Հեղինակ Քրիստինա Ղազարյան
Վաղ ամուսնությունները հաճախ որոշում են երիտասարդները։ Զույգերը նշում են այն փաստը, որ նրանք անկեղծորեն սիրում են միմյանց և շատ երջանիկ են: Այդ տարիքում մարդկանց բնորոշ է կյանքի նկատմամբ թեթեւ վերաբերմունքը։ Նրանք չեն տեսնում միմյանց թերությունները, իսկ իրականությունը ընկալելու կարողությունը խաթարված է: Շատ դեպքերում երիտասարդները չգիտեն ամուսնության էությունը, տեղյակ չեն իրենց պարտավորություններւց, պարտականություններից, ինչպես նաև գաղափար չունեն, թե որքանով կաճեն իրենց ընտանեկան ծախսերը, իսկ ընտանիքներից հետո որտեղից պետք է գոյանա լրացուցիչ եկամուտը։ Հետևաբար, երիտասարդ զույգը, երբ առերեսվում է իրականության հետ, հանկարծակի արթնանում է՝ չդիմանալով ճնշմանը, և գործն ավարտվում է ընտանիքի քայքայմամբ։
Վաղ ամուսնության պատճառ կարող են լինել տարբեր գործոններ։ Մւայն սերը բավարար չէ: Եթե աղջիկը որոշում է կայացնում, նա կարող է որոշ պատճառներ ունենալ դրա համար: Նաև լինում են դեպքեր, երբ աղջիկը որոշում է ամուսնանալ ընտանեկան խնդիրների, կոնֆլիկտային իրավիճակների կամ ֆինանսների պատճառով. գումարի սղության պատճառով աղջիկները չեն կարողանում կրթություն ստանալ, և այս խնդրի լուծման միակ ճանապարհն ամուսնությունն է համարվում։
ადრეული ქორწინება
სტატიის ავტორი: ქრისტინა კაზარიან
ხშირად, ნაადრევი ქორწინება ახალგაზრდების გადაწყვეტილებით ხდება. წყვილებს არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ერთმანეთი გულწრფელად უყვართ და ძალიან ბედნიერები არიან. ამ ასაკში ადამიანები ცხოვრების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ერთმანეთის ნაკლს ვერ ხედავენ და რეალობის აღქმის უნარიც დაქვეითებული აქვთ. ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდებმა არ იციან ქორწინების არსი, არ იცნობენ საკუთარ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს, ასევე არ აკეთებენ ანგარიშს, რამდენია მათი ოჯახის ხარჯი და რამდენით გაიზრდება ოჯახები და შემდეგ საიდან უნდა გაჩნდეს დამატებითი შემოსავალი.
შესაბამისად, როგორც კი ახალგაზრდა წყვილი რეალობას ეჯახება, ერთბაშად ფხიზლდება,ზეწოლას ვერ უძლებს და საქმე ოჯახის დანგრევით მთავრდება.
ნაადრევი ქორწინების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. მხოლოდ სიყვარული საკმარისი არაა! თუ გოგო იღებს გადაწყვეტილებას, მას შეიძლება, ამისთვის გარკევული მიზეზები ჰქონდეს. ასევე, არის შემთხვევები, როცა გოგონა ოჯახური პრობლემების, კონფლიქტური სიტუაციების ან უსახსრობის გამო იღებს დაქორწინების გადაწყვეტილებას; უსახსრობის შედეგად, გოგოები ვერ იღებენ განათლებას და ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად ისინი ქორწინებას მიიჩნევენ.