Օրագրեր

Մտքեր…

Հեղինակ՝ Քրիստինա Ղազարյան
Երբևէ եղե՞լ եք այնպիսի իրավիճակում, երբ սենյակում մենակ եք եղել և մտքերով գնացել ինչ-որ հեռու մի տեղ, որտեղ երբեք չեք եղել կամ մտածել ապագայի մասին, որը ձեր երևակայության մեջ է, բայց չգիտեք, թե ինչ կլինի վաղը/մյուս օրը։ Ես շատ անգամ եմ ունեցել նման իրավիճակ: Այսօր առավոտյան իմ անցյալն ինձ «հանդիպեց» ու մտքերով տարավ հեռու, որտեղ ոչ ոք չկար։ Երբեմն, մտքերը մեզ տանում է հեռու, բայց մենք պետք է կարողանանք կառավարել ինքներս մեզ։
Հանկարծ բացում ենք մեր աչքերը և տեսնում դառը իրականությունը՝ խնդիրներ, բարդ իրավիճակներ և այլն։ Լիցքաթափվելու համար մենք սկսում ենք մտածել ապագայի մասին։ Միշտ հիշում եմ անցյալը՝ ջերմ, քաղցր մանկություն, հույսերով լի… Այն ժամանակ ինձ երջանիկ էի զգում, հիմա էլ եմ երջանիկ, բայց ամեն ինչին իրատեսորեն եմ նայում։
Միշտ լինում է մի պահ, երբ մի վիճակից անցնում ենք մյուսը, ինչ-որ բան ավարտվում է, և սկսվում նորը: Ամեն նոր բան, իհարկե, հաճելի է և հետաքրքիր։ Այն, ինչ նոր է, լավ է, բայց որոշ ժամանակ անց ձանձրանում ես ու սկսում կարոտել հին ժամանակը։
Իմ անցյալն ու անցած ուղին ինձ սովորեցրել է ապրել, սովորեցրել է ճիշտ ապրելակերպ, ինչպես նաև սովորեցրել հաղթահարել դժվարությունները: Դժվար է ապրել այնպես, որ ոչինչ չանես, դժվար է միապաղաղ կյանքով ապրել:
Երբեմն մարդու մեջ արթնանում են բոլոր խնդիրները, մտքերը և մարդն հայտնվում է անորոշ իրավիճակում։ Նման իրավիճակում ես էլ եմ եղել։ Հիշեցի վերևում նշված սենյակը … Մտքերը միշտ հեռուն են տանում, գիտե՞ք ինչու։ Կյանքը զարմանալիորեն դժվար է, շուրջը բազմաթիվ խնդիրներ կան։ Պետք է հետևել կյանքի ընթացքին և չվախենալ դժվարություններից: Որքան ուժեղ է մարդը, այնքան ավելի շատ խնդիրների է հանդիպում: Պետք չէ վախենալ խնդիրներից, պետք է շարժվել առաջ։
Ինձ համար կյանքը, անցյալը մի գիրք է, որի յուրաքանչյուր էջը մի նոր կյանքի սկիզբ է։ Յուրաքանչյուր մարդ պետք է մտածի ներկայի և ապագայի մասին, քանզի մարդիկ մեկ անգամ են ապրում։ Մարդը չպետք է վախենա դժվարություններից, պետք է նպատակ ունենա ու հասնի հաջողության, իսկ դժվարություններն ու խնդիրները մի կողմ պետք է դնել, հիշել ու երբեք չմոռանալ քաղցր մանկությունը։
————————
ფიქრები…
ავტორი ქრისტინა კაზარიანი
გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ოთახში მარტო ყოფილხართ და ფიქრებით სადღაც შორს წასულხართ— იქ, სადაც არასდროს ყოფილხართ ან გიფიქრიათ მომავალზე, რომელიც თქვენს წარმოსახვაშია, მაგრამ არ იცით, რა მოხდება ხვალ/ზეგ? მე ბევრჯერ მქონია ასეთი სიტუაცია. დღეს დილით ჩემი წარსული „შემხვდა“ და ფიქრებთან ერთად შორს წამიყვანა: იქ, სადაც არავინ იყო. ხანდახან ფიქრებს შორს მივყავართ, მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ კონტროლი, რომ ძალიან შორს არ გავყვეთ ფიქრებს.
უცებ თვალებს ვახელთ და ვხედავთ მწარე რეალობას: პრობლემები, რთული სიტუაციები და ა. შ. განტვირთვისთვის ვიწყებთ ფიქრს მომავალზე. როდესაც ჩემს მომავალზე ვფიქრობ, სულ მახსენდება წარსული: თბილი, ტკბილი ბავშვობა, იმედებით სავსე წარსული… მაშინ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, ახლაც ბედნიერი ვარ, მაგრამ ყველაფერს რეალურად ვუყურებ.
ყოველთვის დგება მომენტი, როცა ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადავდივართ, რაღაც მთავრდება და ახალი იწყება. ყველაფერი ახალი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და საინტერესოა. რაც ახალია, კარგია, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ გბეზრდება და ძველი დროის მონატრებას იწყებ.
ჩემმა წარსულმა და განვლილმა გზამ მასწავლა ცხოვრება, მასწავლა სწორი ცხოვრების წესი, ასევე ვისწავლე, თუ როგორ უნდა გადავლახო სირთულეები. ძნელია, იცხოვრო ისე, რომ არაფერი აკეთო, ძნელია ერთფეროვანი ცხოვრება.
ხანდახან ყველა პრობლემა, ფიქრები ერთად იღვიძებს ადამიანში და ადამიანი გაურკვველ სიტუაციაში ვარდება. ასეთ მდგომარეობაში მეც ვყოფილვარ… გამახსენდა ზემოთ ნახსნები ოთახი… ფიქრებს შორს მივყვარვართ ყოველთვის, იცით რატომ? ცხოვრება საოცრად რთულია, ირგვლივ ბევრი პრობლემაა. ცხოვრების დინებას უნდა მივყვეთ და არ შეგვეშინდეს სირთულეების. ადამიანი რაც უფრო ძლიერია, მით ბევრი პრობლემა ხვდება მას. პრობლემების არ უნდა შეგვეშინდეს და უნდა მივყვეთ ჩვენ გაკვალულ გზას.
ჩემთვის ცხოვრება, განვლილი გზა ერთი წიგნია, რომლის ყოველი გვერდი ახალი ცხოვრების დასაწყისია. თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს დღევანდელ დღეზე და მომავალზე, რადგან ადამიანი ერთხელ ცხოვრობს. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს სირთულეების, უნდა დაისახოს მიზანი და წარმატებებს მიაღწიოს, ხოლო სირთულეები და პრობლემები გვერდზე უნდა გადადოს, გაიხსენოს და არასდროს დაივიწყოს ტკბილი ბავშვობა.