Özgüvən çox kiçik yaşlardan ortaya çıxğama başlayır. Bu özümüzlə əlaqədar olaraq başqalarının, məsələn ailəmizin, qohumlarımızın, müəllimlərimizin gözündə bizim haqqımızda formalaşan görüntüdür. Bu isə eyni zamanda bizim özümüzə verdiyimiz dəyərdir. İnsanlar niyə eqo ilə özgüvəni səhv salır?
Düşünürəm ki, uşaqların özgüvəninin inkişaf etməsi üçün yaxşı hərəkətləri mukafatlandırılmalıdır, eyni davranışları görmələri öz böyüklərində görməlidirlər, buna görədə insanlar və ailələri ilə danışmaqları daim əlaqədə olmaqları önəmlidir.
Qız uşaqlarının özgüvənlərinin oğlanlara nisbətən daha azdır. Bunun əsas səbəbi isə mentalitet adlandırılan o instrumentdir. Keçmişdə olduğu kimi bu gün də bəzi mədəniyyətlərdə qadınalrın ictimayyətdə olmaması bunun ən böyük yansımasıdır.
Bir çox qızlar üst roldaikən rahatsızlıq hissi keçirirlər. Hansısa bir uğura nail olduqları zaman bunu kiçik zənn edirlər. Ən mənim üçün ən mənfisi isə, ən mükəmməl vəziyyəötdə belə qızlar ikinciliyə hazırdırlar. Amma niyə axı?! Bu heyifki gələcəkdə də qadının həyatından bir üzə verir və çox vaxt qadın əldə etdiyi uğuru göz ardı edir. Əhəmiyyətli və ağır bir işi tamamlayarkən proses zamanı ciddi enerji sərf eləməsinə baxmayaraq, təvəzukarlıq edir və “çox da vacib deyildi” deyir və keçir.
Düşünürəm ki, qadınalrın problemidə məhs budur. Bir qadın etdiklərini sosyal şəbəkə vazsitəsi ilə paylaşdıqda qarşıda ki, nə düşünür, Çox sadə: “Eqosuna bax, sanki böyük iş yerinə yetirib, özü üçün etməyib ki, tək məqsədi başqalarına hava atmaqdır”,- deyilir.
Elə yuxarıda qeyd olunanı öz təcrübəmdən deyirəm.
Misal: Səma həsənova bir layihəni uğurla başa vurub deyə kimsə deyir. İnsanlar ətrafdan belə səslənirlər: Bah-bah sanki biz bunu edə bilmərik ki? O getdiyi yoldan bir artıq geri qayıdır, heç reklam edirik?! Mən özlüyümdə kiçik uğurlarımı paylaşıram çün ki, bu mənim üçün xoşdur.
Ancaq cəmiyyətdə burada eqomu nümayiş etdirdiyimi görür çox zamanlar bu qız, qadın olduğum üçün söyləntirlər bitmir. Bunun isə tamamən sadə bir şəkildə insanın özgüvəninin olduğu görülmür. Prosessin sadəliyi göz ardı edilir. Sıraladıqlarımdan danışarkən sadəcə özümü nəzərdə tutmuram. Cəmiyyətdə ki, hər biz fəal gəncin (qızın) başına mökmən birdəfə belə olsa gəlmiş hadisədir. Bunu tək yolu isə qadının gücünün dərk edilməsidir!!!
Müəllif: Səma Həsənova
——————————–
თავდაჯერებულობა
თავდაჯერებულობა მცირე ასაკიდან იჩენს თავს. ეს ჩვენთან დაკავშირებით სხვების, ანუ ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მასწავლებლების და სხვა გარშემომყოფების წარმოდგენაში ჩამოყალიბებული შეხედულებაა, და ამავდროულად ჩვენ მიერ ჩვენივე თავის შეფასებაც. რატომ ესმით არასწორად ადამიანებს ეგო და თავდაჯერებულობა?
ვფიქრობ, რომ მოზარდებში თავდაჯერებულობის ჩამოსაყალიბებლად, მათი ქცევების და არჩევანის წახალისებაა საჭირო. ამიტომაც, ადამიანები თავიანთ ოჯახებთან მყარ კომუნიკაციაში უნდა იყვნენ. ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი.
გოგონების თავდაჯერებულობა, ბიჭებთან შედარებით, ნაკლებია. ამის მთავარი მიზეზია ის, რასაც მენტალიტეტს ვეძახით. საზოგადოებაში ქალების პასიურობა წარსულშიც და ახლაც ამის ნათელი დადასტურებაა.
ზოგი გოგონა ყურადღების ცენტრში ყოფნისას თავს არაკომფორტულად გრძნობს. ნებისმიერი წარმატების მიღწევისას, მას „პატარად“ აღიქვამენ. ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როცა გოგონები, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ყოველთვის მეორე ადგილს სჯერდებიან.
რატომ?! – სამწუხაროა, რომ ეს ფაქტორი ქალების მომავალ ცხოვრებაშიც იჩენს თავს. და ზუსტად ამიტომ, ქალები მიღწეულ წარმატებებს ვერ ხედავენ, ანდა არ უნდათ, დაინახონ. ძალიან მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც ქალი დიდ ენერგიას ხარჯავს, ამას მცირედად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს „არც ისეთი მნიშვნელოვანი იყო“.
ვფიქრობ, ქალების მთავარი პრობლემაც ესაა, – თავდაჯერებულობა. როდესაც ქალი საკუთარ წარმატებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს, რას ფიქრობენ სხვები?
პასუხი მარტივია: – ნახეთ მისი ეგო, ვითომ რამე დიდი საქმე გააკეთა, საკუთარი თავისთვის კი არ გააკეთა, მისი ერთადერთი მიზანი სხვებისთვის ჩვენება იყოო, – ამბობენ.
ამას ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ.
მაგალითად: სემა გასანოვამ პროექტი წარმატებით დაასრულა. გარშემომყოფები მაშინვე პასუხობენ, ის რომ იწყებდა, ჩვენ დამთავრებული გვქონდა, ვითომ ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთებაო?!
არადა, ჩემი წარმატების ამბავს სარეკლამოდ კი არ ვავრცელებ, – ჩემთვის ვაკეთებ, რადგან უბრალოდ მსიამოვნებს.
თუმცა, საზოგადოება ამას „ეგოს დაკმაყოფილებად“ აფასებს. ამ საუბრის მთავარი აქცენტი კი ძირითადად გოგოზე, ქალზეა გადატანილი. ვერავინ ხედავს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის თავდაჯერებულობაა. პროცესის სიმარტივის დანახვა არავის სურს. აქ მხოლოდ ჩემს თავს არ ვგულისხმობ, ბევრია ჩემ გარშემო მსგავსი გამოცდილებით. საზოგადოებაში აქტიურ ახალგაზრდას (გოგოს) თავს აუცილებლად ერთხელ მაინც გადახდენია მსგავსი შემთხვევა. ამაში ერთადერთი გამოსავალი კი ქალის სიძლიერის აღქმაა!
ავტორი: სემა გასანოვა