İctimaiyyət

Marneulili xeyriyyəçi qadının uğur hekayəsi

📌Marneulili Minurə Mustafayeva, “Ümid” Yardım Fondu-nun qurucusu və rəhbəridir. O, artıq 3 ildən ildir ki, könüllü dəstəkçilərlə birlikdə Gürcüstanda yaşayan sosyal olaraq az təminatlı ailələrə və fərdlərə yardımlar edir və onların maddi baxımdan problemlərini həll etməkdə yardımçı olur.
✅Minurənin sözlərinə görə fond yarandığı gündən yüzlərlə müxtəlif xəstəliklərdən əziyyət çəkən insanlara, kimsəsiz uşaqlara, sosyal olaraq az təminatlı ailələrə könüllü dəstəkçilərlə müxtəlif yardımlar göstərir.
🖇“Qeyd edim ki, kKönüllü dəstəkçilərlə birlikdə ölkəmizin bir sıra şəhər və kəndlərində yaşayan aztəminatlı ailələrə, kimsəsiz uşaqlara və qocalara, dərmana ehtiyacı olan insanlara, müxtəlif ağır xəstəliklərdən əziyyət çəkən insanlara, kimsəsiz tələbə və şagirdlərə sosial şəbəkələrdə paylaşım edərək, maddi dəstək toplayır və yardımlar edirik”-deyir Minurə.
📌Bundan əlavə, Minurə qeyd edir ki, fondun əsas fəaliyyətlərindən biri də təhsilə dəstək yardımalarıdır. Umut fondunun yardımı ilə bu günə kimi bir çox tələbə və şagirdə ehtiyac duyduğu ləvazimatlar, təhsilinin haqqının ödənilməsində dəstək kimi müxtəlif maddi yardımlar edilib.
✅Ümid Fondunun fəaliyyəti 2022-ci ildə ölkə xaricində də baş tutub. Ən miqyaslı yardım aksiyalarından biri də məhs Afrikada baş tutub. Fondun təşəbbüsü ilə təşkil olunan yardım aksiyasında toplanan məbləğlə Afrikada, Kamerunda su xətti çəkilib və su quyusu quraşdırılıb.
🖇“Afrikalı bir gəncdən mesaj aldıq və bundan sonra aksiya elan etdik və işlərə start verdik. Su quyusu ilə əlaqəli araşdırma etdim və Gürcüstanda yaşayan Azerbaycanlılar adına Afrikada kamerunda “Borçalı” adlı su quyusu qurulmasına qərar verdim. Sosial şəbəkələrdə paylaşım etdim 10günə quyunun quraşdırılması üçün tələb olunan məbləğ xeyiriyyəçi insanların vasitəsi ilə toplayaraq, Afrikaya göndərdim. Beləliklə Kamerunda su quyusu tikildi. ”- deyir Minurə.
✅Maraqlanan şəxslər fonda üzv olub ehtiyaclı ailələrə, gənclərə yardım və yardımların çatdırılması prosesində iştirak edə bilərlər. Fondun fəaliyyəti üçün köçürülən ən cüzi bir məbləğ belə ehtiyaclı insanlara dəstəkdir.
‼Ümid Fondunun fəaliyyətini dəstəkləmək və yardım prosesinə qoşulmaq istəyənlər fondun qurucusu və könüllü işcisi Minurə Mustafayeva ilə əlaqə saxlaya bilərlər.
📌მარნეულელი ქველმოქმედი ქალის წარმატების ისტორია
მარნეულელი მინურა მუსტაფაევა საქველმოქმედო ფონდი „იმედის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. უკვე სამი წელია, მინურა და სხვა მოხალისეები საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და პირებს მათ ფინანსური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებიან.
✅მინურას თქმით, დაარსების დღიდან, ფონდმა ასობით ადამიანს საქველმოქმედო დახმარება გაუწია – სხვადასხვა დაავადების მქონეებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და დაბალშემოსავლიან ოჯახებს.
🖇„მინდა აღვნიშნო, რომ მოხალისე მხარდამჭერებთან ერთად ვაგროვებთ ფინანსურ დახმარებას და ვეხმარებით დაბალშემოსავლიან ოჯახებს, მარტოხელა ბავშვებს და მოხუცებს, სხვადასხვა მძიმე დაავადებით დაავადებულებს მედიკამენტებით, ქალაქად და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებსა და სტუდენტებს“, – ამბობს მინურა.
ამასთან, მინურა აღნიშნავს, რომ ფონდის ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა განათლების ხელშეწყობაა. ფონდი „იმედის“ დახმარებით, ბევრ სტუდენტს და მოსწავლეს გადაეცა საჭირო აღჭურვილობა და ფულადი დახმარება, სწავლის საფასურის დასაფარად.
📌ფონდი „იმედის“ საქმიანობამ 2022 წელს საზღვარგარეთაც გააღწია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დახმარების ოპერაცია აფრიკაში განხორციელდა. ფონდის ინიციატივით ორგანიზებული დახმარების კამპანიის შედეგად შეგროვილი თანხით, აფრიკაში, კამერუნში მოეწყო წყალგაყვანილობა და წყლის ჭაბურღილი.
🖇„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება აფრიკელი ახალგაზრდისგან, შემდეგ გამოვაცხადეთ კამპანია და დავიწყეთ მუშაობა. ჩავატარე კვლევა წყლის ჭაზე და გადავწყვიტე, აფრიკაში ქართველი აზერბაიჯანელების სახელით, წყლის ჭაბურღილის, სახელად „ბორჩალო“, აშენება. ეს ინფორმაცია სოციალური ქსელით გავავრცელე. 10 დღის განმავლობაში, ჭაბურღილის დასამონტაჟებლად საჭირო თანხა ქველმოქმედი ადამიანების მეშვეობით შევაგროვე და გავგზავნე აფრიკაში, რის შედეგადაც კამერუნში აშენდა წყლის ჭაბურღილი“, – გვიამბობს მინურა.
✅დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გახდნენ, ფონდის წევრები და მონაწილეობა მიიღონ სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ახალგაზრდების დახმარებისა და დახმარების მიწოდების პროცესში. ფონდის საქმიანობისთვის გაღებული ყველაზე მცირე თანხაც კი, სწორედ ასეთი საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერაა.
‼ვისაც სურს, მხარი დაუჭიროს ფონდი „იმედის“ საქმიანობას და შეუერთდეს დახმარების პროცესს, შეუძლია, დაუკავშირდეს ფონდის დამფუძნებელსა და მოხალისეს მინურა მუსტაფაევას.