Hansı hallarda nigah fiktiv sayılır?
Fiktiv nigahın nə olduğunun təsvirinə keçməzdən əvvəl, qeyd etmək lazımdır ki, fiktiv nigah, evliliyin ləğvinin əsasını təşkil edir. Fiktiv nigah, ailə yaratmaq niyyəti olmayan cütlüyün birləşməsinin ifadəsidir. Fiktiv nigah zamanı, evlilik üçün lazım olan rəsmi şərtlər yerinə yetirilir və qarşısında heç bir rəsmi pozuntu görünməyəcəkdir. Yəni evlilik üçün lazım olan rəsmi şərtlər var, ancaq fiktiv evlilik təqdirində fərdlərin daxili istəyi ilə, zahiri ifadəsi üst -üstə düşmür. Daxili olaraq, ailə qurmağı, evlilikdən tamamilə fərqli bir məqsəd üçün istifadə etməyə çalışırlar. Bu məqsədlər müxtəlif ola bilər.
Fiktiv nigahın səbəbi nə ola bilər?
Fiktiv evliliyin səbəbi mülkiyyət mirası almaq, pensiya təyin edilməsi, hərbi xidmətdən qaçmaq arzusu və digər oxşar səbəblər ola bilər. Zahirən onların iradəsi ailə qurmaq istəyini ifadə edir, lakin daxildə tamamilə fərqli məqsədləri var, yəni bu anda evlənən şəxs ailə qurmaq istəmir, belə bir evlilik fiktivdir və məhkəmə onu ləğv edə bilər.
Nigahlanan tərəflərdən birinin bu növ məqsədli evlilikdən xəbəri olmaması, yəni onun daxili və zahiri istəyinin rəsmi/qerçək evlilik olması təqdirində belə bir hadisə fiktiv nikah olaarqmı sayılır?
Nigahlanan tərəflərdən biri səmimi olaraq ailə qurmaq istəyirsə və digərinin əsl arzusu haqqında heç nə bilmirsə, bu nigahı fiktiv hesab etmək olmaz, çünki qarşı tərəfin əsl ailə qurmaq niyyəti olmasa da düzgün vicdanlı tərəfin maraqları da nəzərə alınması lazımdır. Çünki nigah zamanı yoldaşı onu aldatmış sayılır. O nigahın pozulmasını tələb edə bilər. Bununla birlikdə, hər iki ər -arvad evlilik nəticəsində ailə yaratmaq niyyətində deyilsə, hər hansı bir çatışmazlığı əldə etmək niyyətindədirsə, qeydiyyat orqanı nikahın ləğvi ilə bağlı iddia qaldırmaq hüququna malikdir və əgər ər -arvaddan biri nikahsız evlənmişsə, digər həyat yoldaşı belə bir iddia aça bilər.
Hansı hallarda fikriv nikah pozula bilməz?
Məhkəmə işə baxana qədər cütlük əslində artıq ailə qurmuşsa, nigah pozula bilməz. Bu zaman nigahın ləğvi üçün əsaslar itir və artıq nigahın ləğvi üçün əsas qalmır. Yəni, ər -arvad niyyətini dəyişsə və əslində ailə qurarsa, evlilik fiktiv xarakterini itirəcək. Bu vəziyyətdə nikahın pozulmasına icazə verilməyəcək. Evlilik sevgi və qarşılıqlı hörmətdən deyil, şəxsi maraqlardan qaynaqlanırsa, nigah pozula bilməz. Belə bir vəziyyətdə, evliliyin əxlaqi cəhətdən əsassız bir səbəbdən qaynaqlandığı və tərəflərin sevgi və qarşılıqlı hörmət əsasında evlənmədikləri doğrudur, amma nigah bu vəziyyətdə də ailə qurmaq məqsədi daşıdığı üçün batil sayılmır.
Onu da qeyd etmək lazımdır ki, fiktiv nigahın ləğv edilməsi həmin nigahdan yaranan bütün münasibətlərə xitam verilməsinin əsasını təşkil edir. Əgər nigah pozulduqdan sonra məhkəmə tərəfindən ləğv edilmişsə, boşanma ilə bağlı məhkəmə qərarı da ləğv edilməlidir.
Müəllif: Ayhan Həsənov
————————————————————-
ფიქტიური ქორწინება
რა შემთხვევაშია ქორწინება ფიქტიური?
სანამ გადავალთ ფიქტიური ქორწინების რაობაზე, მანამდე აღსანიშნავი ფაქტია, რომ ფიქტიური ქორწინება, ქორწინების გაბათილების საფუძველს წარმოადგენს. ფიქტიური ქორწინება არის მექორწინეთა ნების ისეთი გამოვლინება, რაც მიზნად არ ისახავს ოჯახის შექმნას. ფიქტიური ქორწინების დროს, ქორწინებისთვის აუცილებელი ფორმალური პირობები შესრულებულია და სახეზე არ იქნება ფორმალური ხასიათის დარღვევა. ანუ ქორწინებისთვის აუცილებელი ფორმალური პირობები არსებობს, მაგრამ ფიქტიური ქორწინების დროს მექორწინეთა შინაგანი ნება და მისი გარეგანი გამოხატულება ერთმანეთს არ ემთხვევა. შინაგანად, ისინი ცდილობენ, ქორწინება გამოიყენონ სულ სხვა მიზნისთვის, ვიდრე ოჯახის შექმნაა. ეს მიზნები კი შეიძლება იყოს სხვადასხვა.
რა შეიძლება იყოს ფიქტიური ქორწინების მიზეზი?
ფიქტიური ქორწინების მიზეზი შეიძლება იყოს სამემკვიდრეო ქონების მიღება, პენსიის დანიშვნა, სამხედრო სამსახურიდან თავის დაღწევის სურვილი და სხვა მსგავსი მიზეზები. გარეგნულად მათი ნება ოჯახის შექმნის სურვილს გამოხატავს, მაგრამ შინაგანად სულ სხვა მიზნები აქვთ, ანუ ამ დროს დაქორწინებულ პირს არ სურს ოჯახის შექმნა და ასეთი ქორწინება ფიქტიურია და სასამართლომ იგი შესაძლოა, გააბათილოს.
იმ შემთხვევაში, თუ მექორწინეთა ერთ მხარის ქორწინების დროს იყო ასეთი მიზანი, მაგრამ მეორე მხარემ არ იცოდა ამის შესახებ და როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად სურდა ქორწინება, ითვლება თუ არა მსგავსი შემთხვევა ფიქტიურ ქორწინებად?
იმ შემთხვევაში, თუ მექორწინეთა ერთ-ერთ მხარეს გულწრფელად ჰქონდა ოჯახის შექმნის სურვილი და არაფერი იცოდა მეორის ნამდვილი სურვილის შესახებ, ასეთ შემთხვევაში ქორწინება არ შეიძლება ჩაითვალოს ფიქტიურად, რადგან, მართალია მექორწინეთა მეორე მხარეს არ ჰქონდა ნამდვილი ოჯახის შექმნის მიზანი, მაგრამ კეთილსინდისიერი მექორწინის ინტერესები უნდა იქნას გათვალისწინებული, რადგან დაქორწინებისას იგი მოატყუა მისმა მომავალმა მეუღლემ, ამის შესახებ კი არ იცოდა კეთილსინდისიერმა მეუღლემ. მას შეუძლია, მოითხოვოს ქორწინების ბათილობა. მაგრამ თუ ორივე მეუღლეს მიზნად ჰქონდა ქორწინების შედეგად არა ოჯახის შექმნა, არამედ რაიმე გამორჩენის მიღება, სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლება ქორწინების ბათილობის შესახებ გააჩნია სარეგისტრაციო ორგანოს, ხოლო, თუ ერთ-ერთი მეუღლე დაქორწინდა ისე, რომ მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას, ასეთი სარჩელის აღძვრა მეორე მეუღლესაც შეუძლია.
რა შემთხვევაში არ შეიძლება ფიქტიური ქორწინების გაბათილება?
ქორწინების გაბათილება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, როცა მექორწინეებმა სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე ფაქტობრივად უკვე შექმნეს ოჯახი. ამ დროს ქორწინების გაბათილების საფუძველი ისპობა. აღარ იქნება სახეზე ქორწინების ბათილობის საფუძველი. ანუ ქორწინება დაკარგავს ფიქტიურ ხასიათს, თუ მეუღლეები შეცვლიან განზრახვას და ნამდვილად შექმნიან ოჯახს. ასეთ შემთხვევაში, ქორწინების ბათილად ცნობა არ დაიშვება. ასევე არ შეიძლება ქორწინების გაბათილება იმ შემთხვევაშიც, როცა ქორწინება მოხდა არა სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, არამედ – ანგარებით. ასეთ შემთხვევაში, მართალია, ზნეობრივად გაუმართლებელი მიზეზითაა განპირობებული ქორწინება და მხარეები არ არიან დაქორწინებულნი სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, მაგრამ ქორწინება ოჯახის შექმნას მაინც ისახავს მიზნად.
ასევე აღსანიშნავია, რომ ფიქტიური ქორწინების ბათილად ცნობა წარმოადგენს საფუძველს ამ ქორწინებით წარმოშობილი ყველა ურთიერთობის შეწყვეტისათვის. თუ ქორწინება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლო წესით, მისი შეწყვეტის შემდეგ, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტლება განქორწინების შესახებ უნდა გაუქმდეს.
ავტორი: აიჰან გასანოვი