ჩვენი გუნდი

ბაია პატარაია
აღმასრულებელი დირექტორი
საფარის აღმასრულებელი დირექტორია. ბაია წარმოადგენს საფარს სხვა ორგანიზაციების წინაშე, არის გამგეობის წევრი და ამავდროულად იკავებს იურიდიული ხელმძღვანელის პოზიციას – ზედამხედველობს სტრატეგიული საქმეების წარმოებას, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრიბუნალებთან.
მეტი
ნათია გვრიტიშვილი
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ნათია საფარის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და გამგეობის წევრია. ის უზრუნველყოფს პროექტების როგორც ადმინისტრაციულ, ისე ფინანსურ მენეჯმენტს. ზედამხედველობას უწევს სხვა თანამშრომელთა საქმიანობას და მათ შესაბამისობას ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მიზნებთან.
მეტი
გიორგი ურჩუხიშვილი
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მკვლევარი
გიორგი გენდერის მკვლევარი და გამეგობის წევრია. მისი საქმიანობა გულისხმობს საფარისთვის კვლევების ჩატარებას, რომელთა ამოცანაც ქალების და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზია.
მეტი
ცირა ჯგერენაია
იურისტი, იურისტების კოორდინატორი
ცირას საქმიანობა მოიცავს თემებს: ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილი ძალადობა, გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი ძალადობა, დისკრიმინაციული მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოება და ა. შ.
მეტი
თამარ ლუკავა
იურისტი, რეგიონული იურისტების კოორდინატორი
თამარის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სქესობრივი დანაშაულებია. თამარი არის საერთო სპეციალიზაციის იურისტი, თუმცა დამატებით სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით.
მეტი
ნინო ანდრიაშვილი
იურისტი
ნინო მუშაობს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე. ნინო იურიდიულ მხარდაჭერას უწევს ქალებს და ბავშვებს, რომლებიც არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური და/ან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები არიან.
მეტი
ნელი ქარელი
იურისტი
ნელი მუშაობს ორგანიზაციის ბენეფიციარებთან როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით – უწევს კოსნულტაციას და წარმოადგენს მათ ინტერესებს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში. მისი დამატებითი პროფილებია არასრულწლოვანთა მართმაჯულება და ბავშვთა უფლებები.
მეტი
ნონა ასლანიშვილი
იურისტი ქვემო ქართლის რეგიონში
ნონა სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლ ქალებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას. საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობს მათ საქმეებზე.
მეტი
ეკატერინე მუზაშვილი
იურისტი აჭარის რეგიონში
ეკატერინე მუშაობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ბავშვების უფლებების დასაცავად.
მეტი
მარი ზურაბაშვილი
იურისტი კახეთის რეგიონში
მარი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს ადგილობრივ ქალებს და საჭიროების შემთხვევაში, წამროადგენს მათ ინტერესებს სამართალდამცავ უწყებებთან.
მეტი
ეკატერინე ლომთათიძე
სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი
ეკატერინე ორგანიზაციისთვის სტრატეგიულად მიჩნეულ საქმეებზე მუშაობს, ამზადებს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებს და წარადგენს მათ საერთაშორისო ორგანოებში – გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
მეტი
ელენე როჭიკაშვილი
სოციალური მუშაკი
ელენე პირველად კონსულტაციას უწევს ჩვენს ბენეფიციარებს, აფასებს მათ საჭიროებებსა თუ რისკებს და ამისამართებს შესაბამის პირებთან, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე – მის გარეთ. ელენე 2012 წლიდან არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა გაერთიანების (GASW) წევრი.
მეტი
ქეთევან ბერიძე
სოციალური მუშაკი
ბენეფიციარებთან პირველადი კომუნიკაციის შემდეგ, ქეთევან განსაზღვრავს, თუ რა დახმარების შეთავაზება შეუძლია მათთვის ორგანიზაციას.
მეტი
შორენა გაბუნია
რედაქტორი
შორენა საფარში 2016 წლიდან მუშაობს და ამჟამად რედაქტორის პოზიციას იკავებს. მას საგანმანათლებლო კამპანიების, კვლევების, ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ტექსტური მასალების შექმნა-რედაქტირება აკისრია.
მეტი
თამთა კახაბერიძე
კომუნიკაციების მენეჯერი
თამთა უზრუნველყოფს ორგანიზაციის და მისი საქმიანობების შესახებ რელევანტური ინფორმაციის გავრცელებას, შესაბამისი მიზნობრიობით, აგრეთვე, საფარის სახელით ლაპარაკობს მედიასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმიწფო სტრუქტურებთან.
მეტი
ნინი სპარსიაშვილი
სოციალური მედიის მენეჯერი
ნინი მართავს საფარის ციფრულ არხებს და მუშაობს იმ მასალების და კამპანიების შინაარსზე, რომელიც მათზე უნდა განთავსდეს.
მეტი
მარიკა მორჩილაძე
გრაფიკული დიზაინერი
მარიკას საქმიანობა საფარის ნებისმიერი პუბლიკაციის, ციფრული თუ საბეჭდი მასალის ვიზუალურად გაფორმებაა.
მეტი
თამარ ნადირაძე
რესურსების მობილიზაციის ოფიცერი
თამარ ორგანიზაციას ეხმარება საჭირო რესურსების მოძიებაში. მუშაობს საპროექტო იდეებსა და განაცხადებზე და აქტიურად თანამშრომლობს დონორ ორგანიზაციებთან.
მეტი
გვანცა გოდერძიშვილი
პროექტების კოორდინატორი
ორგანიზაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გვანცა გეგმავს და უზრუნველყოფს პროექტების დროულ და ეფექტურ განხორიცელებას.
მეტი
რატი გუგუნავა
პროექტების კოორდინატორი
რატი თანამშრომლობს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ხელმძღვანელობს მათთან თანამშრომლობით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას.
მეტი
შალალა ამირჯანოვა
პროექტების კოორდინატორი
შალალა ამირჯანოვა პროექტების კოორდინატორია. ის “საფართან” 2019 წლიდან თანამშრომლობს. თავდაპირველად ის პლატფორმა “ფანჯარას” ჟურნალისტი იყო. ამჟამად მართავს ეთნიკური უმცირესობების მხარდამჭერ პროექტებს და უძღვება როგორც “ფანჯარას”, ასევე “განძის” მუშაობას.
მეტი
თოზუ გულმამედლი
“ფანჯარას” აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალისტი
თოზუ გულმამედლი “ფანჯარას” აზერბაიჯანულენოვანი ჟურნალისტია. ის მართავს პლატფორმის გვერდებს სოციალურ ქსელებში, თანამშრომლობს ბლოგერებთან და მათთან ერთად ზრუნავს “ფანჯარაზე” განთავსებული მასალის მრავალფეროვნებაზე.
მეტი
ქრისტინა კაზარიან
“განძის” სომხურენოვანი ჟურნალისტი
ქრისტინა კაზარიანი “განძის” სომხურენოვანი ჟურნალისტია. ის მართავს პლატფორმის გვერდებს სოციალურ ქსელებში და ზრუნავს მათ პოპულარიზაციაზე. გარდა ამისა, ბლოგერებთან ერთად მუშაობს “განძზე” განთავსებული მასალების შინაარსზე.
მეტი
თინათინ მაგრაქველიძე
ადმინისტრაციული ასისტენტი
თინათინის დახმარებით, ორგანიზაციის თანამშრომელთა საქმიანობა ორგანიზებული და ლოგისტიკურად გამართულია, ოფისში კი ყოველთვის საქმიანი გარემოა.
მეტი
ქრისტინე მდინარაძე
ბუღალტერი
ქრისტინე უზრუნველყოფს, რომ სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური ოპერაციები საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
მეტი