განძი

Խտրականության արգելում

🔵 Բազմազան պետությունում միասնությունից մինչև ներքին հակամարտություն մեկ քայլ է: Միևնույն ժամանակ իրական հավասարության ապահովումը վերացնում է հակամարտությունը և նպաստում միասնությանը։ Ուստի, հավասարության պաշտպանության դերը բազմամշակութային հասարակություններում չափազանց կարևոր է:
🔵 Հավասարությունը, որպես մարդու հիմնարար իրավունքներից մեկը, ժողովրդավարական կառավարման անհրաժեշտ նախապայման և ներքին խաղաղության ու կայունության հիմնաքար, պարարտ հող է ստեղծում երկրի զարգացման համար։ Ուստի անհավասար, խտրական վերաբերմունքը հանգեցնում է մարդու իրավունքների խախտումների և ներքին բախումների, խոչընդոտում է ժողովրդավարական կառավարմանը և երկրի զարգացմանը։
🔵 Խտրականությունը հավասար դիրքում գտնվող անձանց նկատմամբ անհավասար վերաբերմունք է, իսկ անհավասար դիրքում գտնվող անձանց նկատմամբ՝ հավասար: Սա առաջացնում է անարդարություն, դժգոհություն ինչպես անհատների, այնպես էլ անհատների խմբերի մոտ, որը դրսևորվում է հասարակության պառակտմամբ, միմյանց նկատմամբ բացասական վերաբերմունքի ի հայտ գալով, և ի վերջո, կոնֆլիկտով։ Իսկ առանց երկրի միասնության ու համերաշխության, աներևակայելի է երկրի հզորությունն ու զարգացումը։
🔵 Այսօր մեր հասարակության մեջ տարիներ շարունակ հաստատված սովորույթների և այլ գործոնների պատճառով տարածված են խտրական բովանդակությամբ կարծրատիպեր։ Բայց զարմանալին այն է, որ հաճախ մեր հասարակության անդամները քննադատում են իրենց նկատմամբ անհավասար վերաբերմունքը, բայց հաճախ հենց իրենք են իրավահավասարության սկզբունքի ոգին խախտող։ Օրինակ՝ որոշ մարդիկ չեն սիրում խտրականության ենթարկվել ազգությամբ, ավելին, դա նրանց մոտ առաջացնում է թերարժեք քաղաքացու զգացում և արդյունքում՝ ագրեսիա, բայց իրենք շարունակում են կարծրատիպային և խտրական վերաբերմունք ունենալ կանանց նկատմամբ միայն այն պատճառով, որ նրանք իգական սեռի ներկայացուցիչներ են են (օրինակ՝ աղջկա համար ամոթ է բար գնալը պարելու, լողավազանում լողալու… երբ տղաների համար նման դեպքերը լիովին ընդունելի են): Այսպիսով, հասարակության որոշ անդամներ քննադատում են խտրականությունը և պահանջում պաշտպանել իրենց իրավունքները, բայց անգիտակցաբար իրենք են ստեղծում անհավասարություն։ Դրա համար հավասարություն հաստատելը պետք է սկսել մեզանից։
🔵 Կարծում եմ, որ իրավահավասարության սկզբունքը պետք է պաշտպանվի ոչ միայն օրենսդրական մակարդակով, այլ նաև մարդկանց կողմից՝ իրենց կամքով, այն պետք է դառնա անհատների և հասարակության ոգու անբաժանելի մասը։ Ես չեմ կարող չհամաձայնել` Յակոբ Գոգեբաշվիլիի հետ, ով ասել է. «Հավասարության սկզբունքը ամրապնդում է մարդկային հարաբերությունները տարբեր ցեղերի տարրերի միջև, սերմանում է փոխադարձ վստահություն և սեր, հաստատում է արդյունավետ փոխադարձ ազդեցություն տեղական և ոչ տեղական տարրերի միջև և խթանում է միասնական պայքարը նպատակին հասնելու համար…» Համապատասխանաբար, Վրաստանում, որպես բազմազան երկրում, հավասարության ապահովումը և խտրականության արգելումը առանձնահատուկ նշանակություն ունեն։
🔵 Այսպիսով, եթե մենք ուզում ենք ուժեղ պետություն, ապա պետք է մի կողմից հաղթահարել հավասարության ապահովման վերաբերյալ հասարակության մեջ հաստատված կարծրատիպերը, մյուս կողմից՝ պաշտպանել հավասարությունը թե՛ օրենքի ուժով, թե՛ կամքով։
Անհավասար վերաբերմունքի և խտրականության պատճառները կարող են լինել՝ հանրային իրազեկվածության ցածր մակարդակը, կարծրատիպային վերաբերմունքը, միմյանց խնդիրների ըմբռնման և ընկալման ցածր մակարդակը և այլն:
🔵 Ըստ ուսումնասիրություններից մեկի՝ հարցվածների մի փոքր մասը (56%) կարծում է, որ կրոնական բազմազանության նկատմամբ վերաբերմունքը պակաս դրական է, մասնավորապես, այս դեպքում բազմազանության կողմնակիցների թիվը հավասար է 46%-ի, այն հարցին, թե ինչու են նրանք բացասաբար վերաբերվում փոքրամասնություններին, նրանցից շատերը պատասխանել են, որ «նրանք վտանգում են մշակույթը և ավանդույթները»:
Ընդհանուր առմամբ, մեծամասնության խմբերի պատկերացումները փոքրամասնությունների խնդիրների վերաբերյալ էականորեն տարբերվում են փոքրամասնությունների ընկալումներից իրենց առջև ծառացած խնդիրների վերաբերյալ: Հետազոտության համաձայն՝ հարցված տղամարդկանց 41%-ը կարծում է, որ կանայք խնդիրներ չեն ունենում, սակայն այս կարծիքի հետ համաձայն է հարցված կանանց միայն 28%-ը։ Երեք անգամ ավելի շատ էթնիկ վրացիներ (29%), քան էթնիկ հայերը (10%) և էթնիկ ադրբեջանցիները (12%) կարծում են, որ էթնիկ փոքրամասնությունները չեն դժգոհում Վրաստանում առկա խնդիրներից:
🔵 Սա միանշանակորեն հաստատում է, որ մեծամասնությունը չունի համապատասխան պատկերացում և ընկալում փոքրամասնությունների առջև ծառացած մարտահրավերների մասին։ Սա հստակ ցույց է տալիս, որ փոքրամասնությունների մասնակցությունը կառավարմանը, որոշումների կայացման գործընթացին, շատ կարևոր է այս փոքրամասնության իրավունքների և շահերի պաշտպանության համար, քանի որ նրանք ավելի լավ գիտեն իրենց կարիքներն ու խնդիրները։ Ուստի, անձամբ ես համաձայն չեմ ՍԴ հայցում ներկայացված հայցադիմումի հայցվորի դիրքորոշման հետ, որ կուսակցական ցուցակներում քվոտաներով կանանց թվի ավելացումը հակասահմանադրական է, քանի որ մարդիկ ազատ ընտրության իրավունք ունեն։ Տվյալ դեպքում մենք ունենք լեգիտիմ նպատակ, այն է՝ կանանց և փոքրամասնությունների իրավունքներն ու շահերը պաշտպանելը, քանի որ փոքրամասնությունները ավելի լավ են գիտակցում իրենց խնդիրները, որոնց մասին մեծամասնությունը բավարար ընկալում և պատկերացում չունի։
🔵 Հետազոտությունը ցույց է տալիս, որ վրացական հասարակության մեջ բազմազանության մասին իրազեկվածության մակարդակը և այս խնդրի նկատմամբ դրական վերաբերմունքն աճել է 2018-2021 թվականներին։ Ընդհանուր առմամբ, բազմազանության նկատմամբ դրական վերաբերմունքը 56-ից հասել է 70%-ի հաստատելով 14% դրական տարբերություն: Էթնիկական բազմազանության առումով տվյալները վկայում են դրական վերաբերմունքի 12% աճ՝ 56-ից մինչև 68%, իսկ կրոնական բազմազանության դեպքում՝ 14% աճ՝ 46-ից (2018թ.) մինչև 60% (2021թ.):
🔵 Ամփոփելով, քանի որ Վրաստանը բազմազան երկիր է, հետևաբար նրա զարգացման և հզորացման համար կենսական նշանակություն ունի Վրաստանում ապրող մարդկանց համախմբումը մեկ պետության շուրջ, այլ կերպ ասած՝ կարևոր է միասնությունը։ Միասնության հասնելու ճանապարհին ամենամեծ խոչընդոտներն են անհավասար վերաբերմունքն ու խտրականությունը, փոխադարձ անհարգալից վերաբերմունքն ու թշնամական, բացասական վերաբերմունքը։ Անհավասարությունն ու խտրականությունը մեծացնում են ներքին բախումների և առկա խնդիրների խորացման վտանգը, մինչդեռ հավասարության պաշտպանությունը, ընդհակառակը, նվազեցնում է այդ ռիսկերը և ամուր հիմքեր է ստեղծում երկրի միասնության ու զարգացման համար։ Ներքին հակամարտությո՞ւն, թե՞ միասնություն: Բանալին մեր ձեռքերում է։
————-
დისკრიმინაციის აკრძალვა
ავტორი ჯივან მკრტჩიანი
🔵მრავალფეროვან სახელმწიფოში ერთიანობიდან შიდადაპირისპირებამდე ერთი ნაბიჯია. ამასთანავე, რეალური თანასწორობის უზრუნველყოფა გამორიცხავს დაპირისპირებას და ხელს უწყობს ერთიანობას. შესაბამისად, უზომოდ დიდია თანასწორობის დაცვის როლი მულტიკულტურულ საზოგადოებებში.
🔵თანსწორობა, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი წინაპირობა და შიდასახელმწიფოებრივი მშვიდობისა და სტაბილურობის ქვაკუთხედი, ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, უთანასწორო, დისკრიმინაციული მოპყრობა იწვევს ადამიანის უფლებების დარღვევასა და შიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებს, ხელს უშლის დემოკრატიულ მმართველობასა და ქვეყნის განვითარებას.
🔵დისკრიმინაცია არის თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა, ხოლო არათანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა. აღნიშნული ქმნის უსამართლობას, როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ასევე ინდივიდთა ჯგუფების უკმაყოფილებას, რაც გამოიხატება საზოგადოების დაყოფაში, ერთმანეთისადმი ნეგატიური დამოკიდებულების წარმოშობასა და საბოლოო ჯამში კონფლიქტში. ხოლო, ქვეყნის ერთიანობის, სოლიდარობის გარეშე, წარმოუდგენელია ქვეყნის სიძლიერე და განვითარება.
🔵დღეს ჩვენს საზოგადოებაში წლების განმავლობაში დამკვიდრებული წეს-ჩვეულბებისა და სხვა ფაქტორების გამო, გავრცელებულია დისკრიმინაციული შინაარსის მქონე სტერეოტიპები. მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ ხშირად, ჩვენი საზოგადოების წევრები აკრიტიკებენ მათ მიმართ უთანასწორო მოპყრობას, მაგრამ ხშირად, თვითონვე არიან თანასწორობის პრინციპის სულისკვეთების დამრღვევები. მაგალითად, ზოგს არ უყვარს დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით, უფრო მეტიც – ეს მასში იწვევს არასრულფასოვანი მოქალაქის განცდას და შედეგად აგრესიას, მაგრამ თვითონვე აგრძელებს ქალთა მიმართ სტერიოტიპულ და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან (მაგალითად, გოგოსთვის სირცხვილია საცეკვაოდ ბარში წასვლა, აუზში ცურვა… იმ შემთხვევაში, როცა ანალოგიური შემთხვევები ბიჭებისთვის ყოვლად მისაღებია). ამდენად, საზოგადოების ზოგიერთი წევრი აკრიტიკებს დისკრიმინაციას და ითხოვს მისი უფლებების დაცვას, მაგრამ გაუცნობიერებლად თვითოვე ქმნის უთანასწორობას. ამიტომაც, ვფიქრობ, თანასწორობის დამყარება ჩვენ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.
🔵მიმაჩნია, თანასწორობის პრინციპი არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე, არამედ ადამიანების მიერ, საკუთარი-ნება სურვილით უნდა იყოს დაცული, იგი უნდა გახდეს ცალკეული ინდივიდების და საზოგადოების სულისკვეთების განუყოფელი ნაწილი. არ შემიძლია, არ დავეთანხმო იაკობ გოგებაშვილს, რომელიც ამბობდა: „თანასწორუფლებიანობის პრინციპი განამტკიცებს ჰუმანურ დამოკიდებულებას სხვადასხვა ტომის ელემენტებს შორის, ბადებს ურთიერთ ნდობას და სიყვარულს, ამყარებს ადგილობრივ და არაადგილობრივ ელემენტებს შორის ნაყოფიერ ურთიერთზეგავლენას და ხელს უწყობს მიზნის მიღწევისათვის ერთსულოვან ბრძოლას…“ შესაბამისად, საქართველოში, როგორც მრავალფეროვან სახელმწიფოში, თანასწორობის უზრუნველყოფას და დისკრიმინაციის აკრძალვას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
🔵ამდენად, თუ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, საჭიროა, ერთი მხრივ, თანასწორობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების გადალახვა, ხოლო მეორე მხრივ, თანასწორობის როგორც კანონის ძალით, ასევე ნება-სურვილით დაცვა.
🔵უთანასწორო მოპყრობისა და დისკრიმინაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს: საზოგადოების ინფორმირებულობისა დაბალი დონე; სტერეოტიპული დამოკიდებულება; ერთმანეთის პრობლემების შესახებ წარმოდგენის და აღქმის დაბალი დონე და ა. შ.
🔵ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მცირე ნაწილი (56%) ფიქრობს, რომ ნაკლებად პოზიტიურია დამოკიდებულება რელიგიურ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ამ შემთხვევაში, მრავალფეროვნების მომხრეთა მაჩვენებელი 46%-ს უტოლდება. კითხვაზე, თუ რატომ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება უმცირესობებისადმი, უმეტესობამ უპასუხა, რომ „ისინი საფრთხეს უქმნიან კულტურასა და ტრადიციებს.
🔵ზოგადად, უმრავლესობის ჯგუფების მიერ უმცირესობათა პრობლემების აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება უმცირესობების მიერ იმ პრობლემების აღქმისგან, რომელსაც ისინი აწყდებიან. კვლევის თანახმად, გამოკითხულ მამაკაცთა 41% მიიჩნევს, რომ ქალები პრობლემებს არ აწყდებიან, თუმცა, ამ მოსაზრებას ქალი რესპონდენტების მხოლოდ 28% ეთანხმება. ეთნიკურ სომხებსა (10%) და ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე (12%) სამჯერ მეტი ეთნიკური ქართველი (29%) მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში პრობლემებს არ უჩივიან. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი წარმოდგენა და აღქმა ამა თუ იმ ნიშნით უმცირესობათა წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. აღნიშნული კი ნათლად ცხადყოფს, რომ უმცირესობათა მონაწილოება მმართველობაში, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, თვით ამ უმცირესობათა ჯგუფის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რადგან მათ უფრო კარგად იციან თავიანთი საჭიროებები და პრობლემები. აქედან გამომდინარე, პირადად მე, არ დავეთანხმები საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ პარტიულ სიაში კვოტების ძალით ქალთა რაოდენობის გაზრდა არაკონსტიტუციურია, რადგან ხალხს აქვს თავისუფალი არჩევნის გაკეთების უფლება. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, ანუ უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზანი, რადგან უმცირესობებმა უფრო კარგად იციან თავიანთი პრობლემები, რაზეც უმრავლესობას არ აქვს საკმარისი აღქმა და წარმოდგენა.
🔵კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018-დან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. ზოგადად, მრავალფეროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70%-მდე გაიზარდა – 14%-იანი სხვაობა დაფიქსირდა. ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით მონაცემები დადებითი დამოკიდებულების 12%-იან ზრდაზე მიუთითებს – 56-დან 68%-მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში – 14 %-იან ზრდაზე – 46-დან (2018 წელი) 60 %-მდე (2021 წელი).
🔵 რომ შევაჯამოთ, რადგან საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, შესაბამისად, მისი განვითარებისა და გაძლიერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მცხოვრები ადამიანების გაერთიანება ერთი სახელმწიფოს ირგვლივ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია ერთიანობა. ერთიანობის მიღწევის გზაზე, ყველაზე დიდი ხელშემშლელი გარემოება არის უთანასწორო მოპყრობა და დისკრიმინაცია, ერთმანეთისადმი უპატივცემულობა და მტრული, ნეგატიური დამოკიდებულება. უთანასწორობა და დისკრიმინაცია ზრდის შიდადაპირისპირებისა და არსებული პრობლემების გაღრმავების რისკს, ხოლო თანასწორობის დაცვა პირიქით, ამცირებს ამ რისკებს და ქმნის მყარ ნიადაგს ქვეყნის ერთიანობისა და განვითარებისთვის. შიდადაპირისპირება თუ ერთიანობა? გასაღები ჩვენს ხელშია.