Blog-lar

Günümüzdə “sevgililik” reallığı

Müəllif: Könül Bayramova

Ətrafımdaki “sevgililərə” fikir vermişəm. Həqiqətən sevgililiyin necə olduğunu, sevginin nə olduğunu bilməyən insan çoxdur. Ya da bildiyini düşünənlər deyək. Mənim fikrimcə, iki insan bir-birini tanıyar, bir-birlərinin arzularını, planlarını, xəyallarını dinləyər, o insanla ortaq cəhətlərini görər… Yalnız bunlardan sonra gələcəkdə də bərabər olmaq istəyib-istəmədiklərinə, bir-birlərinə uyğun olub-olmadıqlarına qərar verib, ona görə addım atarlar. Bu isə vaxt tələb edir. Bəziləri kimi bir-iki gündə sevgili olunmaz yəni. Əsasən ətrafımızda ki, sevgililərdə sevgidən çox qıza qarşı təzyiq, qadağalar var. Əziz qızlar oğlanın sizi qısqanmağı, bütün sosial şəbəkələrinizin şifrəsini bilməsi, followunuzdaki oğlanları çıxartdırması, geyiminizə qarışması, bir yerə gedərkən ondan icazə almanız… Bir düşünün Bunlar sevgidirmi? Həqiqətən də bunu sevgi əlaməti kimi görənlər var? Bu, sağlam sevgi deyil! Sevgililik buna demirlər! Bunlar sadəcə hörmətsizlikdir. Sizə qarşı bir təhqirdir. Bunlara qarşı səssiz qalan, hətta belə davranışları sevən, sevgi sanan insanlar, sadəcə olaraq boyunlarına tasma taxıb, ipini “sevgilisi” adlandırdığı insana verər. Sevgililik belə olmur, dostlar!

Qarşınızdakindən yeni şeylər öyrənmirsinizsə, bir-birinizə bir şeylər qatmırsınizsa, bir-birinizə hörmət etmirsinizsə və belə axmaqca qadağalar qoyub, adına da “sevgi” deyirsinizsə.. bunu sadəcə ağılsızlıq adlandırıram mən. Məgər bu sevgililik azadlığınızı qısıtlamaq üçündür? Sadəcə sevirsiz deyə qarşınızdakinin etdiklərini görməmizlikdən gəlməməlisiz. Qarşındakina güvənmək, inanmaq və dəyər vermək lazımdır. Hətta bunlar sevgidən əvvəl gəlməlidir. Ancaq hərşeydən əvvəl, hərbir insan qürurlu olmalıdır. Özünə hörmət etməli və dəyərini anlamalıdır. Özünüzə dəyər verməsəniz, sevməsəniz, başqasına necə dəyər verib, onu sevə bilərsiz axı? Biz öz dəyərimizi biləndə qarşımızdaki da bizə belə şərtlər qoymaz, hörmət edər.

Dünyada bədbəxtliyə, qətlə uğrayan minlərcə qadın var. Çoxu da sevdiklərini düşündükləri, amma bir vaxt sonra tanımadıqlarını düşünüb ayrıldıqları insanlar tərəfindən öz partnyorları tərəfindən qətlə yetirilir. Bax ona görə deyirəm, biri ilə sevgili olmadan, bir yola girmədən əvvəl, onu sevdiyinizdən və onun sizi həqiqətən sevdiyindən,hörmət etdiyindən, sizə dəyər verdiyindən əmin olun. Dəyərləriniziç qadınlığını və gücünüzü bilin, sonra isə bunu ətrafınızdakılar ilə bölüşün.

———————————————————–

„შეყვარებულობის“ რეალობა დღევანდელობაში

ავტორი: კიონულ ბაირამოვა

ვაკვიდები ჩემ გარშემო არსებულ შეყვარებულებს. ნამდვილად ბევრია ისეთი, ვისაც არ ესმის, თუ რა არის სიყვარული და შეყვარებულობა. ჩემი აზრით, ადამიანებმა ერთმანეთს უნდა გააცნონ თავიანთი გეგმები, ოცნებები, სურვილები, ერთმანეთს უნდა უსმენდნენ, ერთურთის საერთო თვისებები უნდა დაინახონ. მხოლოდ ამის მერე უნდა დაადგინონ, უნდათ თუ არა მომავალში ერთად ყოფნა, და მერე უნდა გადადგან ნაბიჯი.

ეს ყველაფერი დროს საჭიროებს. როგორც ჩვენ გარშემო ხდება, ორ დღეში შეყვარებულები რომ ხდებიან, ასე არ უნდა იყოს. ზოგადად, ჩემ გარშემო რასაც ვაკვირდები, ყველაფერი ამ ზემოთ ჩამოთვლილის არასწორი მიმდინარეობის გამო, შეყვარებულობაზე მეტად ეს პროცესი გოგოზე ზეწოლითა და აკრძალვებითაა შემოფარგლული.

ძვირფასო გოგოებო, ბიჭის მხრიდან ეჭვიანობა,  სოციალური ქსელების პაროლების ცოდნა, ფოლოვერებს შორის არსებული ბიჭების წაშლა, ჩაცმულობაში ჩარევა, სადმე წასვლისას მისგან ნებართვის თხოვნა… ერთი დაფიქრდით, – ეს ყველაფერი სიყვარულია?! როგორ თვლით ამას სიყვარულის მაჩვენებლად, ეს არაა ჯანსაღი სიყვარული! ეს არ არის შეყვარებულობა. ეს არის დამცირება თქვენ მიმართ. ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე ჩუმად არიან და ისინი, რომლებსაც ეს მოსწონთ და ფიქრობენ, რომ ეს სიყვარულია, უბრალოდ კისერზე ატარებენ საბელს და თოკს აძლევენ კაცს, რომელსაც თავის “შეყვარებულს” უწოდებენ. ეს სიყვარული ვერ იქნება, მეგობრებო!

იმ ადამიანისგან თუ არ ვსწავლობთ ახალს, ერთმანეთს თუ არ ვიძენთ რაღაცებს, თუ არ ვცემთ პატივს, ასე სულელურ აკრძალვებს თუ ვემორჩილებით და ამას კიდევ სიყვარულს ვუწოდებთ… ჩემი აზრით, ეს სიბრიყვეა. რა, შეყვარებულობა თავისუფლების აღკვეთაა? მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, იმის გამო, რომ გიყვართ, ამ ყველაფერზე თვალებს ხუჭავთ. არადა, წესით, უნდა ენდო ამ ადამიანს, უნდა გჯეროდეს მისი და დააფასო. იცოდეთ,  თუ საკუთარ თავს არ დააფასებ, არც შენ წინაშე მყოფი დაგაფასებს.

მსოფლიოში ბევრი ქალია, ვისაც უბედურება დაემართა, ბევრი ქალია მოკლული. მათ შორის უამრავია საკუთარი პარტნიორის მიერ მოკლული და დასახიჩრებული, – დასაწყისში რომ იფიქრა, რომ უყვარდა და მერე ნახა, თურმე არც იცნობდა ადამიანს… აი ზუსტად იმ ადამიანების, პარტნიორების მხრიდან. ამიტომაც ვამბობ იმთავითვე: სანამ გზაზე დადგებით, გაიგეთ, გცემთ თუ არა პატივს, უყვარხართ თუ არა ნამდვილად, გაფასებთ თუ არა. იცოდეთ თქვენი ფასეულობები, ქალურობა და სიძლიერე. მერე ეს ყველაფერი გარშემო მყოფებს გაუზიარეთ.