განძი

Կիբերհանցագործություն

🔹 Կիբերհանցագործության սահմանումը դժվար է: Լայն իմաստով կիբերհանցագործությունը ներառնում է տարբեր տեսակի քրեական հանցագործություններ, որոնք կատարվել են տեղեկատվական կամ հաղորդակցական տեխնոլոգիաների կիրառմամբ: Տարածված դիֆեռենցիայի համաձայն կա՝ «համակարգչային հանցագործություն» և «համացանցային հանցագործություն» հասկացողությունները, որտեղ համակարգիչը կամ համացանցը հանցագործության կատարման միջոց կամ հանցագործության օբյեկտ է հանդիսանում։
🔹 Վրաստանի քրեական օրենսգրքի համաձայն՝ կիբերհանցագործություն է համարվում այն անօրինական գործողությունը, որը ներառնում է տվյալ օրենսգրքի 284-րդ, 285-րդ և 286-րդ հոդվածներում թվարկված բաղադրիչներից առնվազն մեկը, և ոչ համակարգչային համակարգի միջոցով կատարված բոլոր անօրինական գործողությունները: Օրինակ՝ համակարգչային համակարգ չարտոնված մուտք (284), համակարգչային տվյալների և/կամ համակարգչային համակարգի անօրինական օգտագործում, համակարգչային տվյալների և/կամ համակարգչային համակարգի խախտում, համակարգչային համակարգ մուտք գործելու համար անհրաժեշտ գաղտնաբառի կամ մուտքի կոդի չարտոնված տարածում (285), համակարգչային տվյալների չարտոնված վնասում (286) և այլն։ Բացի այդ, կարող է լինել հանցագործությունների համակցություն: Օրինակ՝ համակարգչային համակարգ չարտոնված մուտք և հետագայում ուրիշի շարժական գույքի քողարկված տիրապետում (քաղաքացիական օրենսգրքի 284 և 177 հոդվածներ):
🔹 Կիբերհանցագործությունը իրականացվում է վիրտուալ տարածքում ՝ տարբեր տեխնոլոգիաների օգտագործման միջոցով։ Կիբերհանցագործությունը, ինչպես բռնությունը, խթանում է ագրեսիա և ճնշում: Ի տարբերություն բռնության այլ տեսակների, այս հոգեբանական բռնությունն արտահայտման ավելի շատ միջոց ունի։ Կիբերհանցագործությունը չի պահանջում ֆիզիկական ուժի կիրառում կամ դեմ առ դեմ հանդիպում հոգեբանական ճնշում գործադրելու համար: Այս դեպքում անանունությունը բարձր է, այսինքն՝ ավելի մեծ հնարավորություն և միջոցներ կան, որպեսզի կիբերագրեսորը արտահայտի այն, ինչ չի արտահայտում կամ չի կարողանում արտահայտել դեմ առ դեմ։
🔹 Այս հանցագործությունը մարդուն պատճառում է տարբեր տեսակի վնասներ, օրինակ՝ հուզական վնաս, գույքային վնաս և այլն։ Նաև այս հանցագործությունը կարող է ծանր հետևանքներ ունենալ անհատի համար: Կիբերհանցագործությունը կարող է առաջացնել հոգեբանական խնդիրներ կամ հանգեցնել ինքնասպանության:
📌 Իմ կարծիքով՝ անհրաժեշտ է բարձրացնել համացանցից օգտվողների իրազեկվածությունը, մասնավորապես՝ օգտատերին պետք է հետաքրքրի հետևյալ տեղեկությունը. ո՞վ է մշակում (հավաքում, պահպանում, փոխում և այլն) իր մասին տվյալները։ Որքանո՞վ է անհրաժեշտ կոնկրետ տվյալ տրամադրելը: Օրինակ՝ տան հասցեն, հեռախոսահամարը և այլն, ինչպե՞ս են օգտագործվելու նշված տվյալները և ի՞նչ հետևանքներ կունենան այդ տվյալների կիրառումը: Տվյալներ մշակողը պարտավոր է այդ տեղեկությունը տրամադրել սուբյեկտին:
📌 Կարծում եմ, որ համացանցի օգտատերերի կողմից ցուցաբերած ուշադրությունն ու զգուշավորությունը, ինչպես նաև անվտանգության համապատասխան միջոցառումների իրականացումը և պաշտպանված տեխնոլոգիական միջոցների ստեղծումը զգալիորեն կնվազեցնեն կիբերհանցագործությունների հետ կապված ռիսկերը։
—————-
კიბერდანაშაული 💯
ავტორი: ანა არუთუნიანი
🔹 კიბერდანაშაულის დეფინიციის განსაზღვრა რთულია. ფართო გაგებით, კიბერდანაშაულის ქვეშ მოიაზრება სხვადასხვა სახის სისხლისსამართლებრივი დანაშაული, რომელიც ჩადენილია საინფორმაციო ან საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. გავრცელებულია დიფერენციაცია „კომპიუტერულ დანაშაულსა” და „ინტერნეტ დანაშაულს” შორის, რომელთა ჩადენის დროსაც, დანაშაულის ჩადენის საშუალებას ან დანაშაულის ობიექტს კომპიუტერი ან ინტერნეტი წარმოადგენს.
🔹 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაულად მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მოიცავს ამავე კოდექსის 284-ე, 285-ე და 286-ე მუხლების დისპოზიციაში მოყვანილ ერთ-ერთ კომპონენტს მაინც, და არა – ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ჩადენილს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით. მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა (284), კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის ან დაშვების კოდის უნებართვო გავრცელება (285), კომიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება (286) და სხვ. ამასთან, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს დანაშაულთა (მუხლთა) ერთობლიობასაც, მაგალითად, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და შემდგომ სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას (სსკ-ის 284-ე და 177-ე მუხლები).
🔹 კიბერდანაშაული ვირტუალურ სივრცეში, სხვადასხვა ტექნლოგიის გამოყენებით ხორციელდება. კიბერდანაშაული, ძალადობის მსგავსად, აგრესიას და ჩაგვრის გავრცელებას უწყობს ხელს. მას, განსხვავებით ძალადობის სხვა სახეებისაგან, ფსიქოლოგიური ძალადობის კიდევ უფრო მეტი გამოხატვის საშუალება აქვს. კიბერდანაშაულს არ სჭირდება ფიზიკური ძალის გამოყენება ან ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებისათვის პირისპირ შეხვედრა. ამ შემთხვევაში, მაღალია ანონიმურობა, ანუ უფრო დიდია იმის შესაძლებლობა და საშუალება, რომ კიბერაგრესორმა გამოხატოს ის, რასაც პირისპირ არ ან ვერ გამოხატავს.
🔹 აღნიშნული დანაშაული პიროვნებას სხვადასხვა სახის ზიანს აყენებს, მაგალითად, ემოციურ, ქონებრივ ზიანს და სხვ. ასევე, ამ დანაშაულს, შესაძლოა, საზარელი შედეგები ჰქონდეს პიროვნებისთვის. კიბერდანაშაულმა, შესაძლოა, პიროვნებას შეუქმნას ფსიქოლოგიური პრობლემები ან მიიყვანოს სუიციდამდე.
📌 ჩემი აზრით, აუცილებელია ინტერნეტ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება, კერძოდ, მომხმარებელი უნდა დაინტერესდეს შემდეგი ინფორმაციით – ვინ ამუშავებს (აგროვებს, ინახავს, ცვლის და ა.შ.) მის შესახებ მონაცემებს? რამდენად აუცილებელია კონკრეტული მონაცემის მიწოდება? მაგალითად როგორიცაა სახლის მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ, როგორ მოხდება კონკრეტული მონაცემების გამოყენება და რა შედეგი მოჰყვება მას? მონაცემთა დამმუშავებელი კი, ვალდებულია მიაწოდოს ეს ინფორმაცია სუბიექტს.
📌 ვფიქრობ, ინტერნეტ მომხმარებლის მხრიდან გამოჩენილი ყურადღება და სიფრთხილე, ასევე, სათანადო უსაფრთხოების ზომების გატარება და დაცული ტექნოლოგიური საშუალებების შექმნა მნიშვნელოვნად შეამცირებს კიბერდანაშაულთან დაკავშირებული რისკებს.