საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურების შემთხვევები 14 წლის წინ მოხდა, რაც გამოძიებისთვის სირთულეს წარმოადგენს, ადვოკატ მარი ვარამაშვილის მოთხოვნით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ იქნა მტკიცებულება, რომელიც პედოფილისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.
საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, პედოფილი მამა 29 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საკუთარი არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურების ფაქტზე წარედგინა.