Blog-lar

Fiziki məhdudiyyəti olan şəxs

👩‍🦯👨‍🦯Fiziki məhdudiyyəti olan şəxs fiziki, əqli, və ya hissiyatında ciddi qüsurları olan, müxtəlif maneələrlə qarşılıqlı əlaqəsi bu şəxsin başqaları ilə bərabər şəraitdə ictimai həyatda tam və səmərəli iştirakına mane ola bilən şəxsdir.
👨‍🦼Fiziki məhdudiyyəti olan şəxslərin müstəqilliyi və onların ictimai həyata cəlb edilməsi ən problemli və aktual məsələlərdən biridir. Dövlət imkanları məhdud insanların təhsil alması və peşə hazırlığı üçün lazımi şərait yaratmalıdır. Təhsil orqanları səhiyyə və sosial təminat orqanları ilə birlikdə bu kateqoriyadan olan uşaqların müntəzəm reabilitasiya yardımı ilə təmin edilməsi üçün əlverişli imkanlar yaratmaq, habelə onlara kömək etmək üçün məktəbəqədər və məktəbdənkənar təhsili təmin etməyə borcludurlar. Əlilliyi olan şəxslər fərdi reabilitasiya proqramına uyğun olaraq orta-ixtisas və ali təhsil almaq hüququna malikdir.
🖇Dövlət fiziki məhdudiyyəti olan şəxslərin müstəqil yaşaması üçün əlverişli şərait yaratmağa borcludur. Müstəqil yaşamaq hüququ ilk növbədə BMT-nin FMŞ Hüquqları Konvensiyası ilə əhatə olunub. Konvensiya məhdudiyyəti olan şəxslərin ehtiyac və problemlərinə cavab verən mühüm sənəddir. Gürcüstan Konvensiyada iştirak edən ölkə kimi onun şərtlərini yerinə yetirməyə borcludur.
✅️ Konvensiyaya əsasən, ölkələr məhdudiyyəti olan insanlara səlahiyyət verən yeni qanunlar qəbul etməlidirlər. Onlar bu qrupun nümayəndələrinə qarşı ayrı-seçkiliyin qarşısının alınması üçün fəal iş aparmalı və fiziki məhdudiyyətli şəxsin problemi ilə bağlı ictimaiyyəti məlumatlandırmalıdırlar. Bundan əlavə, ölkələr həmin şəxsiyyətlərin informasiya, mənzil, təhsil və səhiyyə xidmətlərinə bərabər çıxışını təşviq etməyə borcludurlar; Fiziki məhdudiyyətli şəxslərə də onlarla bağlı siyasətin hazırlanması prosesində iştirak etmək imkanı verilməlidir. Konvensiyanın 19-cu maddəsi, həmçinin Üzv Dövlətləri ictimai həyata daxil etmək üçün zəruri olan icma əsaslı xidmətlərə və digər xidmətlərə bərabər çıxışı təmin etməyə borcludur.
📋Təəssüf ki, Gürcüstanda fiziki məhdudiyyətli şəxslərin ictimai həyata cəlb olunması çox aşağı səviyyədədir, çünki dövlət lazımi şəraiti təmin edə bilmir. Onların sosial dəstəyi o qədər azdır ki, başqa insanlarla bərabər şərait yaratmaq mümkün deyil. Onlar çox hallarda daimi qayğıya ehtiyac duyurlar, yəni bir ailə üzvü daim onlara kömək edir və işləmir. Əksər hallarda bu ailə üzvü fiziki məhdudiyyətli övladına son dərəcə qayğı göstərən ana olur. Bir çox hallarda kənd yerlərində yaşayan fiziki məhdudiyyətli şəxslərin həyatı şəhərdə yaşayanlara nisbətən daha çətindir, çünki ailəsinin sosial vəziyyəti kifayət qədər yaxşı deyilsə, deməli, onlar xarici aləmdən təcrid olunmuş vəziyyətdə yaşayırlar. Dövlətimiz və cəmiyyətin bütün üzvləri bu şəxslərə özlərini bərabər şəraitdə hiss edə biləcəkləri layiqli həyat şəraiti yaratmağa borcludurlar. Bu, həm də ömrü boyu fiziki məhdudiyyətli uşaqlarına qulluq edən valideynlərə ikinci şansın verilməsindən gedir. İmkanları məhdud insanların keyfiyyətli təhsilə, xoşbəxt hiss etdikləri sağlam və rahat mühitə ehtiyacları var.
Qizbəs İskəndərova

———————-

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

👩‍🦯👨‍🦯შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არის პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევებით, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას, სხვებთან თანაბარ პირობებში.
შშმ პირების დამოუკიდებლობა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია.
👨‍🦼შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სახელმწიფომ უნდა შეუქმნას აუცილებელი პირობები განათლებისა და პროფესიული მომზადებისათვის. განათლების ორგანოები, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ორგანოებთან ერთად, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ამ კატეგორიის ბავშვთა სკოლამდელი და სკოლის გარეშე აღზრდა, მათთვის ჯეროვანი სარეაბილიტაციო დახმარების გაწევის ხელსაყრელი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მიღება, რეაბილიტაციის ინდივიდუალური პროგრამის შესაბამისად. გარდა ამისა, შშმ პირებს უფლება აქვთ, იმუშაონ მათთვის უვნებელ, უსაფრთხო და კონფორტულ პირობებში და მიიღონ სამართლიანი ანაზღაურება.
📋სახელმწიფო ვალდებულია, შშმ პირებს შეუქმნას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ხელსაყრელი პირობები. დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას, პირველ რიგში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენცია ეხება. კონვენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომელიც პასუხობს შშმ პირთა საჭიროებებსა და გამოწვევებს. საქართველო, როგორც კონვენციის მონაწილე ქვეყანა, ვალდებულია, შეასრულოს მისი პირობები. კონვენციის მიხედვით, ქვეყნებმა უნდა მიიღონ ახალი კანონები, რომლებიც გააძლიერებს შშმ პირებს. მათ აქტიურად უნდა იმუშაონ ამ ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ დისკრიმინაციის პრევენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. გარდა ამისა, ქვეყნები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ შშმ პირების ინფორმაციაზე, საცხოვრებელზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე თანაბარ ხელმისაწვდომობას; შშმ პირებს, ასევე, უნდა მიეცეთ საშუალება, მონაწილეობდნენ მათთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნის პროცესში. კონვენციის მე-19 მუხლი წევრ სახელმწიფოს ასევე ავალდებულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისათვის აუცილებელი, თემზე დაფუძნებული სხვა სერვისებისა და მომსახურების თანაბარ მისაწვდომობას.
🖇სამწუხაროდ, საქრთველოში შშმ პირების საზოგადებრივ ცხოვრებაში ჩართულობა ძალიან დაბალია, რადგან სახელწიფო ვერ უზრუნველყოფს საჭირო პირობებს. მათი სოციალური დახმარება იმდენად მცირეა, რომ ამით შეუძლებელია დანარჩენ ადამიანებთან თანაბარი პირობების შექმნა. ისინი ხშირად საჭიროებენ მუდმივ ზრუნვას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი ოჯახის წევრი მუდმივად მას დაეხმარება და არ იმუშავებს. ეს ოჯახის წევრი უმეტეს შემთხვევაში არის დედა, რომელიც ცხვრების ბოლომდე ზრუნავს თავის შშმ შვილზე და ცხოვრობს მისი ცხოვრებით. ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრები შშმ პირებისთვის ცხოვრება უფრო რთულია, ვიდრე ქალაქში მცხოვრები პირისთვის, რადგან თუ მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა არ არის საკმარისად კარგი, მაშინ ის იზოლირებულად ცხოვრობს გარე სამყაროსგან.
✅️ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულები ვართ ამ პირების წინაშე, რომ მათ შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, სადაც ისინი თავს იგრძნობენ თანაბარ პირობებში. ასევე, ეს არის დამატებითი შანსის მიცემა იმ მშობლებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება თავიანთ შშმ შვილებზე ზრუნავენ. საჭიროა ხარისხიანი განათლება, ჯანსაღი და კონფორტული გარემო, სადაც ისინი თავს ბედნიერად და რეალიზებულად იგრძნობენ.
გიზბეს ისკანდაროვა