საფარის პროექტების ფინანსურად გაძლიერება ჩვენთვის ძალიან ღირებულია, თუმცა ჩვენი გუნდის ადამიანური რესურსი ყველა არსებულ პრობლემას ვერ გაწვდება, ამიტომ მოხალისეობრივი საქმიანობა უაღრესად ფასეულია ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფარის დახმარების იმედი აქვთ.
მეტი ადამიანის ჩართულობა = ნაკლებ მარტო დატოვებულ მსხვერპლს.
მოხალისეობრივი დახმარება მრავალი ფორმით შეგიძლია ჩვენ ორგანიზაციულ საქმიანობაში. მაგალითად, ვიდეოგადაღება, მონტაჟი, სამედიცინო მომსახურების გაწევა, ენების სწავლება, საჭირო ნივთების ჩუქება და სხვ.
საფარის მოხალისეობით გაინცობ ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენთან ერთად მიიღებ მონაწილეობას ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში და შეძლებ იმაყო შენი გაღებული სიკეთით.
გამოიყენე Paypal
გახდი მოხალისე
სახელი და გვარი:
ელ-ფოსტა:
ტელეფონი:
რა სფეროში შეძლებ დახმარებას?
მოგვიყევი შენზე
გაიცანით ჩვენი მოხალისეები
ლიკა ისტორიის მასწავლებელი და რეპეტიტორია. მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის პანსიოონის ყოფილი აღსაზრდელების შესახებ გაიგო, დაგვიკავშირდა ინიციატივით - ჩვენი ორი ბენეფიციარი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადებინა. ლიკა მათ თვეების განმავლობაში უსასყიდლოდ ამეცადინებდა.

ლიკა მელთაური
საფარის მოხალისე
ელზა სტომატოლოგია და თბილისში, მუხიანში საკუთარი სკომატოლოგიურ კაბინეტში მუშაობს. ჩვენი ბენეფიციარის საჭროების შესახებ სოციალური ქსელის პოსტით გაიგო და გადაწყვიტა მისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება გაეწია. მან პაციენტი გაუსაძლისი ტკივილისგან დაიხსნა. ელზა მზადაა მომავალშიც დაეხმაროს საფარის ბენეფიციარებს.

ელზა მოსახლიშვილი
საფარის მოხალისე
მარიამი გერმანული ენის ფილოლოგია, თუმცა, ინგლისურ ენასაც თავისუფლად ფლობს. როცა გაიგო ნინოწმინდის პანსონის ყოფილ აღსაზრდელებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება სჭირდებოდათ, დაგვიკავშირდა და დახმარება შემოგვთავაზა. ის თვეების განმავლობაში უსასყიდლოდ ამეცადინებდა ჩვენს ორ ბენეფიციარს ინგლისურ ენაში.

მარიამ დოლიძე
საფარის მოხალისე