İl yarımdır ki ailə qurmuşam 10 illik aktiv iş gündəmindən sonra ailə, ev və uşaq baxmaq işlərinə keçid etdim. Səhərlər həmişə işə gedirdim və axşam evə yorqun qayıdırdım. Ailə işlərinə vaxdım olmadığına görə bir çox detala diqqət etmirdim. Ancaq, ətrafımızda, ailələrdə, qadınlar arasında nələr baş verdiyini bir bilsəniz… Nə qədər qaydalar və yazılmamış qanunlar var insanlar tərəfində yaradılmış.
Qərara gəldim ki, qadınların ailə mühiti mövzusunda bloqlar yazım. Çünki bu bir il yarımlıq zaman ərzində mənim üçün maraqlı bir çox detallar oldu hansı ki, gördüm və dinlədim.
Uzaqdan baxdığımız zaman hər şey çox asan görünür. Ancaq, nə zaman ki, kiçik nyuansları kəşf edirsən, ki başqası buna heç diqqət belə yetirməz. Bir çox qayda var hansı ki, elə məhs insanların özü qanunlaşdırıblar. Ailə qurmağım mənə iş mühitindən, treninqlərdən və səyahətlərdən əlavə həyatın digər tərəflərini diqqət yetirməmə və analiz etməyimə imkan yaratdı.
Müşahidələrimdə çox aydınca görünür ki, insanalrın bir çoxu daha çox isə qadınların həyatın azad qrafikindən uzaq yaşayırlar. Misal üçün: ailə həyatında belə bir yazılmamış qanun var ki, qadın hər səhər mütləq saat 7-də qalxmalıdır. Gündəlik həyatda bu normal bir vəziyyətdir və bunu hərkəs edir, elə qadınların özü bunu belə qəbul ediblər. Elə bil ki, belədə olmalıdır…
Ailə qurmazdan əvvəl də maksimum saat 08:30-a kimi yatırdım ailə qurduqdan sonrada belə oldum.
Yadımdadır, qohumlardan biri anama (yeni qaynənəmə) deyirdi ki, – “əgər mənim gəlini hər səhər saat 7-də qalxmasa onu saxlamaram” .
Zaman keçdikdən sonra həmin qadın səhər erkən qalxdığımı görəndə “Səhər açılamamış niyə qalxıbsan inəklərimi sağacaqsan?”- dedi, deməli insanların bir çox üzü var imiş. Niyəsə başqaların ailəsində xoşaqəlməzliklər yaradanda sevinirlər.
Elə bil, yaxşı gəlin olaraq ancaq saat 7-də oyanan sayılır. İnanın mənə, saat 7-də hələ qaranlıq olur və o saatdan qalxsan belə gün çıxmasını gözləməlisən.
İnsanlar öz sözləri ilə sadəcə başqalarına təzyiq göstərirlər. O “qohum” dediyi sözü elə-belə deməmişdi. Əslində saat 7 də oyanmayan gəlinini heç bir zaman evdən qovmaz. Ailə həyatında qonşulardan başlayaraq, qohumlaradək hərkəsin əlində bir “binokl” var gəlini izləyirlər. Hələ bir yeni evlisənsə vay halına. Hə vaxt oyandı? Yemək bişirirmi? Hamilədirmi? Uşağı nə vaxt olacaq? – və buna bənzər bir çox suallar, qeybətlər, diskusiyalar və s.
Kim kəşf edib ki, bunu qadın mütləq saat 7-də qalxmalıdır. Baxmayaraq ki, işi var ya yox. İşi varsa və buna ehtiyac duyursa əlbətdə ki, qalxa bilər. Ancaq ona görə yox ki, sadəcə və sadəcə “qaydalar” naminə etmək. İndi məndədə vəziyyət tələb edir və səhər saat 5-6 arası oyanıram. Balaca uşağım var və o saatlarda yemək istəyir. Buna çətinlik göstərmirəm, insanı qıcıqlandıram 7 də durmalı olmaq deyil güya “ailə qayda-qanunudur” deyə saat 7-də durmaqdır.
Anam (qaynənəm) hər gün işə getmək üçün saat 7 də qalxır. Yemək bişirir. İstəyir ki məndə işlərimi çatdıra bilim, bilir ki, gün ərzində işim çoxdu uşağa baxmalıyam, tərcümə etməliyəm… Yadımdadır mənə danışırdı ki, yeni evləndikdən sonra səhər erkən saatda oyanırmış və saat 12-yə kimi çaydanı min dəfə qızdırırmış və çay içirmiş.
O bu periodu artıq keçib və mənədə bir çox canlı hekayələr danışıb. Anladığıma görə, necə ki, yuxu hüququ eləcədə, qadının hüququ bu elə məhz qadınlar tərəfindən qəbul edilmiş bir qaydadır və buna görədə heç kim bu haqda müzakirə etmir.
İndi yə kimi, qadın hüquqları haqqında danışanları dinləyirdim və bir çox zaman eşidirdim ki, onları kişiləri günahıandırırlar. Mən əksini düşünürəm, əslində qadınlar özü bu zəmini yaradırlar, özləri üçün. Bir biriləri üçün problemlər yaradrlar və azadlıqlarını məhdudlaşdırırlar. Bu saat 7 də qalxmaq məsələsidə elə məhz qadınların kəşfidi.
İnanın ki, qrafiki olan ev qadını hərşeyi zamanında çatdıra bilir. Mənim bu yerdə xoşbəxtliyim ondan yanadır ki, yuxu və ya səhər oyanmaq haqqında problemlərim yoxdu. Bəlkədə anam (qaynənəm) hər zaman öz içində düşünürdü ki, onunda gəlini səhər 7-də qaranlıqda oyanıb qapı süpürəcək, ancaq bunu səsli şəkildə heç bir vaxt deməyib.
Mən olmasam da, hər birimiz ətrafımızda baş verənlər haqqında danışmalıyıq. Belə susaraq və “qaydalara” baş əyərək heçnə dəyişmir. Əhali üçün çatdıracaqların varsa ən asan yolla bloq yazmalısan. Elə düşünməyin ki, bu streotiplərlə dolu cəmiyyətdə gəlin olmaq asan işdir.Sizi əmin edirəm ki, qadınların ailə həyatında ki, imtahanlar sürücülüq vəsiqəsi almaq üçün təcrübə imtahanından min dəfə daha çətindir. O imtahanı özüm üçün ən çətini kimi görürüdüm, elə deyilmiş!
Aynürə Əliyeva
______________
ძილის უფლება – აინურა ალიევას ხმამაღალი ფიქრი
წელიწადნახევარია, რაც ოჯახი შევქმენი. 10 წლის აქტიური სამუშაო დღის წესრიგის შემდეგ გადავედი ოჯახის, სახლის, ბავშვის მოვლის ამბებზე .
დილით ყოველთვის სამსახურში მივდიოდი და საღამოს სახლში დაღლილი ვბრუნდეოდი. საოჯახო საქმეებისთვის არ მეცალა და არც ვაქცევდი ბევრ დეტალს ყურადღებას. არადა, რამდენი რამ ხდება ჩვენს გარშემო – ოჯახებში, ქალებს შორის. რამდენი წესები და დაუწერელი კანონებია ადამიანების მიერ დაწესებული.
გადავწყვიტე ბლოგები დავწერო ქალების საოჯახო გარემოს თემებზე. რადგან უამრავი დეტალია ჩემთვის საინტერესო, რაც ამ წელიწადნახევარში ვნახე და მოვისმინე.
როცა შორიდან ვუყურებთ, ყველაფერი ძალიან ადვილი გვეჩვენება. არადა, როცა უღრმავდები იმდენ წვრილმანს აღმოაჩენ, რომელაც სხვა ალბათ ვერ ვიხვდება. ბევრი წესია, რომელიც კანონად თავად ადამიანებმა გადააქციეს. დაოჯახების პერიოდმა მომცა იმის საშუალება, რომ გარდა სამუშაო სფეროს, ტრენინგების და მოგზაურობისა, ცხოვრებას სხვა კუთხითაც შევხედო და გავაანალიზო.
ვაკვირდები და ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ადამიანების უმეტესობა, უფრო მეტად ქალები თავისუფალი ცხოვრების გრაფიკისგან შორს ცხოვრობს. მაგალითად, საოჯახო ცხოვრებაში ერთ-ერთი დაუწერელი კანონია, რომ – ქალი დილის 7 საათზე უნდა ადგეს. ყოველდღიურობაში ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამას ყველა, თავად ქალებიც კი ჩვეულებრივად იღებენ. თითქოს ასე უნდა იყოს და მორჩა.
ვიდრე ოჯახს შევქმნიდი მანამდეც მაქსიმუმ 08:30 საათამდე მეძინა და ოჯახის შექმნის შემდეგაც ასე ვიყავი.
მახსოს ნათესავებიდან ერთ-ერთმა როგორ უთხრა დედას (ამ შემთხვევაში დედამთილს) – „თუ ჩემი რძალი დილის 7 საათზე არ ადგა, მაგას სახლში ვერ გავაჩერებთო“.
მოგვიანებით იმ ქალმა ადრე გაღვიძებული რომ მნახა მითხრა „დილაუთენია რომ ამდგარხარ, ძროხებს ხომ არ წველი?“ თურმე, ადამიანებს რამდენი სახე აქვთ. რატომღაც ცდილობენ და უხარიათ სხვის ოჯახებში უსიამოვნების შექმნა.
ვითომ, კარგ რძლად ითვლება ის, ვინც 07:00 საათზე იღვიძებს. დამიჯერეთ, 7 საათზე ბნელა და თუ ადგები, უნდა დაელოდო როდის გათენდება.
ადამიანები თავიანთი ნათქვამით უბრალოდ ზეწოლას ახდენენ სხვებზე. იმ „ნათესავის“ ნათქვამი სულაც არ იყო უბრალოდ. არც რძალს გააგდებს სახლიდან 7 საათზე თუ არ გაიღვიძებს. ოჯახურ ცხოვრებაში მეზობლიდან დაწყებული, ნათესავებამდე დასრულებული ყველას “ბინოკლი“ უჭირავს ხელში და რძალს უთვალთავალებენ. მით უმეტეს, როცა ახალდაქორწინებული ხარ. რომელზე გაიღვიძა? საჭმელს ამზადებს? სახლს ალაგებს? ორსულადაა? როდის გააჩენს ბავშვს? – და კიდევ უამრავი შეკითხვები, ჭორები, დისკუსიები და სხვა.
ყველა თემაზე ერთ ბლოგში ვერ ისაუბრებ ამიტომ , ალბათ თანმიმდევრულად დროის განმავლობაში დავწერ ამ თემებს. ჩემთვისაც ძალზე საინტერესო იყო და არის კიდევაც ამ წვრილმანების გაანალიზება.
ვინ მოიგონა ეს დაუწერელი კანონი, რომ ქალი 7 საათზე უნდა ადგეს. მიუხედავად იმისა, საქმე აქვს თუ არა. საქმე თუ გაქვს და ~ საჭიროდ თვლი, შეგიძლია ადგე, თუმცა არა იმის გამო, რომ ეს ასეა მიღებული. ახლა სიტუაცია ითხოვს და მეც დილის 5-6 საათზე ვიღვიძებ. პატარა მყავს და ჭამას ადრე ითხოვს. გართულება არ მაქვს იმაზე, რომ 7 საათზე ადგე. გართულება მაქვს იმაზე, რომ ეს იძულებით არ უნდა აკეთოს ქალმა ვითომდა, „საოჯახო წესის“ გამო.
დედა (დედამთილი) სამსახურში ადრე მიდის ყოველთვის 7 საათზე იღვიძებს. საჭმელს ამზადებს. იცის, რომ მთელი დღე სახლში არ იქნება. მე დანარჩენი საქმეები მოვასწარი – თარგმანი, ბავშვის მოვლა…
მახსოვს, მიყვებოდა, ახალი გათხოვილი რომ იყო, როგორ იღვიძებდა ადრე და 12 საათამდე ათასჯერ გაათბობდა ჩაინდანს და ჩაის დალევდა.
მან ეს პერიოდი უკვე გაიარა და ათასი ცოცხალი ისტორია მაქვს მოსმენილი მისგან. როგორც მივხდი , თვითონ ქალებმა მიიღეს ეს წესად, რომ ასე უნდა იყოს და ამიტომ ამ თემაზე არავინ საუბრობს , როგორც ძილის უფლება და ქალის უფლება. ეს წვრილმანია – რაზეც სხვების აზრით, შეგიძლია არც ისაუბრო.
დედამთილს შეუძლია არც ახლა გაიღვიძოს 7 საათზე და არც მაშინ გაეღვიძა, როცა თვითონ იყო ახალი გათხოვილი. ძილი ხომ მისი უფლებაც იყო.
ასე რომ, ქალებო, ვინც გათხოვდა და მსგავსი შემთხვევის წინაშე დადგა ალბათ , გაიგებს მე რისი თქმა მინდა. თუ გათხოვდებით, ჯერ „ბინოკლისთვის“ მზად იყავით. დარწმუნებული ვარ, რძლების უმეტესობა დაუწერელი კანონების გამო არ იძინებს.
აქამდე ქალის უფლებებზე ვინც საუბრობდა სულ მესმოდა, რომ ბევრ რამეში მამაკაცებს ადანაშაულებდნენ. მე პირიქით ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ქალები თავად ქმნიან ერთმანეთისთვის ყველაზე დიდ პრობლემას და ზღუდავენ ერთმანეთის თავისუფლებას. მათვე მოიგონეს ეს დაუწერელი კანონები და „7 საათზე ადგომა“.
რაც ვნახე და მოვისმინე სულ დედამთილები და რძლები ხოცავენ ერთმანეთს დილით ადგომის და სხვა უამრავი ოჯახური წვრილმანების გამო. მამათილის და რძლის კონფლიქტი კი იშვიათად შემხვედრია, თუმცა არსებობს და სხვა ბლოგში მაგაზეც დავწერ.
გარწმუნებთ, ქალს, რომელსაც თავისი გრაფიკი აქვს, ის ყველაფერს ასწრებს.
მე გამიმართლა ამ კუთხით, რადგან ძილზე და გაღვიძებაზე პრობლემა არ მაქვს. შეიძლება დედას (დედამთილს) გულში სურვილი სულ ჰქონდა, რომ მისი რძალმაც გაიღვიძოს დილის 7 საათზე და სიბნელეში ეზო დაასუფთავოს, მაგრამ არასდროს უთქვამს მსგავსი რამ ჩემთვის.
მე თუ არა, ჩვენს გარშემო რაც ხდება მაგაზე უნდა ვისაუბროთ ყველამ. თორე ისე, ვერაფერს შევცვლით. ამიტომ ვთვლი, რომ თუ საზოგადოებისთვის რამე გაქვს სათქმელი, ბლოგი უნდა დაწერო!
ნუ გგონიათ, რომ ასეთ სტერეოტიპებით სავსე საზოგადოებაში რძლობა ადვილი საქმეა. გარწმუნებთ, ქალების საოჯახო ცხოვრებისეული გამოცდა მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდაზე ათასჯერ რთულია, რასაც აქამდე ყველაზე რთულ გამოცდად ვთვლიდი ჩემთვის!
მე არ ვცდილობ 7 საათზე ადგომით გავხდე „კარგი რძალი“. 8 საათზეც რომ გავიღვიძო, საღამოს ჩვენს სახლში არც დაულაგებელი ადგილი და არც გაურეცხავი ჭურჭელი რჩება. ადამიანებს უბრალოდ შეფასების კრიტერიუმი გვაქვს სხვანაირი. რაც არის შემფასებელი მაგას არ ვაფასებთ და სხვაზე ვამახვილებთ ყურადღებას. კიდევ უამრავი ბლოგი იქნება და წვრილმანებზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
ცხოვრებაში ადამიანი ერთხელ იბადება და ერთხელკვდება. წარმოიდგინეთ, რომ დაიბადეთ და მთელი ცხოვრება რაღაც უაზროდ, ადამიანების მიერ მოგონილი წესებით იცხოვრეთ, არც დაიძინეთ, არც იმოგზაურეთ, არც დაისვენეთ, არც გაიცინეთ ისე, როგორც გინდათ და სხვა ათასი რა და ისე წახვედით ამ ქვეყნიდან. თავისუფლება ყველა წვრილმანშია საჭირო. ძილშიც, კვებაშიც, გასეირნებაშიც, ტელევიზორის ყურებაშიც… ბრძოლა და შრომა უნდა ყველაფერს. ადვილად არაფერი ინგრევა და მით უმეტეს – არც შენდება…
ავტორი: აინურა ალიევა