Հեղինակ՝ Դիանա Դանելյան
Հանդուրժողականությունը (տոլերանտությունը)` համաշխարհային մշակույթների հարուստ բազմազանության, ինքնադրսևորման ձևերի և մարդու անհատականության արտահայտման նկատմամբ հարգանք, ընդունում և պատշաճ ըմբռնումն է։ Նրանք ձեռք են մեկնում գիտելիքը, պարզությունը, հաղորդակցությունը, մտքի արտահայտման, խղճի ու հայացքների ազատությունը:
1995 թվականի նոյեմբերի 16-ին ՅՈՒՆԵՍԿՕ-ն ընդունեց Հանդուրժողականության սկզբունքների մասին հռչակագիրը և ամեն նոյեմբերի 16-ին նշելով Հանդուրժողականության միջազգային օրը՝ որպես հիշեցում մշակույթների և քաղաքակրթությունների միջև հարգանքի, երկխոսության և համագործակցության անհրաժեշտության մասին: Դրա նպատակն է բարձրացնել անհանդուրժողականության և խտրականության վտանգների մասին հանրային իրազեկվածության բարձրացումը:
Հանդուրժողական հասարակությունը կազմված է հանդուրժող անհատներից, այս հասարակությունը կրթված հասարակություն է, որը հարգում է համայնքի յուրաքանչյուր անհատին և ընդունում է նրա սեփական ես-ի կարծիքը և այդ միտքն արտահայտելու ինքնավարությունը, որը միայն բազմազանացնում է աշխարհը։ Դա նաև նշանակում է հնարավորություն տալ ուրիշներին ապրել իրենց անհատական աշխարհայացքի համաձայն: Կարծում եմ հանդուրժողականությունը արժանապատվությանը հավասար բարոյական բարձր պարտականություն է։
Հանդուրժողականությունը ներառում է հարգանք մարդու ազատ ընտրության, համընդհանուր իրավունքների նկատմամբ, և կարևոր է, որ մենք մեր կյանքում համենայն դեպս լինենք հանդուրժող մարդիկ:
Մարդն այս երկրում ծնվում է ոչ հանդուրժող է, ոչ էլ անհանդուրժող, բայց բնական հանդուրժողականություն ունի, միջավայրն ընդունում է այնպես, ինչպես որ կա։ Հետեւաբար, ավելի հեշտ ապրելու համար պետք է հանդուրժողական վերաբերմունք ունենանք։
——————–
გვქონდეს ტოლერანტული შეხედულებები, რომ ვიცხოვროთ უფრო მარტივად
ავტორი დიანა დანელიანი
ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება.
1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო და ყოველ 16 ნოემბერს მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენებას. მისი მიზანი არატოლერანტობისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ტოლერანტული საზოგადოება ტოლერანტი ინდივიდებისგან შედგება, ეს საზოგადოება განათლებული საზოგადოებაა, რომელიც პატივს სცემს საზოგადოებაში შემავალ თითოეულ ინდივიდს და აღიარებს მას, როგორც საკუთარ მე-ს აზრსა და ამ აზრის გამოხატვის ავტონომიურობის მქონეს, რომელიც მხოლოდ ამრავალფეროვნებს სამყაროს. ის ასევე ნიშნავს სხვებისთვის საშუალების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ ტოლერანტობა მაღალზნეობრივი მოვალეობაა, რომელიც ღირსებას უტოლდება.
ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის, ზოგადი უფლების პატივისცემას, და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ ტოლერანტები და მროავალფეროვანი ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში.
ადამიანი ამ ქვეყანაზე გაჩენის მომენტში არც ტოლერანტულია და არც არატოლერანტული, მაგრამ მას აქვს ბუნებრივი ტოლერანტობა, ის ღებულობს გარემოს ისეთს, როგორიც ის არის. ამიტომ, აუცლებლად უნდა გვქონდეს ტოლერანტული შეხედულება, რომ ვიცხოვროთ უფრო მარტივად.