12 მარტს საფარს მიმართა ქალმა, რომელზეც ყოფილი ქმარი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. კაცი, რომელიც ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლით სამჯერ უკვე იყო ნასამართლევი, ციხის დატოვების შემდეგ, ქალის სახლში ყოვედღიურად მიდიოდა, მისი პირადი ცხოვრების გაკონტროლებას ცდილობდა, შეურაცხყოფას ...

2023 წლის 18 თებერვალს საფარის იურისტმა აჭარაში, ნინო ირემაძემ, ხელვაჩაურის ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით სახალხო დამცველს მიმართა. ის ითხოვდა სკოლაში გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას, რადგან, სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით უკვე წლებია, რაც გოგოებს უნიფორმის – ქვედაბოლოსა და თეთრი ზედატანის ტარება ...

საფარს მომართა არასრულწლოვანმა გოგომ, რომელსაც პირი ინტიმური შინაარსის ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდა და მას სქესობრივ კავშირსა და სხვა სახის სქესობრივ ქმედებას აიძულებდა. მოძალადე 7 თებერვალს დააკავეს. უცნობმა პირმა არასრულწლოვანი გოგო სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეხვედრაზე დაითანხმა, სადაც მასთან სქესობრივი კავშირი ...

საფარის იმერეთის ოფისს დაუკავშირდა ქალი, რომელსაც ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ნახევრის მისაღებად სასამართლოსთვის მიმართვა სურდა. წყვილი 2015-2016 წლებში დაშორდა და ქალი, სამ შვილთან ერთად, საცხოვრებლად მშობლების სახლში გადავიდა. განქორწინების ოფიციალურ რეგისტრაციამდე, 2019 წელს, კაცმა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი საკუთრება თავის დას ...

საფარმა, პირველად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მომხდარი ოჯახში ძალადობის საქმეში წარმატებას მიაღწია და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული მოძალადე, 2023 წლის დეკემბერში დააკავეს.  2023 წლის ოქტომბერში, საფარს აფხაზეთში მცხოვრებმა ქალმა მიმართა, ქმარი მასზე 7 წლის განმავლობაში ძალადობდა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. საფართან დაკავშირებამდე ცოტა ...

წალკის რაიონში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალის გაუპატიურებისთვის კაცს 12 წელი მიესაჯა. საქმე დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე აღიძრა. ქალი მოძალადისგან ფეხმძიმედ იყო და მისი ვინაობა თავიდანვე დაასახელა. კაცი თავის ბრალს მთელი ამ დროის განმავლობაში უარყოფდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა, რომელმაც ...

2023 წლის 15 სექტემბერს  საფარმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით  მიმართა. საქმე ეხებოდა 22 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსთავი 2-ის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ნიუსი, სახელწოდებით – ...

საფარი რენადა ზოროღლიანს, რომელსაც ქმარი შვილებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა,  პირველად მარტში შეხვდა და სომხეთში საფარის  პარტნიორი ორგანიზაციის – “Impact Innovations Institute” ხელშეწყობით, სასამართლო პროცესის გარეშე დაეხმარა, შვილებთან ურთიერთობა, გაეახლებინა. საფარის ბენეფიციარი – რენადა ზოროღლიანი  სომხეთში თავის ქმართან და ორ ...

28 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კაცს, რომელმაც რძალი (შვილის ცოლი) მოკლა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევა 2022 წლის 11 ...

10 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გააუქმა. ორდერი მას ქმართან კომუნიკაციის უფლებას უზღუდავდა. ქალის ინტერესებს საფარის აჭარის რეგიონის იურისტი, ნინო ირემაძე იცავს. იურისტის ინფორმაციით, წყვილი განქორწინებას გეგმავს და რამდენიმე კვირაა, რაც ერთად აღარ ცხოვრობენ. თანაცხოვრების ...

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, გაუპატიურების მცდელობისთვის 24 წლის კაცს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაუპატიურების მცდელობის გარდა (მე-19; 137-ე მუხლი), კაცი დამნაშავედ ცნეს მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის ...

იმერეთში, შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. აღსანიშნავია, რომ ამ მექანიზმის გამოყენების პრაქტიკა აქამდე “საფარს” არ ჰქონია. საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორისაა, ადევნება და მუქარა. ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ...

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებისთვის 26 წლის კაცს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ 5 მაისს გამოაცხადა. დაზარალებული ქალი 24 წლისაა. მან “საფარს” დახმარებისთვის 2022 წლის აგვისტოში, შემთხვევიდან ორ კვირაში მიმართა. საქმის მასალების მიხედვით, კაცი დიდი ხნის განმავლობაში ...

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატიურებისთვის, ტაქსის მძღოლს 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 აპრილს გამოაცხადა. შემთხვევა 2022 წლის სექტემბერში მოხდა. დაზარალებული ქალი მეგობრებთან ერთად კლუბში იყო, სადაც ალკოჰოლი მიიღო. როგორც ამბობს, მშიერი იყო, რის გამოც მალე დათვრა ...

დღეს, „საფარმა“ პრესკონფერენცია გამართა, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შესახებ. „საფარმა“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზურნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით 13 აპრილს მიმართა. ჩვენი პოზიციაა, რომ ამ დაწესებულებაში არასრულწლოვნების უფლებები ირღვეოდა, ...