Blog-lar

Qara gün dostu…

Müəllif: Aynurə Əliyeva

Deyirlər dərd və bəla, çətinliklər, qara günlər ona görədir ki, insan yaxşının, təbəssümün, sevincin qiymətini bilsin. İndi nəinki biz, bütün dünya buna oxşar bir dövr yaşayır. Çox gərgin vəziyyətdir – evdən bayıra çıxmaq olmaz, hər yer qapalıdır və buna qorxu hissi də əlavə olunur: hamı özünü virusdan qorumağa çalışır…

Bir tərəfdən koronavirus bizə bəzi dəyərləri qiymətləndirməyi öyrətdi. İndiyə kimi nə yaxşı idi elə? – hara istəyir, nə zaman istəyir gedir-gəlirdik. Hər addımda istədiyimizi mağazaya girib alırdıq, işə gedir, dostlarımızı ziyarət edirdik və.s. Ancaq gündəlik həyat  tərzimizdə bizə verilən bu dəyərləri qiymətləndirirdikmi? Bizim üçün evdən çıxmaq, sərbəst hərəkət etmək bəlkə də heç nə deyildi. Bunu adi həyat tərzi kimi qəbul edirdik. Amma bu gün çox şeydə məhdudlaşdırılmışıq və görürüsünüzmü, sən demə allah bizə nə qədər nemətlər hədiyyə edibmiş. Sadəcə biz insanlar bəzən nankorluq edirik.

Azadlıq və sağlamlıq allahın biz insanlara bəxş etdiyi ən ali dəyərdir. Neçə nəfər səhər sərbəst və sağlam şəkildə yuxudan oyanıb, evdən çıxdığına və bir çox işlər gördüyünə görə allaha təşəkkür edir. Çox az sayda adam!

Bəzən hadisələrə başqa yöndən baxıb qiymətləndirsək daha yaxşı olar. Heç nə səbəbsiz baş vermir, hər şeyin mütləq bir səbəbi olur. Bu bəla da yəqin onlardan biridir. Sevincdə və kef-damaqda bir-birinin yanında olmaq çox asandır. Ancaq hamı bəla, dərd və qara günlərdə sevincdə olduğu kimi qala bilməyi bacarırmı?! Xeyr, bacarmır! Qara gün, çətinlik kimin, necə, nə dərəcədə sənə dəyər verib dəstəklədiyinin imtahanıdır. Əsəb, gərginlik elə bir haldır ki, hamı öz həqiqi simasını onda göstərir. Ona görə də allahın bəxş etdiyi, həyatınızın hər dəqiqə və saniyəsini dəyərləndirin və təşəkkür etmək, dəstək olmaq bacarıqlarınızı inkişaf etdirin. Görürsünüz, elə günlər ola bilər ki, azadlığımız da, evdən bayıra çıxmağımız da məhdudlaşdırılsın. Bu səbəbdən bir-birinizi söyüb, təhqir etmək əvəzinə çalışın birləşin və çətinliklərə qalib gəlin. Sevincli günlərdə olduğu kimi qara günün də dostu olun! Bir gün hər şey bitəcək – koronavirus da məhdudiyyətlər də. Bir-birinizə elə dəstək olun ki, sonra bir-birinizin gözlərinə baxmağa utanmayasınız. Dəyərləri vaxtında, hansısa bəla və bədbəxtlik gəlib xatırlatmamış qiymətləndirin…

Əgər vacibdirsə, bir-birinizin azadlığı və sağlamlığı üçün evdə qalın! Bütün ölkəyə və ictimaiyyətə göstərin ki, siz yalnız sevinc dostu deyil, həm də qara gün dostusunuz…


შავი დღის მეგობარი…

ავტორი: აინურა ალიევა

ამბობენ, ჭირი და ლხინი, სირთულეები, შავი დღეები იმისთვისაა, რომ კარგის, ღიმილის, სიხარულის ფასი იცოდეს ადამიანმა. ახლა მსგავს პერიოდს გავდივართ, არამხოლოდ ჩვენ, არამედ – მთელი მსოფლიო. ძალიან დაძაბული სიტუაციაა –  სახლიდან არ გახვიდე, ყველგან ყველაფერი ჩაკეტილია და ამას ემატება შიშის გრძნობაც: ყველა ცდილობს, თავი დაიცვას ვირუსისგან…

ერთი მხრივ, კორონავირუსმა ზოგი ღირებულებების შეფასება გვასწავლა. აქამდე რა კარგი იყო არა? -სადაც გვინდოდა, როცა გვინდოდა, მივდიოდით-მოვდიოდით, რაც გვინდოდა, ყოველ ნაბიჯზე შევიდოდით მაღაზიაში და ვყიდულობდით, სამსახურში დავდიოდით, მეგობრებს ვნახულობდით და ათასი რამ. მაგრამ ვაფასებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენთვის მინიჭებულ ამ შესაძლებლობებს? ჩვენთვის არაფერი იყო სახლიდან გარეთ გასვლა, თავისუფლად სიარული. ამას ვთვლიდით ჩვეულებრივი ცხოვრების წესად. მაგრამ დღეს შეზღუდულები რომ ვართ ბევრ რამეში და ხედავთ, თურმე ღმერთმა რამდენი რამ გვაჩუქა და ჩვენ, ადამიანები, ვართ ხოლმე უმადურები.

თავისუფლება და ჯანმრთელობა არის ყველაზე უმაღლესი საჩუქარი ღმერთისა. რამდენი უხდის ღმერთს მადლობას იმისთვის, რომ დილით თავისფლად და ჯანმრთელად დგება, გადის სახლიდან და ბევრ რამეს აკეთებს. ძალიან ცოტა!

ხანდახან, მოვლენებს სხვა კუთხით თუ შევხედავთ და შევაფასებთ, კარგია. არაფერი ხდება მიზეზს გარეშე, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ესეც ალბათ ერთ-ერთი მათგანია. ძალიან ადვილია სიხარულში და ქეიფში ერთმანეთის გვერდით ყოფნა და ცხოვრება. აბა თუ შეძლებს, ყველა ჭირში და შავ დღეში დარჩეს ისე, როგორც იყო სიხარულში. ვერა, ვერ შეძლებს. შავი დღე, სირთულე არის იმის გამოცდა, თუ ვინ, როგორ, რანაირად, რამდენად გაფასებს და მხარს გიჭერს. ბრაზი, ნერვები ისეთი რამეა, ყველა ეგრევე თავის ნამდვილ სახეს აჩვენებს. ამიტომ, შეაფასეთ ცხოვრების ნებისმიერი წუთი და წამი რაც ღმერთმა გაჩუქათ და მადლობის გადახდის, მხარდაჭერის უნარი გქონდეთ. ხედავთ, შეიძლება დადგეს ისეთი დღეები, რომ თავისუფლებაც შეიზღუდოს და გარეთ გასვლაც. ამიტომ, ერთმანეთის ლანძღვის, გინების, შეურაცხყოფის მაგივრად, შეეცადეთ, გაერთიანდეთ და გაუძლოთ სირთულეებს. ისევე იყავით შავი დღის მეგობარი, როგორც -სიხარულის. ერთ დღეს, დამთავრდება კორონაც და შეზღუდვებიც. ისე დაუდექით ერთმანეთის გვერდში, რომ შემდეგ ერთმანეთის თვალებში ყურების არ გრცხენოდეთ. შევაფასოთ ღირებულებები დროზე, სანამ რამე ჭირი და უბედურება მოვა და ამას შეგვახსენებს…

თუ საჭიროა, დარჩით სახლში ერთმანეთის თავისუფლების და ჯანმრთელობისთვის! აჩვენეთ მთელ ქვეყანას და საზოგადოებას, რომ თქვენ ხართ არამხოლოდ სიხარულის, არამედ – შავი დღის მეგობარიც…