საფარი


კავშირი საფარი 2001 წელს დაარსდა, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი. მომდევნო წელს საფარმა გახსნა იმ პირველი თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის. თავშესაფარში მსხვერპლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ სამედიცინო და ფსიქოსოციალური დახმარება. ანალოგიურ დახმარებას სთავაზობდა საფარი ნებისმიერ მის კლიენტს. საფარის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევას, არამედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციელების და სოციალური მუშაკების გადამზადებასა და გენდერული თანასწორობისა და ძალადობის აღმოფხვრის კუთხით ქართული კანონმდებლობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.

2013 წლიდან საფარმა გააფართოვა საქმიანობის მანდატი და ის მუშაობს ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. საფარი აქტიურად ჩაერთო საკანონმდებლო, ადვოკატირების და ლობირების საქმიანობაშიც. ამჟამად საფარი ოჯახში და ზოგადად ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მუშაობის გარდა, ორიენტირებულია დისკრიმინაციასთან ბრძოლაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდაზე და ქალთა მოძრაობის გაძლიერებაზე.

საფარის მისიაა თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნა.

ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

– დისკრიმინაციასთან ბრძოლა და ადამიანებს შორს თანასწორობის მიღწევა. მოწყვლადი ჯგუფების მათ შორის ქალების, ბავშვების, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ პირების, უფლებების ადვოკატირება და დაცვა. მათი ინტერესების ლობირება პოლიტიკის განმსაზღვრელ სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშროლობის გზით;

-სხვადასხვა სახის ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის, მძიმე სტრესისა და ტრამვისა შესწავლა და კვლევა; ძალადობის შედეგად ტრამვირებული ადამიანების ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია; ძალადობის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრების, თავშესაფრებისა და კაბინეტების დაარსებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;

-ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და საზოგადოების მობილიზაციაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება; ძალადობის მსხვერპლებთან მომუშავე ჯანდაცვის, სამართალდამცავი და მსგავსი პროფესიის მქონე სპეციალისტების საგანმანათლებლო და სატრენინგო პროგრამების მხარდაჭერა. ტრენინგებისა და სემინარების მოწყობა ექიმთა, ფსიქოლოგთა, ადამიანის უფლებათა სფეროს სპეციალისტთა კომპეტენციის ასამაღლებლად ტრავმის ფსიქოლოგიაში;

– თანამშრომლობა დისკრიმინაციასა და ძალადობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ეროვნულ ორგანიზაციებთან;

– სარეაბილიტაციო ცენტრების, მათი ფილიალების, თავშესაფრების გახსნა.

სტრუქტურა

“საფარის” უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს კავშირის წევრთა საერთო კრება.

“საფარის” საქმიანობას წარმართავს კავშირის გამგეობა, რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ. გამგეობა შედგება აღმასრულებელი დირექტორისა და სამედიცინო დირექტორისაგან. კავშირი “საფარის” თანამშრომლები არიან:

ბაია პატარაია – აღმასრულებელი დირექტორი

სოფო გოგიშვილი – იურისტი

მარი კურტანიძე – იურისტი

ელისო რუხაძე – იურისტი

თეა თადაშვილი – იურისტი

თაკო გოლიჯაშვილი – იურისტი

გიორგი ურჩუხიშვილი – მკვლევარი

ქრისტინა მარგველაშვილი – მკვლევარი

მაია ცირამუა – ფსიქოლოგი

თინანო ჯავახიშვილი – ფსიქოლოგი

ანკა ჟღენტი – ფსიქოლოგი

ანა ჭიღვარია – ფსიქოლოგი/სოციალური მუშაკი

ქეთევან მღებრიშვილი – ფსიქოთერაპევტი

ნანა ძნელაძე – ექიმი

მაგდა კალანდაძე – კომუნიკაციების მენეჯერი

შორენა გაბუნია – საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ნათია გვრიტიშვილი – პროექტების კოორდინატორი