İş qadınların məhsuldarlığını, sosial nüfuzunu və özünə inamını artırarkən, ən əsası isə onlara iqtisadi azadlıq təmin edərkən, ənənəvi dəyərlərə əsaslanan münasibətləri qoruyub saxlamaq qadınlarda müxtəlif problemlər yaradır. Məsələn, bir çox hallarda ailədə qız övladı dünyaya gələndə onun gələcək evdar qadın, ana kimi tərbiyə olunması bu şəxsin gələcəkdə kimdənsə iqtisadi asılı vəziyyətə düşməsinə zəmin yaradır.
Cəmiyyətdə öz gəliri olmayan, evdar qadın olanlar da az deyil. Həyat yoldaşları bəzi hallarda iş görmədiklərinə və bütün günü evdə oturduqlarına görə onları özgənin malını yeyen adlandırırlar. Əgər nikah uğursuz olarsa və bu, boşanmaya səbəb olarsa, həyat yoldaşları üçün mal bölüşdürməkdən imtina edirlər, çünki birlikdə yaşadıqları müddətdə o, ailəyə maddi gəlir gətirməmişdir. Təbii ki, bu, onların prizmasından belədir, amma əslində qadınlar yemək bişirir, uşaqlara, qocalara, əlil ailə üzvlərinə baxır, evi təmizləyir və buna kişilərdən üç dəfə çox vaxt sərf edirlər.Bu ödənişsiz ev işidir.
Bu cür iş insanlar üçün təhlükəsiz, təhlükəsiz mühit yaradır. Beynəlxalq Əmək Təşkilatının siyasət üzrə mütəxəssisi Laura Adat yazır: “Əgər bu əmək saatlıq minimum əmək haqqı əsasında qiymətləndirilsəydi, bu, qlobal ÜDM-in 9 faizi və ya 11 trilyon dollar olardı”. Ev əməyinin tanınmaması hansı problem yaradır?
Ev əməyinin düzgün qiymətləndirilməsi üçün ilk növbədə onun tanınması lazımdır. Ev işi, qayğıkeş iş ümumiyyətlə qadınların seçimi deyil, qadının həyatında erkən yaşlarından vəzifə kimi görünür və vaxtının çox böyük hissəsini tutur. Ödənişsiz iş qadınlar üçün həm qısamüddətli, həm də uzunmüddətli nəticələrə səbəb ola bilər. Belə iş qadınların təhsilə can atmasına, haqqı ödənilən işlərdə iştirakına, asudə vaxtının və ictimai həyatına mane olur.
Qadınlara ən çox iqtisadi azadlıq lazımdır, amma cəmiyyət onlara süni maneələr yaradır, əvvəl onlara təhsil almaq imkanı vermir, sonra işə düzələndə isə iş verən qadını evliolub olmamağına uşaqlarının olub-olmadığınavə gələcəkdə uşaq planlayıb-panlamamına görə dəyərləndirir. Əgər qadın hamilədirsə onun işə götürülmək şansı sıfıra yaxındır. Əmək bazarında işləyən qadın və kişilərin orta əmək haqqı arasında böyük fərq var bunun səbəbi isə qadınların daha çox qazanmaq üçün kifayət qədər vaxtının olmamasıdır.Onların məişət məsuliyyətlərini də əlavə etsək, çox vaxt onların sadəcə pul qazanmaq üçün işləməkdən daha çox işi olur.
Qadınların iqtisadi azadlığa malik olması onların yalnız pul qazanması demək deyil. Qadının iqtisadi azadlığı onu bir addım da irəli aparır və hər mənada gücləndirir. İqtisadi azadlığı olan qadının hansısa ailə üzvünün puluna ehtiyacı yoxdur və ailə üzvü ona iqtisadi təzyiq göstərə bilməz ki, bu da maliyyə zorakılığı adlanır. İqtisadi azadlığını əlində saxlayan qadın cəmiyyət tərəfindən digər qadınlardan qat-qat çox dəyərləndirilir və hörmət edilir. İqtisadi azadlıq qadınların çətin anlarının xilaskarı olmaqla yanaşı, həm də həyat keyfiyyətini yaxşılaşdıran şərtdir, ona görə də biz cəmiyyətin bütün üzvləri iqtisadi müstəqillik uğrunda qadınları dəstəkləməyə borcluyuq.
Gizbəs İsgəndərova
——————
ქალების ეკონომიკური თავისუფლება
დასაქმება ზრდის ქალის პროდუქტიულობას, სოციალურ მობილობას, თავდაჯერებულობას და რაც მთავარია, უზრუნველყოფს მის ეკონომიკურ თავისუფლებას. ტრადიციულ ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულების შენარჩუნება ქალებს სხვადასხვა პრობლემას უქმნის. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში, ოჯახში გოგო რომ იბადება, მას ზრდიან, როგორც მომავალ დიასახლისს და დედას. სწორედ ეს ქმნის ნიადაგს, რომ იგი მომავალში გახდება ეკონომიკურად ვინმეზე დამოკიდებული – თავის მამაზე, ძმაზე ან და მეუღლეზე.
საზოგადოებაში ბევრი ქალია, რომელსაც საკუთარი შემოსავალი არ აქვს და დიასახლისია. მეუღლეები ზოგჯერ მათ მუქთახორებს ეძახიან, რადგან ისინი არ მუშაობენ ოფიციალურად და მთელი დღე სახლში სხედან. თუ ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდება და საქმე განქორწინებამდე მიდის, კაცები ცოლებისთვის ქონების გაყოფაზე უარს ამბობენ, რადგან თანაცხოვრების მანძილზე მას ოჯახში ფინანსური შემოსავალი არ მოუტანია. ეს, რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, სინამდვილეში კი ქალები ამზადებენ საჭმელს, უვლიან ბავშვებს, მოხუცებს, შეუძლოდ მყოფ ოჯახის წევრებს, ალაგებენ სახლს და ამაში ისინი სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები სამსახურში.
“ეს აუნაზღაურებელი საშინაო შრომაა. მსგავსი ტიპის შრომა ადამიანებისთვის დაცულ, უსაფრთხო გარემოს ქმნის. „ეს შრომა რომ შეფასებულიყო საათობრივი მინიმალური ხელფასის საფუძველზე, გლობალური მშპ-ს 9 პროცენტი იქნებოდა, რაც 11 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, – წერს ლაურა ადატი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პოლიტიკის სპეციალისტი.
რა პრობლემას ქმნის საშინაო შრომის არაღიარება?
საშინაო შრომა რომ სწორად შეფასდეს, უპირველესად, ის უნდა იყოს აღიარებული. საშინაო, ზრუნვითი შრომა ძირითადად არ არის ქალების არჩევანი, ის ადრეული ასაკიდან ჩნდება ქალის ცხოვრებაში, როგორც მოვალეობა და მისი დროის ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. აუნაზღაურებელ შრომას როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქალებისთვის. მსგავსი შრომა აფერხებს ქალის სწრაფვას განათლებისადმი, ანაზღაურებად შრომაში ჩართვას, დასვენებასა და სოციალურ ცხოვრებას.
ქალებს ცხოვრებაში ყველაზე მეტად სჭირდებათ ეკონომიკური თავისუფლება, საზოგადოება კი მათ ხელოვნურ ბარიერებს უქმნის: ჯერ ერთი, განათლების მიღების საშულება აქვთ შეზღუდული, ხოლო თუ აქვთ განათლება, სამსახურში მიღებისას, დამსაქმებელი იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, არის თუ არა დაოჯახებული, ჰყავს თუ არა შვილები, მომავალში აპირებს თუ არა შვილის გაჩენას ან თუ ორსულია, სამსახურში მისი მიღების ალბათობა თითქმის ნულის ტოლია. შრომის ბაზარზე დასაქმებული ქალებისა და კაცების საშუალო ხელფასებს შორის უდიდესი განსხვავება, რადგან ქალებს არ აქვთ საკმარისი დრო მეტი შემოსავლისთვის. თუ ამას დავამატებთ მათ საშინაო პასუხისმგებლობებს, მათ ხშირად უფრო მეტი სამუშაო აქვთ, ვიდრე სამსახურში შრომაა.
ის, რომ ქალებს აქვთ ეკონომიკური თავისუფლება, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ ფულს შოულობენ. ქალების ეკონომიკური თავისუფლება მათ ერთი ნაბიჯით წინ სწევს და ყველა გაგებით აძლიერებს. ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქალს არ სჭირდება რომელიმე ოჯახის წევრის ფული და ოჯახის წევრი მასზე ეკონომიკურ ზეწოლას ვერ ახორციელებს, რასაც ფინანსური ძალადობა ჰქვია. ქალს, რომელიც ეკონომიკურად თავისუფალია, გაცილებით მეტად აფასებს და პატივს სცემს საზოგადოება, ვიდრე სხვა ქალებს. ეკონომიკური თავისუფლება ქალებისთვის არის მხსნელი მძიმე პერიოდში. იგი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხსაც. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოების ყველა წევრი, ვალდებულები ვართ, ქალებს ხელი შევუწყოთ ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
გიზბეს ისკანდაროვა