Hər bir insanın həyatda təqlid etdiyi şəxs var. Təqlid edilən şəxs elə bir insandır ki, onun bütün işləri, xasiyyəti və xüsusiyyəti sənə xoş gəlir, və ondan zövq alırsan. Burada əsas məsələdən biri də odur ki, necə insanı təqlid edirsən.
Bütün dünyanı öz sirrləri və əməlləriylə təəcübləndirən, təqlid olunası qadının ailəmdən olması mənim üçün böyük xoşbəxtlikdir. Doğrudur, həmin şəxs bu gün həyatda deyil, ancaq bir əsr öncə o qədər yaxşılıq etmişdir ki, düşünmədən ona bənzəmək və onu təqlid etmək istəyirsən.
Mənim üçün ideal və əziz olan – Dünyada demokratik yolla seçilmiş ilk müsəlman qadın deputat, Pərixanım Sofiyevadır. Fəxrlə qeyd etmək istəyirəm ki, Pərixanım Sofiyeva mənim ulu nənəmdir və bu gün onun adını bibim daşıyır.
Pərixanım Sofiyevanın gəncliyi və fəaliyyəti çətin, repressiyalar və ədalətsizliklərlə dolu dövrə təsadüf edir. İnsan hüquqlarının kobud şəkildə tapdalandığı bir zamanda başqasının qayğısına qalan insan demək olar ki, çox az idi.
Pərixanım Sofiyeva məhz bu zamanda başqasının xoşbəxtliyi, firəvan yaşaması və gənclərin təhsilli olması uğrunda mübarizə aparırdı. O, doğma kəndinin və regionun inkişafını təhsildə görürdü. Onun əsas məqsədi icmada qadınların güclü olması və hüquqların qorunması idi. Bunun sübutu odur ki, Pərixanım doğma kəndindən iki qızın şəhərdə təhsil alması üçün şərait yaratmış, onların bütün xərclərini qarşılamışdır.
Həmin qızlar ali təhsil aldıqdan sonra kəndə qayıtmış və ömrlərinin sonlarına kimi kəndin məktəbində müəllimlik etmişlər.
Pərixanım 100 il əvvəl inteqrasiyadan və inkişafdan uzaq bir kənddə elə stereotipləri pozurdu ki, onlar bu gündə stereotip olaraq qalır. Məsələn, qadının azad şəkildə cəmiyyətdə fikir bildirməsi, vətəndaş cəmiyyətində aktiv iştirak etməsi – bütün bunlar bu gün də problem olaraq qalır. Yaşlı nəslin dediklərinə görə, kənd camaatı Pərixanımı onların ümidi olaraq görürdü.
Mənim üçün Pərixanım Sofiyevanın nəticəsi olmaq fəxrlə yanaşı, güc mənbəyidir. Uşaqlıq illərimdən başlayaraq ailəm hər zaman onun haqqında mənə çoxlu danışar və onu təqlid etməyimi arzu edərdilər. Məhz Pərixanımın misalı bir daha məni inandırır ki, mübarizə etməyin hər zaman mənası var və nəticə əldə etmək mümkündür.
Ümid edirəm ki, mövcud olan stereotiplər məhv olacaq və mənim icmamın qadınları öz sözlərini deyəcəklər, necə ki bir əsr əvvəl sadə, cəsur, böyük ürəyə sahib və sarsılmayan Pərixanım dedi. Zənnimcə, Pərixanım yalnız mənim üçün deyil bir çoxları üçün təqlid edilməli qadındır !
Müəllif: Lalə Sofiyeva
ჩემთვის მისაბაძი ქალი
ყველა ადამიანს ცხოვრებაში ჰყავს როლური მოდელი. როლური მოდელი ადამიანი არის ის პიროვნება, რომლის ყველა საქმე, თვისება, ხასიათი მოგწონს, აღფრთოვანებული ხარ მისით და გინდა, მას მიბაძო. აქ მთავარი ის საკითხია, თუ ვის, როგორ ადამიანს აირჩევ შენს როლურზ მოდელად.
ბედნიერებაა, როდესაც ოჯახში გყავს ისეთი მისაბაძი პიროვნება, რომელმაც მთელი სამყარო გააოცა თავისი საიდუმლოებებითა და ქმედებებით. მართალია, ის დღეს არ არის ცოცხალი, მაგრამ მან, ჯერ კიდევ საუკუნის წინ, იმდენი სიკეთე დათესა, რომ გინდა, დაუფიქრებლად მიბაძო, და მაგალითი აიღო მისგან. ქალი, რომელიც ჩემთვის იდეალი და უძვირფასესია, გახლავთ მსოფლიოში დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი ქალი დეპუტატი – ფარიხანუმ სოფიევა. მინდა, სიამაყით აღვნიშნო ისიც, რომ ფარიხანუმ სოფიევა არის ჩემი დიდი ბებია, რომლის სახელსაც დღეს მამიდაჩემი ატარებს.
ფარიხანუმ სოფიევას ახალგაზრდობა და მოღვაწეობა მძიმე პერიოდს დაემთხვა, განუკითხავი რეპრესიებისა და უსამართლობის ეპოქას. მაშინ, როდესაც უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, იშვიათი იყო სხვაზე მზრუნველი ადამიანი. ფარიხანუმ სოფიევა სწორედ ამ დროს იბრძოდა სხვათა ბედნიერებისთვის, ახალგაზრდების განათლებისთვის, სოფლისა და რეგიონის განვითარებას იგი განათლებაში ხედავდა. მისი უმთავრესი მიზანი თემში ქალების გაძლიერება და მათი უფლებების დაცვა იყო. მართალია, თვითონ არ იყო განათლებული, თუმცა, ხელს უწყობდა სხვებს, რომ განათლება მიეღოთ. ამის დასტურია, ორი თანასოფლელი გოგონა, რომელთა სწავლის ყველა ხარჯი ფარიხანუმმა დაფარა, უზრუნველყო საცხოვრებელი ბინით და სწავლის დასრულებამდე მათზე ზრუნავდა. ისინი უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სოფელში დაბრუნდნენ და ცხოვრების ბოლომდე სოფლის სკოლაში მასწავლებლებად მუშაობდნენ.
ფარიხანუმი 100 წლის წინ ისეთ სტერეოტიპებს ამსხვრევდა, რომელიც ჩვენი თემისთვის დღესაც სტერეოტიპად არის მიჩნეული. მაგალითად, ქალის სიტყვით გამოსვლა შუა სოფელში, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, აქტიური ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებაში, – ეს ყველაფერი დღესაც პრობლემას წარმოადგენს. უხუცესების გადმოცემის თანახმად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო სოფლის იმედი.
ჩემთვის, მისი შთამომავლობა როგორც სიამაყე, ასევე ძალისმომცემია. ბავშვობიდან ბევრს მიყვებოდნენ მის შესახებ, რათა მიმებაძა. სწორედ მისი მაგალითი მარწმუნებს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად მოჰყვება შედეგი, სტერეოტიპებიც დაიმსხვრევა. ჩემი თემის ქალები ისევ იტყვიან თავიანთ სიტყვას ისე, როგორც საუკუნის წინ თქვა ერთმა უბრალო, დიდი გულის, მამაცმა და შეუდრეკელმა ფარიხანუმმა.
მიმაჩნია, რომ ფარიხანუმ სოფიევა არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის უნდა იყოს მისაბაძი ქალი !
ავტორი: ლალე სოფიევა