Blog-lar

Qadınlar əmlak hüququ üçün

Tea Kaulaşvili, Hüquqşünas, Hüquqi Yardım Xidmətinin Tiflis Bürosu.
Gürcüstan qanunları cinsiyyətə görə əmlak əldə etmək məsələsini müəyyən etmir, amma reallıq tamam başqadır. Praktikada vəziyyət nə yerdədir?
Bəli, bizim qanunvericiliyimiz əslində cinsiyyət zəmində ayrı-seçkilik yaratmasa da, praktikada qadınlara və kişilərə fərqli yanaşılır. Bu gün vəziyyət yaxın keçmişə nisbətən yaxşıdır, lakin problem hələ də çoxdur. Əsasən, məsələ yenə mülklə ər-arvad arasında əmlak bölgüsündən gedir. Ölkənin bəzi yerlərində hələ də daşınmaz əmlakın ancaq oğul övlada miras qalmalı olduğuna inanılır. Ər-arvadın şərikli mülkiyyəti ümumiyyətlə nəzərə alınmır və qanunla arvadın tam ortaq mülkiyyətçi olmasına baxmayaraq, ərin dövlət reyestrində mülkiyyətçi kimi qeydiyyata alınması və s.
Rəsmi məlumatlara görə, Gürcüstanın demək olar ki, bütün regionlarında qadınlar dövlət reyestrində qeydə alınan əmlaka görə kişilərdən geri qalırlar. Sizcə, göstəricilərin balanssızlığını nə müəyyənləşdirir?
Bölgələrə nəzər salsaq görərik ki, problemli ərazilər ya dağlıq rayonlardır, ya kənd təsərrüfatı ilə zəngin rayonlar, ya da etnik azlıqların məskunlaşdığı rayonlardır. Biz, əsasən, adət-ənənənin bərqərar etdiyi ziyanlı mülkiyyət kişinin adına qeydiyyata alınmalı, miras ancaq kişiyə keçməlidir fikiri ilə mübarizə aparırıq.
Daşınmaz əmlakı olmayan qadınlar hansı maneələrlə üzləşirlər? Təcrübənizə əsaslanaraq, hansı işlərə diqqət yetirərdiniz?
Daşınmaz əmlakı olmayan qadın küçədə qalmamaq üçün çoxlu güzəştlərə getməli olur. Boşanma zamanı qadının azyaşlı uşağı ilə sığınacaqsız qalması hallarına tez-tez rast gəlinir ki, vaxtı zamanında valideynlər ailə əmlakını ancaq oğlun övlada keçiriblər.
Qadınların daşınmaz əmlaka sahib olması nə üçün vacibdir və bu hüquqa etinasız yanaşmağın nəticələri nələrdir? Qadınlara hansı tövsiyələri verərdiniz?
Qadınlar daşınmaz əmlaka sahib olmaq hüququnun bərabər olduğunu xatırlamalıdırlar. Valideynlər dərk etməlidirlər ki, uşaq istər kişi, istərsə də qadın övladdır. Ər-arvadın ortaq mülkiyyətçi kimi bərqərar olması və mübahisə zamanı nikah zamanı əldə edilmiş əmlakın bərabər bölünməli olduğunu bilinməsi vacibdir.
Mövcud problemlərin həlli kimin üzərinə düşür və problemin həlli yollarını necə təsəvvür edirsiniz? Qanunvericiliyə dəyişikliklərə nə dərəcədə ehtiyac görürsünüz?
Məsuliyyətin böyük hissəsi dövlətin üzərinə düşür. Düzdür, qanunda ayrı-seçkilik olduğunu deyə bilmərik, amma insanlar öz hüquqlarını bilmirlər. Kiçik yaşlardan hüquqi özünüdərkin öyrədilməsi lazımdır. Belə məsələlər məktəbdə öyrədilməlidir. Vətəndaşlara öz hüquqları haqqında daha çox məlumat verilməlidir. Ən azından o, ölkədə pulsuz hüquq xidmətinin olduğunu bilməlidir və hər hansı mühüm qərar qəbul etməzdən əvvəl hüquqi məsləhət ala bilər.
“People in Need” beynəlxalq təşkilatının və Aİ-Çexiya İnkişaf Agentliyinin “Vətəndaş Cəmiyyəti Aktorları Cənubi Qafqazda və Moldovada Dəyişikliklərin Təşəbbüskarları kimi” layihəsinin dəstəyi ilə “Freya” təşkilatı “Qadınlar əmlak hüququ üçün” adlı kampaniya çərçivəsində silsilə məqalələr hazırlamışdır. Məqalənin məzmununa görə, yalnız “Freya” məsuliyyət daşıyır və məzmun donorun fikirlərini əks etdirməyə bilər.
თეა ყაულაშვილი, ადვოკატი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიურო.
საქართველოს კანონმდებლობით ქონების მიღების საკითხი სქესის ნიშნით არ განისაზღვრება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. რა სიტუაცია გვაქვს პრაქტიკაში?
დიახ, ჩვენი კანონმდებლობა სქესის ნიშნით დისკრიმინაციული ნამდვილად არ არის თუმცა, პრაქტიკაში ქალსა და მამაკაცთან მიდგომა განსხვავებულია. დღესდღეობით, მდგომარეობა უკეთესია ვიდრე ახლო წარსულში, მაგრამ პრობლემა მაინც ბევრია. ძირითადად, საკითხი ისევ სამკვიდრო და ცოლ-ქმარს შორის ქონების განაწილებას ეხება. ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში დღემდეა დამკვიდრებული შეხედულება, რომ უძრავი ქონება მემკვიდრეობით ვაჟს უნდა გადაეცეს. მეუღლეთა თანასაკუთრებას საერთოდ არ განიხილავენ და ითვლება, რომ საჯარო რეესტრში მესაკუთრედ ქმარი უნდა დაფიქსირდეს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ცოლი სრულუფლებიანი თანამესაკუთრეა და ა.შ.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ქალები თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონების მაჩვენებლით. როგორ ფიქრობთ, რა განსაზღვრავს მონაცემთა დისბალანსს?
რეგიონებს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ პრობლემური არეალები ან მაღალმთიანი რეგიონებია, ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებით მდიდარი რეგიონები, ან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები. საქმე ძირითადად გვაქვს ტრადიციით დამკვიდრებულ მანკიერ შეხედულებასთან, რომ ქონება რეგისტრირებული უნდა იყოს კაცზე და მემკვიდრეობაც კაცზე უნდა გადავიდეს..
რა სახის ბარიერებს აწყდებიან ქალები, რომლებიც არ ფლობენ უძრავ ქონებას? თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა სახის ქეისებზე გაამახვილებთ ყურადღებას?
ქალს, რომელიც არ ფლობს უძრავ ქონებას, ბევრ დათმობაზე უწევს წასვლა, რათა ქუჩაში არ დარჩეს. ხშირია შემთხვევები, როცა განქორწინებისას ქალი არასრულწლოვან შვილთან ერთად თავშესაფრის გარეშე რჩება იმის გამო, რომ თავის დროზე მშობლებმა მხოლოდ ვაჟს გადასცეს ოჯახის ქონება.
რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ქალები ფლობდნენ უძრავ ქონებას და რა შედეგებამდე მივყავართ ამ უფლების უგულებელყოფას? რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალებს?
ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ, რომ თანაბრად უფლებამოსილნი არიან ფლობდნენ უძრავ ქონებას. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შვილი შვილია კაცი იქნება თუ ქალი. მეუღლეები მნიშვნელოვანია დაფიქსირდნენ ერთად, როგორც თანამესაკუთრეები, და იცოდნენ, რომ დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება თანაბრად იყოფა.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა არსებული პრობლემების მოგვარებაზე და როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის გადაჭრის გზები? რამდენად ხედავთ საკანონმდებლო ცვლილების საჭიროებას?
პასუხისმგებლობის დიდი წილი სახელმწიფოზე მოდის.მართალია, კანონს ვერ ვუწოდებთ დისკრიმინაციულს, მაგრამ ხალხმა არ იცის საკუთარი უფლებები. აუცილებელია სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლება მცირე ასაკიდან უნდა დავიწყოთ. სკოლაში უნდა ისწავლებოდეს ასეთი საკითხები. მოქალაქეებს უნდა მიეცეს მეტი ცოდნა თავიანთ უფლებებზე. მინიმუმ, ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებობს უფასო სამართლებრივი სერვისი და შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაცია გაიარონ სანამ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„კავშირი ფრეიას” კამპანიის “ქალები საკუთრების უფლებისთვის“ ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფიფლ ინ ნიდ”-ის მხარდაჭერითა და ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, როგორც ცვლილების ინიციატორები სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში“ ფარგლებში, მომზადდა სტატიების სერია. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორის შეხედულებებს.