Blog-lar

Yekun

Gürcüstan hakimiyyətinin Avropa İttifaqına inteqrasiya yolunda üzərinə götürdüyü öhdəliyi yerinə yetirməməsi bizi hər gün Qərb yolundan daha da uzaqlaşdırır. Gürcüstan Konstitusiyasının aliliyi yalnız kağız üzərində təsvir olunur. Onun normalarının imperativ xarakter daşımasına baxmayaraq, o, effektiv deyil və həyata keçirilmir.
Bugünkü Gürcüstanın reallığı bizə onu göstərir ki, hakimiyyət xalqın səsini, öz iradəsini ifadə etmir, yalnız şəxsi maraqlar ilə əlaqəlidir, öz məqsəd və ambisiyalarını həyata keçirməyə yönəlib. O, ümumiyyətlə insanlara əhəmiyyət vermir.
Onun kobud və qabaqcadan düşünülmüş hərəkətləri Avropa İttifaqı ilə Gürcüstan arasında münasibətlərdə əldə olunan müsbət tendensiyaya baxmayaraq, münasibətləri gərginləşdirir və problemlər yaradır. Bu təbiidir, çünki öhdəliyinizdən heç birini yerinə yetirməsəniz və bunun əvəzinə aqressiv və anti-Qərb ritorikası ilə çıxış etsəniz, bütün ən yüksək dəyərləri yerlə-yeksan etmiş olursunuz, bu arzuolunmaz nəticələrə gətirib çıxaracaq, lakin baxır bu kimin üçün arzuolunmazdır. Mən düşünürəm ki, bu həqiqətən də bizim üçün, xalqımız üçün arzuolunmazdır, nacaq bunu hakimiyyət haqqında əminliklə deyə bilmərik.
Qərb yolu Gürcüstanın konstitusional seçimidir, konstitusiya öhdəliyidir, heç kimin xoş niyyətindən asılı deyil. Amma təəssüf ki, bütün konstitusiya standartları və dəyərləri pozulur. Düzünü desəm, mənim fikrimcə, konstitusiya və konstitusiya dəyərləri bizim dövlətimiz üçün heç bir əhəmiyyət kəsb etmir və bu insanlar bununla razılaşmırlar.
Bununla yanaşı düşünürəm ki, bütün vətəndaşların bu məsələni, bunun həllini, gələcəyini, hətta bizi ən çox narahat edən rakursdan – yoxsulluq, işsizlik, sosial-iqtisadi vəziyyət, sınmış demokratiya, saxtalaşdırılmış seçkilər, uğursuz dövlət strukturları və institutları, çalışmayan sistem, ədalətsiz, siyasiləşmiş, klan tərəfindən idarə olunan məhkəmə sistemi haqqında düşünməyin vaxtıdır. Hansı daha çox narahat edir, gəlin bu məsələnin əhəmiyyətinə o prizmadan baxaq. Əsas odur ki, məsuliyyətimizi görüb bu hökuməti Avropa öhdəliklərini yerinə yetirməyə və bu istiqamətdə addımlar atmağa məcbur edək.
Biz hamımız ona dövlətin və hakimiyyətin mənbəyinin kim olduğunu, xalqın hansı qüdrət sahibi olduğunu göstərməliyik!
Müəllif: Ayhan Həsənov
———————————————————————–
შეჯამება
საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღებული ვალდებულების შეუსრულებლობა ყოველდღე უფრო მეტად გვაშორებს დასავლური გზიდან. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა მხოლოდ ფურცლებზე აღწერილი. მიუხედავად მისი ნორმების იმპერატიული ხასიათისა, იგი არ არის ქმედითი და არ რეალიზდება.
დღევანდელ საქართველოს რეალობა გვაჩვენებს, რომ ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ხმას, მის ნებას და მხოლოდ პირად ინტერესებზეა მიბმული, ორიენტირებული საკუთარი მიზნებისა და ამბიციების განხორციელებაზე. მას ხალხს საერთოდ არ აინტერესებს.
მისი უხეში და წინასწარ გამიზნული ქმედებები კი, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის განვლილი პერიოდის, მიღწეული პროგრესისა პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, ძაბავს მათ ურთიერთობას და ქმნის პრობლემებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან თუ არც ერთ ვალდებულებას არ ასრულებ და სამაგიეროდ გამოდიხარ აგრესიული და ანტიდასავლური რიტორიკით, მიწასთან ასწორებ ყველა უზენაეს ღირებულებას, ეს გამოიწვევს არასასურველ შედეგს, მაგრამ გააჩნია, ვისთვისაა ეს არასასურველი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ხალხისთვის ნამდვილად არასასურველია, ხელისუფლებაზე კი იგივეს ვერ ვიტყვით.
დასავლური გზა საქართველოს კონსტიტუციური არჩევანია, კონსტიტუციურად ქცეული ვალდებულება, ეს ვინმეს კეთილ ნებაზე არაა დამოკიდებული. მაგრამ, სამწუხაროდ, ხელყოფილია ყველა კონსტიტუციური სტანდარტი და ღირებულება. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გადმოსახედიდან, კონსტიტუცია და კონსტიტუციური ღირებულებები ჩვენი ხელისუფლებისთვის არაფერს ნიშნავს, ეს ადამიანები არ კი იზიარებენ მას.
ამასთან, ასევე ვფიქრობ, რომ, დროა, ყველა მოქალაქემ ვიფიქროთ ამ საკითხზე, გამოსავალზე, მომავალზე, თუნდაც იმ პერსპექტივიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვაწუხებს – სიღარიბის, უმუშევრობის, სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის, ჩამოშლილი დემოკრატიის, გაყალბებული არჩევნების, ჩავარდნილი სისტემის მქონე სახელმწიფო სტრუქტურებისა და დაწესებულებების, არასამართლიანი, პოლიტიზებული, კლანის მიერ მართული სასამართლო სისტემის ჭრილში. რომელი უფრო აწუხებს, იმ პერსპექტივიდან დავინახოთ ამ საკითხის მნიშვნელობას. მთავარია, დავინახოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ვაიძულოთ ამ ხელისუფლება, შეასრულოს ევროპული ვალდებულებები და გადადგას ნაბიჯები ამ გზაზე.
ჩვენ, ყველამ, უნდა ვაჩვენოთ მას ვინ არის სახელმწიფოს, ძალაუფლების წყარო და რა ძალის მატარებელია ხალხი!
ავტორი: აიჰან გასანოვი