალგაზრდებს დაიტაცებენ ხელიდან ხელში და საზღვარგარეთ უზრუნველყოფილნი იქნებიან უკეთესი სამუშაოთი.
და ბოლოს: ჩვენ გავხდებით ძლიერი სახელმწიფო იმ დროს, როდესაც ჩვენ შევცვლით ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს, ხალხს, მოსაზრებებს, შეხედულებებს, სტერეოტიპებს და აზროვნების წესს.