Blog-lar

Cinsi həzz

Müəllif: Anonim

Bir neçə gün əvvəl qadının cinsi həzz alması, bədənini tanıması, cinsi yolla keçən xəstəliklər haqqında bir seminarda iştirak etdim, dinlədikcə ağlımnan tək bir sual keçirdi mən bunları daha öncə niyə öyrənməmişəm, niyə maraqlanmamışam.

İllərdir interet istifadə edirəm, istənilən mövzü haqqında ətraflı məlumat əldə edə bilərəm. Amma bir qadın olaraq öz bədənimi tanımaq, necə zövq almalı olduğum haqqında heç bir məlumatım yoxdur. Görünür nə qədər tabuları qırmağa çalışsaqda, bəzi tabuları aşa bilmirik.

Bakirəlik sembolu olaraq qızın belinə qırmızı lent bağlanan, bakirə olmazsa geri qaytarılan bir cəmiyyətin yetişdirdiyi fərd olaraq cinsi həzz almaq haqqında fikirləşməməyimiz normaldır. Bilirik ki gələcəyimiz iki ayağımızın arasındadır və həmişə “onu” qorumalıyıq, düzdür qorumamaq ki bir seçimimizdə var amma bunun nətyicələri ağır olar.

Bilmirəm məqsədli idi ya təsadüfi uşaqlıqdan bəri bakirə olmadığı üçün kənddə rüsvay edilən, evdə hamilə qaldığı üçün öldürülən, özünü öldürən qızların hekayələrini eşidərək böyümüşəm. Oğlan uşaqlarının cinsi orqanıyla fəxr edildiyi, onun cinsi orqanında əti kəsilərkən (sünnət), toya bərabər mərasim keçirilir, ətrafıdakı kişilər daim ona cinsi əlaqəylə bağlı məlumat verir, səhv və ya doğru bizəysə yalnız evlənənədək bakirəliyi qorumaq öyrədilir. Burada söhbət əlbəttə evlənmədən cinsi əlaqəyə girməkdən getmir, yuxarıda da qeyd etdiyim kimibunun nəticələri ağır ola bilər. Cinsi əlaqəyə evləndikdən sonra başlayan düzgün məlumatları olmadıqları, çəkindikləri üçün heç vaxt həzz almayan qadınların sayı çoxdur. Təsəvvür edin bir yaşa kimi sizə deyirlər cinsi əlaqə pisdir, bakirəliyi qorumaq lazımdır amma birdən toy-əyləncəylə sənə cinsi əlaqəyə girməyə icazə verilir hətta bu ərinə qarşı məsuliyyətin halına gəlir. Yəni nəticə olaraq fikir polisi bu məlumatı öyrəndiyimiz üçün bizi cəzalandırmır və ya məlumatı əlçatmaz eləmir amma başqa bir şey bizim o məlumatları almağımıza mane olur.

————————-

სექსუალური სიამოვნება

ავტორი: ანონიმი

რამდენიმე დღის წინ ტრეინინგს დავესწარი, სადაც ქალების სექსუალურ სიამოვნებაზე, საკუთარი სხეულის აღმოჩენასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე იყო საუბარი.

როცა ახალ ინფორმაციის ვიღებდი, თავში ერთი კითხვა მიტრიალებდა: ეს ყველაფერი აქამდე რატომ არ ვიცოდი, ან რატომ არ დავინტერესდი? წლებია, ინტერნეტს ვიყენებ, ნებისმიერი საკითხის შესახებ ინფორმაციის მიღება შემიძლია, მაგრამ რატომღაც არ მაქვს ინფორმაცია საკუთარი სხეულის და სექსუალური სიამოვნების შესახებ. შემდეგ გამახსედა, რომ მე იმ საზოგადოებაში ვარ გაზრდილი, სადაც ქალწულობის სიმბოლოდ ქორწილში გოგონებს წელზე წითელ ლენტს უკეთებენ, და თუ არ არის ქალწული, მაშინ, დიდი ალბათობით მამის სახლში ბრუნდება, თან ყველა იგებს ამ ამბავს.

ამ პირობებში სექსუალურ სიამოვნებაზე როგორ უნდა ვიფიქრო? მშვენირად ვიცით, რომ ჩვენი ბედი ორ ფეხს შუა ადგილზე არის დამოკიდებული და „ის“ უნდა დავიცვათ. მართალია, გვაქვს არჩევანი, რომ არ დავიცვათ, მაგრამ ამას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

არ ვიცი, შემთხვევითია თუ მიზანმიმართული, რომ ბავშვობაში სულ მესმოდა ისეთი გოგოების ამბავი, ვინც ქორწინების პირველ ღამეს ქალიშვილი არ აღმოჩნდა და სახალხოდ სამარცხვინოდ მამის სახლში დააბრუნეს, ქორწინების გარეშე დაორსულობისთვის მოკლეს, ან თავი მოიკლა. შეიძლება, ამ ქალების ამბავმა ჩემზე იმოქმედა, გულთან ახლოს მივიტანე, – ამიტომაც მახსოვდა. როცა ბიჭის სასქესო ორგანოდან კანის მოშორებაზე (წინადაცვეთა), ქორწილის ტოლი სუფრა იშლება, მას გარშემომყოფი კაცები სექსუალობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან (დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია), ჩვენ კი ქალწულობის დაცვას გვასწავლიან. რა თქმა უნდა, საუბარი ქორწინებამდე სექსზე არ არის. როგორც აღვნიშნე, ეს ჩვენს საზოგადოებაში საშიშია გოგონებისთვის. მაგრამ, ძალიან ბევრია ისეთი ქალი, რომელიც ქორწინების შემდეგ იწყებს სექსუალურ ცხოვრებას, მაგრამ ვინაიდან სწორი ინფორმცია არ აქვს და რცხვენია, ამიტომ სიამოვნებასაც ვერ იღებს. წარმოიდგინეთ: გარკვეულ ასაკამდე სექსი არის ცუდი, უნდა დაიცვა ქალიშვილობა, მაგრამ უცებ ცერემონიით ამის უფლებას გაძლევენ, უფრო სწორედ, ეს უკვე შენი „მოვალეობა“ ხდება. შედეგად, აზრის პოლიცია შენ არ დაგსჯის რაიმე ინფორმაციის მიღებისთვის ან ინფორმაციას ხელმიუწვდომელს არ ქმნის, მაგრამ არის რაღაც, რაც შენ ხელს გიშლის ან ინფორმაციის მიღებაში.