Blog-lar

Qadının gücü

Şübhə yoxdur ki, qadının rolu cəmiyyətdə kişilərə nəzərən əzəldən fərqli olmuşdur. “Fərqli” sözünü açıqlasaq deyə bilərik ki, bir çox kişilər cəmiyyətdə münasib mövqe tutarkən qadınlar bəlkə də sırf “qadın” olaraq doğulduqları üçün bu şans onlara verilməmiş, hər zaman xəyallarının arxasınca düşüb, uğur qazanmaq yolunda bir çox maneələrlə, çətinliklərlə qarşılaşmışlar. Bir çoxu bu çətinliklərə yenilib, uğur yolundan istəməsə də geri dönmüş və davam edə bilməmişlər. Çox nadir hallarda isə cəmiyyətin göstərdiyi basqı və çətinliyə sinə gərərək inamla uğura doğru addımlayan qadınlarımız da olmuşdur.
İndi elə bir qadından danışacam, hansı ki, dövrünün çətinliyinə baxmayaraq o da inamla arzularının arxasınca gedib uğura imza atanlardan olmuşdur.
Bənövşə
Adı kimi özü də zərif, incə olub, amma zəyif yox. Heç vaxt zəyif olmağı özünə yaraşdırmayan Bənövşə bəlkə də laqeyid və vecsiz insan tərəfindən tapdalanan bənövşə gülü kimi o da laqeyid və vecsiz cəmiyyəti tərəfindən tapdalanacaqdı. Dövrünü qızlarının yaşadığı həyat tərzini bölüşəcəkdi, onlar kimi dünya görüşü olacaqdı..
Lakin elə olmadı. Maraqlıdır hə? Onda gəlin görək, Bənövşə bunu necə bacardı. Anasının çətinliklə, təkbaşına böyüdüb boya-başa çatdırdığı Bənövşə “qız nədir oxumaq nədir” puç düşüncəni rədd edib həsrətində olub onu gözləyən xəyallarının arxasınca qaçdı. Məktəbi əla qiymətlərlə bitirdikdən sonra universitetə də verdi sənədlərini.
Qazandığı naliyyətlər və anasının böyük dəstəyindən sonra heç kəs onu yolundan döndərməyə cürət edə bilməzdi. Sadəcə olaraq ətrafındakı insanların onu yolundan döndərməyə cəhdləri olurdu, uğursuz cəhdləri. Qohum qonşularının söz – söhbəti və qeybətini vecinə almağa heç vaxtı da olmurdu.
O ali-məktəbi də uğurla bitirərək sevdiyi peşəyə yiyələnməyi bacarmışdı.
Gürcüstana gəlin köçdükdən sonra, burda da çətinliklər onun yaxasını buraxmamışdı. Qaynana-qaynatasının əri evinin qohum – qonşularının etirazlarına baxmayaraq Məktəbdə müəllim olaraq işə düzəlmiş və sevib seçdiyi peşənin köməyi ilə evə – ailəyə dəstək olaraq düz 50 il işləmişdir. Bu güclü qadın ailədə uşaqlarından sevgi, diqqət və qayğını əsirgəmədiyi kimi elə məktəbdə də elin-obanın uşaqlarındn bunları əsirgəməmişdir. Hal-hazırda 74 yaşlı Bənövşə nənə yenə də məktəbdə işləyir və son nəfəsinə kimi də doğma məktəbdən ayrılmayacağını söyləyir. Əziz oxucular onunla dünənki söhbətimiz mənə təkan verdi ki, bu büclü qadının həyat hekayəsini sizinlə bölüşüm. Mən fəxr edirəm ki, cəmiyyətimizdə Bənövşə nənə kimi güclü qadınlar mövcuddur.
 
Müəllif: Dilarə Təhməzova
—————————————————————————–
ქალის ძალა
ეჭვგარეშეა, რომ ქალების როლი საზოგადოებაში ყოველთვის განსხვავდებოდა მამაკაცებისგან. სიტყვა “განსხვავებულის” ახსნით, ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცი იკავებს შესაფერის პოზიციას საზოგადოებაში, ქალებს არ ეძლევათ ეს შანსი, ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დაიბადნენ “ქალებად”.
ქალები ყოველთვის მისდევენ ოცნებებს და აწყდებიან ბევრ დაბრკოლებას და სირთულეს. ბევრი დაემორჩილა ამ სირთულეებს, გადაუხვია წარმატების გზიდან და გაგრძელება ვეღარ შეძლო. ძალიან იშვიათ შემთხვევებში, ყოფილან ქალები, რომლებმაც სირთულეების დაძლევით, თავდაჯერებულად მიაღწიეს წარმატებას, მიუხედავად საზოგადოების ზეწოლისა და დაბრკოლებებისა.
ახლა მე ვისაუბრებ ქალზე, რომელიც, მიუხედავად თავისი დროის დაბროკოლებებისა, თავდაჯერებულად იხდენდა თავის ოცნებებს და მიაღწია წარმატებას.
ბანოვშა
როგორც სახელის მნიშვნელობიდანაც ჩანს, ის ნაზი, დახვეწილი იყო, მაგრამ არა – სუსტი. ბანოვშა არასდროს აღიარებდა თავის სისუსტეს და როგორც ყვავილი იაა რჩება შეუმჩნეველი უყურადღებო ადამიანების მხრივ, ბანოვშაც შეურაცხყოფილი იყო გულგრილი და უყურადღებო საზოგადოების გამო. ისიც გაიზიარებდა იმ გოგოების ცხოვრების წესს, რომლებიც მის დროს, მის ირგვლივ ცხოვრობდნენ და მასაც ექნებოდა მათი მსგავსი მსოფლმხედველობა.
მაგრამ ეს არ მოხდა. საინტერესოა ხომ? შემდეგ ვნახოთ, როგორ მოიქცა ბანოვშა, რომელიც დედამ მარტო და დამოუკიდებლად გაზარდა.
მან უარყო იდეა “რად უნდა გოგოს სწავლა“ და მიჰყვა ოცნებების გზას, რომელიც მას ელოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იგი უმაღლეს საფეხურზე გადავიდა და საბუთები უნივერსიტეტში შეიტანა.
ვერავინ უბედავდა მას, ჩამოეშორებინა თავისი მიღწევებისგან, დედის დიდი მხარდაჭერა მუდმივად ჰქონდა. უბრალოდ, გარშემომყოფები ცდილობდნენ მის ჩამოშორებას ამ მნიშვნელოვანი გზიდან. ეს მცდელობები ყოველთვის წარუმატებელი იყო. მათ არასდროს აინტერესებდათ მეზობლებისა და ახლობლების ჭორები.
მან ასევე წარმატებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და დაეუფლა საყვარელ პროფესიას.
მას შემდეგ, რაც საქართველოში გათხოვდა, სირთულეები არ მოკლებია. მიუხედავად დედამთილის, ქმრის ნათესავებისა და მეზობლების პროტესტისა, მან დაიწყო სკოლაში მასწავლებლად მუშაობა და 50 წელი იმუშავა ოჯახისთვის საყვარელი პროფესიით. ისევე, როგორც ამ ძლიერმა ქალმა არ მოაკლო ოჯახში შვილებს სიყვარული, ყურადღება და ზრუნვა, მან ეს ყველაფერი უშურველად გაუზიარა სკოლაში სოფლის ბავშვებსაც.
ბებია ბანოვშა ახლა 74 წლისაა, კვლავ მუშაობს სკოლაში და ამბობს, რომ იგი არ დატოვებს მშობლიურ სკოლას ბოლო ამოსუნთქვამდე.
ძვირფასო მკითხველებო, ჩვენმა გუშინდელმა საუბარმა შთამაგონა, რომ გაგიზიაროთ ამ სასწაული ქალის ცხოვრების ისტორია. მე ვამაყობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან ძლიერი ქალები, როგორიცაა ბებია ბანოვშა.
ავტორი: დილარა ტაჰმაზოვა
————————————-
ბლოგის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია კავშირი საფარი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.