Bizdə konteksi nəzərə almadan hər bayram yeyib- içmək səbəbidir. 8 mart gül və şokolad hədiyyə etmək gününə çevrildi və mənasını itirdi. Bu gündə kişilər qadınlar tərəfində hazırlanan süfrədə yeyib-içirlər və ola bilsin axşam qadın əri tərəfindən zorakılığa da məruz qalsın. Kişilər bu günü kef etmək və içmək gününə çeviriblər ki, bu günün mənası itsin. 8 mart əslində qadınlar üçün mühüm gündür. Bu gün qadın hüquqları və ədalət tələb etmək günüdür. 8 mart qadınların problemləri haqqında danışmalı və qadınların daha yaxşı vəziyyətdə olması üçün mübarizə etməliyik. Ölkədə iki ayda 8 qadın öldürülubsə, hər üç qadından biri müxtəlif zorakılıq qurbanırsa, kiçik qızları zorla evləndirib, həyatını məhv edirlərsə biz bayram qeyd edib, yeyib-içmirik. Dəyişdirməli olduğumuz çox şey var, buna görədə bu gün qadınlar olaraq birləşməliyik və özümüzün və başqa qadınların daha yaxşı yaşaması, gələcəyi üçün mübarizə aparmalıyıq.
Aktivist Natia Gvritishvili
———————-
ადამიანის უფლებათა აქტივისტი ნათია გვრიტიშვილი 8 მარტის შესახებ
ჩვენთან დღესასწაულების აღნიშვნა კონტექტის გაუთვალისწინებლად, ქეიფის მიზეზი ხდება ხოლმე. ასევეა 8 მარტიც, რომელიც ყვავილების და შოკოლადების ჩუქების დღედ იქცა და შინაარსი დაკარგა. ამ დღეს ისევ კაცები მოილხენენ ხოლმე ქალების მომზადებულ სუფრაზე და დღის ბოლოს შეიძლება მთვრალი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლიც გახდეს რომელიმე ქალი. ღრეობად და დალევის მიზეზად აქციეს კაცებმა ეს დღე, რომ დაეკარგათ მისი მნიშვნელობა. 8 მარტი სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ქალებისთვის. ეს არის ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის და ქალთა სოლიდარობის დღე. 8 მარტს ქალთა პრობლემებზე, გამოწვევებზე უნდა ვსაუბრობდეთ და ვიბრძოდეთ ქალების უკეთესი მდგომარეობისთვის. არ გვეზეიმება და გვექეიფება ქალებს მანამ, სანამ 2 თვეში 8 მოკლული ქალი გვყავს, სანამ ყოველი მესამე ქალი სხვადასხვაგვარი ძალადობის მსხვერპლია ოჯახში, სანამ პატარა გოგონებს ძალით ათხოვებენ და ცხოვრებას ართმევენ. ძალიან ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დღეს გავერთიანდეთ ქალები და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი და სხვა ქალების სიცოცხლისთვის და უკეთესი მომავლისთვის.
ნათია გვრიტიშვილი