Օրագրեր

Կանայք պետք է ուժե՞ղ լինեն, թե ոչ

Հեղինակ՝ Ռոզա Պապոյան
Սա բավականին հետաքրքիր հարց է, որը կարելի է երկար քննարկել։ Միշտ կարծել են, որ կինը թույլ սեռի ներկայացուցիչ է։ Բայց ես դժվարանում եմ համաձայնվել այդ փաստի հետ։ Իհարկե, կինը թույլ է ֆիզիկապես, բայց ուժեղ է ոգով: Մեր ժամանակներում այնպես է լինում, որ կանայք ստիպված են լինում ապրել միայնակ՝ առանց տղամարդու ամուր մեջքի։ Նման պահերին անհնար է թուլություն դրսևորել՝ ինքնավստահությունը չկորցնելու համար։ Յուրաքանչյուր կին պետք է ուժեղ լինի ոչ թե ֆիզիկապես, այլ բարոյապես, առանց դրա դժվար կլինի։
Միշտ, հատկապես այն ժամանակաշրջաններում, երբ տղամարդիկ չեն եղել, կանայք մնացել են մենակ և դիմակայել բոլոր դժվարություններին` միայնակ ապրելով դժվար պահեր և տանը սպասելով սիրելիներին: Այլ կերպ չէր էլ կարող լինել։ Այդ իսկ պատճառով ես հավատում եմ, որ կինը պետք է ուժեղ լինի։ Կինը միայն թույլ սեռի ներկայացուցիչ է առաջին հայացքից, սա հեռու է իրականությունից, քանի որ ներսում ամեն ինչ կարող է հակառակը լինել։ Ինչպես ասվում է, «կարևորը ոչ թե դրսում է, այլ այն, ինչ ներսում է», բայց կնոջ ներսում միշտ պատ է եղել: Ուժեղ հոգի ունեցող կինը բազմիցս փրկել է ոչ թե մեկ, այլ հազար կյանք։
Այո, իհարկե, գուցե որոշ կանայք դեռ ցանկանում են իրենց «թույլ» զգալ՝ իմանալով, որ իրենց կողքին ուժեղ տղամարդ կա։ Բայց ո՞վ, եթե ոչ մենք, կարող ենք տղամարդկանց ցույց տալ, որ մենք կարող ենք ավելի ուժեղ լինել, քան նրանք կարծում են: Կանանց ուժը կարելի է տեսնել նույնիսկ մանրուքների մեջ։ Այսպիսով, կինը պետք է ուժեղ լինի:
Վերջում ուզում եմ ասել, որ կինն իսկապես շատ հեռու է թույլ սեռից։ Եթե նա տեսնում է և գտնվում է մի իրավիճակում, երբ պետք է ապացուցի իրեն և ցույց տա իր ողջ ուժը, ապա, իհարկե, կանի դա։ Նման պահին կինն իրեն ավելի շատ կհավատա, քան մյուսները, լիովին վստահ կլինի իր ուժերին։ Բայց կինը չի ցանկանում ուժեղ լինել ամեն օր – 24/7: Ցանկացած մարդ հանգստի կարիք ունի, երբեմն պետք է գցել զրահը, մոռանալ ինչ է նշանակում «ուժեղ ու անկախ» լինել ու իրեն զգալ «թույլ կին»։
———————-
უნდა იყვნენ თუ არა ქალები ძლიერები?
ავტორი როზა პაპოიანი
ეს საკმაოდ საინტერესო კითხვაა, რომლის განხილვაც დიდხანს შეიძლება. ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია, მაგრამ ძალიან მიჭირს ამაზე დათანხმება. რათქმაუნდა, ქალი ფიზიკური ძალით სუსტია, მაგრამ ის არის ძლიერი სულით. ჩვენს დროში ხდება ისე, რომ ქალებს ცხოვრება მარტო, ძლიერი მამრობითი ზურგის გარეშე უწევთ. ასეთ მომენტებში შეუძლებელია სისუსტის გამოვლენა, რათა საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგო. ყველა ქალი უნდა იყოს ძლიერი, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად, ამის გარეშე ძალიან რთული იქნება.
ყოველთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როცა კაცები არ იყვნენ, ქალები მარტო რჩებოდნენ და ყველა სირთულეს უმკლავდებოდნენ, მარტო განიცდიდნენ რთულ მომენტებს და ელოდნენ საყვარელ ადამიანებს სახლში. სხვანაირად არ შეიძლებოდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ქალი უნდა იყოს ძლიერი. ქალი მხოლოდ ერთი შეხედვით სუსტი სქესის წარმომადგენელია, ეს შორს არის სიმართლისგან, რადგან შიგნით ყველაფერი შეიძლება პირიქით აღმოჩნდეს. როგორც ნათქვამია: “მნიშვნელოვანია არა ის, რაც არის გარეთ, არამედ ის, რაც არის შიგნით”, მაგრამ ქალის შიგნით ყოველთვის იყო კედელი. ძლიერი სულის მქონე ქალმა არაერთხელ გადაარჩინა სიცოცხლე და არა ერთი, არამედ – ათასი.
დიახ, რა თქმა უნდა, შეიძლება, ზოგიერთ ქალს მაინც სურს, იგრძნოს „სისუსტე“, იცის, რომ მის გვერდით არის საყრდენი, ძლიერი მამრობითი მხარე. მაგრამ ვინ, თუ ჩვენ არა, შეგვიძლია გვაჩვენოთ მამაკაცებს, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ იმაზე ძლიერები, ვიდრე ისინი ფიქრობენ? ქალების სიძლიერე პატარა დეტალებშიც კი ჩანს. ასე რომ, ქალი უნდა იყოს ძლიერი!
ბოლოსკენ მინდა ვთქვა, რომ ქალი ნამდვილად შორს არის სუსტი სქესისგან. თუ ის ხედავს და იმყოფება ისეთ სიტუაციაში, რომელშიც უნდა დაამტკიცოს საკუთარი თავი და აჩვენოს მთელი თავისი ძალა, მაშინ, რა თქმა უნდა, ის ამას გააკეთებს. ასეთ მომენტში ქალი საკუთარ თავს უფრო მეტად დაუჯერებს, ვიდრე სხვას, სრულიად დარწმუნებული იქნება თავის შესაძლებლობებში. მაგრამ ქალს არ სურს, იყოს ძლიერი ყოველდღე, 24/7-ზე. ნებისმიერს სჭირდება დასვენება, მას ზოგჯერ უნდა, გადააგდოს ჯავშანი, დაივიწყოს, რა არის „ძლიერი და დამოუკიდებელი“ და თავი იგრძნოს „სუსტ ქალად“.