Müəllif: Anonim
Elə bir ölkədə yaşarıq ki, qadınlardan hər zaman böyük tələblər və bunula da birgə qadına qarşı agresiya var. Cəmiyyət qadının hər zaman hərşeyin ən yaxşısını daha doğrusu onların istədiyi kimi ən yaxşısını etməsini gözləyir. Qadın ideal olmalıdı, baxımlı, zəhmətkeş, qayğıkeş, təhsilli, baş əyə bilməyi bilən, “yiyəsinin” sözündən çıxmayan. Qadın təhsilli bilikli olmalıdı ancaq səsini çıxarmamalıdı, fikrini bildirməməlidir. “Ata evində ataya, ər evində ərə baş əyməlidir”. Bəzən qadınlardan gözləntilər o qədər paradoks təsiri yaradır ki, insan heyrətə gəlir.
Deməli yaxın qohumum oğlunu evləndirməyə çalışır kəndə ki, bütün qızlar potensiyal gəlin namizədidir ancaq qızlar haqqında edilən müzakirələri eşitsəniz dəhşətə gələrsiniz.
Qızın biri Tbilisidə təhsil alır çox savadlı olduğunu deyiblər ancaq zamanını daha çox təhsilə ayırdığı üçün ev işlərini yaxşı bilmir, bilmədiyi deyilir. Xalanın reaksiyası tam şəkildə belədir “Mən illərdir gəlin həsrətindəyəm ki, gəlib mənə qulluq edəcək nə edəcəm iş bilməyəm qızı”. Yaxşı, bu qızcığaz siyahıdan beləcə ələndi. İkinci qız məktəbi bitirib ancaq təhsilini davam etdirmir. Çox qocaqdı, qonşuların dilindən düşmür ki, ev iş bacarığına söz yoxdu ancaq xalalardan biri deyib ki, çox danışır “hüröyündü”. Oğul anasının reaksiyası isə bu yerdə belədir “Boy Ana, dilli divar dı o qız bizi yeyər sonra dili ilə”. Bu qızda siyahıdan beləcə ələndi. Deyəcəyim odu ki, bu çox “ideal xalalar” qızdan hərşeyin sadəcə özləri istəyi kimi “yaxşısını” istəyirlər. Bu yazıq qız təhsilli olur vay, olmur vay. Sakit olur saman altan du yeridən, dilli olur əl-ayaq yeyən olur. Dəhşətə gəlirəm bu qızlar necə olsunlar ki, özlərini “bəyəndirə” bilsinlər.
Əsas məslələrdən biri ağıllı təhsilli gəlin istəyirlər ki, yaxşı ana olsun düzgün tərbiyyə versin ancaq çox danışmasın. Ay qadan alım, təhsilli insan danışmazsa biliyini necə ötürəcək başqalarına. Yaxşı bu hüröyünü istəmirsiniz amma sakitidə istəmirsiniz ki, survuğatdı bəs siz nə istəyirsiniz bu qızlardan?!
——————
რა გინდათ გოგოებისგან…
ავტორი: ანონიმი
ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქალების მიმართ ყოველთვის დიდი აგრესია და უამრავი მოთხოვნაა. საზოგადოება ქალისგან ყოველთვის ყველაზე კარგს ელის, უფრო სწორად, ადამიანები მათთვის სასურველი კარგის მოლოდინში არიან. ქალი იდეალური უნდა იყოს, მოვლილი, მზრუნველი, შრომისმოყვარე, განათლებული, მორჩილი, – „პატრონის“ სიტყვას უნდა ემორჩილებოდეს. ქალი განათლებული და მცოდნე უნდა იყოს, თუმცა ხმა არ უნდა ამოიღოს, აზრი არ უნდა დააფიქსიროს, „მამის სახლში მამას, ქმრის სახლში კი ქმარს უნდა დაემორჩილოს“. ზოგჯერ, ქალებისთვის წაყენებული მოთხოვნები იმდენად პარადოქსულია, რომ რეალობის საზღვრებს სცილდება.
მაშ ასე: ნათესავს უნდა ვაჟის დაქორწინება და სოფელში „საქორწინო ასაკის“ ყველა გოგო პოტენციური რძლის სიაშია. თუმცა, თუ გაიგებთ, რას განიხილავენ ამ გოგოებთან დაკავშირებით, უბრალოდ გაგიკვირდებათ.
ერთ-ერთი გოგო თბილისში სწავლობს. როგორც ამბობენ, ძალიან განათლებულია, თუმცა სწავლით რომ არის დაკავებული, დროს სახლის საქმეებს ვერ უთმობს და შესაბამისად, არც ეცოდინებაო, – ყველა შემთხვევაში ასე ამბობენ. სადედამთილო დარდობს, წლებია, რძლის მოლოდინში, ვარ, რომ მოვიდეს და აქეთ მომიაროს, რად მინდა საქმის არმცოდნე გოგოო… მოკლედ, ეს გოგო სიიდან ამოვარდა. მეორე გოგოს სკოლა დამთავრებული აქვს, თუმცა სწავლას არ აგრძელებსო. ძალიან ყოჩაღია, მეზობლები სულ მის სიყოჩაღეზე საუბრობენ, თუმცა აქაც „საშინელი“ ამბავია – ერთ-ერთმა ქალმა თქვა, ის გოგო ძალიან ბევრს ლაპარაკობს და პირს არ აჩერებსო. პოტენციური სადედამთილოს რეაქცია ამ დროს შემდეგნაირია : „უიმე დედაა, გრძელი ენა რად მინდა, მოვიყვან და მერე ენით შემჭამს“. ეს გოგონაც ამოვარდა სიიდან.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ „ძალიან იდეალურ დეიდებს“ გოგოსგან თავის სურვილებში არსებული „კარგი“ უნდათ. ეს საწყალი გოგოებიც, განათლებული არიან, ვაია, არ არიან და კიდევ უი… თუ წყნარია, ამბობენ, ეგ ალბათ რამეს ჩუმ-ჩუმად აშავებსო, თუ მოსაუბრეა, გრძელი ენით შეგვჭამსო. ძალიან მაინტერესებს, როგორები უნდა იყვნენ ეს გოგოები, რომ თავი „მოაწონონ“ ამათ?
მთავარი საკითხი აქ ისაა, რომ ჭკვიანი და განათლებული გოგო უნდათ, რომ კარგად აღზარდოს შვილები, თუმცა მაინც ჩუმი უნდა იყოსო. თქვენ შემოგევლეთ, განათლებულმა გოგომ თუ არ ისაუბრა, აბა შვილებს ამ ცოდნას როგორ გაუზიარებს? გასაგებია, ის ყბედია, არ გინდათ, მაგრამ აბა წყნარიც არ გინდათ, თვინიერიაო, ამბობთ, აბა ბოლოს და ბოლოს რა გინდათ ამ გოგოებისგან?!