განძი

Կրթությունը ամենամեծ գանձն է

⏩ Երբ խոսում ենք կրթության մասին, հաճախ մտածում ենք միայն դպրոցի, համալսարանի և մասնագիտական կրթության մասին։ Բայց կրթությունը չի սահմանափակվում վերը նշվածով: Կրթության մասին կարելի է անվերջ խոսել, բայց այսօր ուզում եմ խոսել ներկայիս իրավիճակի մասին` Սամցխե-Ջավախեթիում։
▶ Սամցխե-Ջավախեթին առանձնանում է բազմամշակութայնությամբ։ Ուստի առաջանում է խնդիր, որը նվազեցնում է մեր տարածաշրջանի բնակչության հետաքրքրությունը` տարբեր հարցերի նկատմամբ, և ավելի պասիվություն առաջացնում։ Սամցխե-Ջավախեթին բազմազան և էթնիկապես հայաբնակ է։ Շատ դեպքերում բնակչությունը չի կարող մասնակցել տարբեր ծրագրերի, քանի որ չեն կարող ստանալ տարածված տեղեկատվությունը համապատասխան մակարդակով (դրա պատճառը կարող է լինել պետական լեզվի լիակատար չիմացությունը՝ ազգային փոքրամասնությունների դեպքում, և/կամ սխալ և ոչ լրիվ ստացված տեղեկատվության հետևանքով)։ Պետական լեզվի չիմացության պատճառով բնակչությունն ավելի քիչ է ներգրավված տարբեր հարցերի լուծմամբ։ Լեզուների ուսուցումը կառավարության կողմից ավելի մեծ ուշադրության կարիք ունի: Ներկայումս Վրաստանում գործում է 208 ոչ վրացալեզու հանրակրթական դպրոց։ Բացի այդ, դպրոցներում գործում են նաև 89 ոչ վրացալեզու բաժիններ, որտեղ ուսուցումն իրականացվում է ռուսերեն, հայերեն կամ ադրբեջաներեն։
👥 Նոր սերնդին անհրաժեշտ է ուսուցման նոր համակարգ և մեթոդ, որը կնպաստի զարգացմանը։ Դասագրքերի թարգմանության ցածր մակարդակը վնասում է ոչ վրացական դպրոցներում կրթության որակին։
📍 Նշեմ, որ վերջերս մասնակցել եմ մի շատ կարևոր ծրագրի։ Տեղեկատվական քարոզարշավը ընթանում էր․ «Հարավային Կովկասում գենդերային նշանով սեռի ընտրության և դրա հետ կապված վնասակար պրակտիկայի հաղթահարելու համար» ծրագրի շրջանակներում, որը իրականացվում է ՄԱԿ-ի Բնակչության հիմնադրամի (UNFPA) կողմից` Եվրամիության(EU) աջակցությամբ:
👉 Մենք տեղեկատվական քարոզարշավ իրականացրինք Սամցխե-Ջավախեթիի՝ հայկական գյուղերում։ Այս քարոզարշավի շրջանակներում հանդիպեցինք աշակերտներին, տեղեկատվական հանդիպումների ժամանակ խոսեցինք տարբեր հարցերի շուրջ՝ կրթության, վաղ ամուսնության, «4+1» ծրագրի և այլն։ Երբ աշակերտների հետ խոսում էինք այս կամ այն հարցի շուրջ, նրանք ակտիվ էին։ Հարց ու պատասխանի ընթացքն էլ շատ աշխույժ էր, թվում էր՝ լավ են սովորում ու մեծ հետաքրքրություն ունեն նորությունների նկատմամբ։ Մենք այցելեցինք դպրոցներից մեկը և սկսեցինք ակտիվորեն խոսել վերը նշված թեմաների շուրջ։ Դասարանում գրեթե տեղ չէր մնացել։ Համոզված եմ, որ բոլորը մեծ հետաքրքրություն են ունեցել քննարկման ժամանակ։
🗣️ Անցնելով ամփոփմանը՝ աշակերտներին հարցրի, թե ընդհանրապես ինչ կուզենային փոխել իրենց գյուղում/համայնքում, կամ ինչ են նախատեսում անել ապագայում: Աշակերտներից մեկը ձեռքը բարձրացրեց և պատասխանեց.
💬 «Ուզում եմ զարգացնել իմ գյուղը, քանի որ քաղաքում բազմաթիվ միջոցառումներ են անցկացվում, նաև ուզում եմ ունենանք այնպիսի տարածքներ, որտեղ հավաքվում են երիտասարդները։ Ուզում եմ, որ բոլորը հասկանան, որ մենք այստեղ ենք ապրում… նման հանդիպումները պետք է հաճախակի լինի, որոնք մեզ՝ երիտասարդներիս, ապագայում հաջողության հասնելու մեծ հնարավորություն կտան»։
🙏 Աշակերտներին խոստացա, որ ամեն հարցում կօգնեմ ու նոր նախագծով կվերադառնամ իրենց գյուղ, հուսով եմ… Զրույցից հետո հասկացա, որ աշակերտներին շատ է հետաքրքրում ոչ ֆորմալ կրթությունը, որը դպրոցում չկա։ Ուստի շատ կարևոր է դասավանդման նոր համակարգի և մեթոդների ներդրումը։
————-
🔍 განათლება უდიდესი განძია
⏩ როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, ხშირად მხოლოდ სკოლას, უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებლებს მოვიაზრებთ. მაგრამ განათლება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოჩამოთვლილით. განათლებაზე საუბარი შეიძლება უსასრულოდ, მაგრამ დღეს მინდა, ვისაუბრო სამცხე-ჯავახეთში ამ მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.
▶ სამცხე-ჯავახეთი მულტიკულტურალიზმით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, იკვეთება პრობლემა, რომელიც ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ინტერესს უქვეითებს სხვადასხვა საკითხებისადმი და უფრო მეტ პასიურობას იწვევს. სამცხე-ჯავახეთი მრავალფეროვანია, ეთნიკურად სომხებით დასახლებული. ხშირ შემთხვევაში, მოსახლეობა სხვადასხვა პროექტში ვერ იღებს მონაწილეობას, რადგან გავრცელებულ ინფორმაციას სათანადო დონეზე ვერ იღებს (ამის მიზეზი, შეიძლება, იყოს სახელწმიფო ენის სრულყოფილად არცოდნა, ეროვნული უმცირესობების შემთხვევაში ან/და არასწორად ან არასრულად მიღებული ინფორმაციის შედეგად). სწორად სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, მოსახლეობა ნაკლებად არის ჩართული სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში. ენის სწავლება მთავრობის მხრიდან მეტ ყურადღებას საჭიროებს. ამჟამად, საქართველოში 208 არაქართულენოვანი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. გარდა ამისა, სკოლებში ასევე მოქმედებს 89 არაქართულენოვანი სექტორი, სადაც სწავლა რუსულად, სომხურად ან აზერბაიჯანულად მიმდინარეობს.
👥 ახლანდელ თაობას სჭირდება სწავლების ახალი სისტემა და მეთოდი, რაც ხელს შეუწყობს განვითარებისთვის. სახელმძღვანელოების თარგმნის დაბალი დონე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს განათლების ხარისხს არაქართულენოვან სკოლებში.
📍 ამ ბოლოს, აღვნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მივიღე მონაწილეობა. საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობდა პროექტის “გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით.
👉 სამცხე-ჯავახეთის არაქართულენოვან სოფლებში ვახორციელებდით საინფორმაციო კამპანიას. ამ კამპანიის ფარგლებში, ვხვდებოდით სკოლის მოსწავლეებს, საინფორმაციო შეხვედრების დროს ვსაუბრობდით სხვადასხვა საკითხზე: განათლებაზე, ადრეულ ქორწინებაზე, 4+1 პროგრამაზე და ა. შ. როდესაც მოსწავლეებს ვესაუბრებოდი ამა თუ იმ საკითხზე, ისინი აქტიურობდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმიც ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობდა, კარგად ჩანდა, რომ სწავლობდნენ და სიახლის მიმართ დიდი ინტერესი ჰქონდათ. ერთ-ერთ სკოლას ვესტუმრეთ, დავიწყეთ აქტიურად საუბარი ზემოჩამოთვლილ თემებზე. საკლასო ოთახში თითქმის ადგილი აღარ დარჩა. დარწმუნებული ვარ, ყველას დიდი ინტერესი ჰქონდა სადისკუსიო საკითხების მიმართ.
🗣️ შეჯამებაზე რომ გადავიდეთ: მოსწავლეებს შევეკითხე, რის შეცვლას ისურვებდნენ ზოგადად თავიანთ სოფელში/თემში, ან რის გაკეთებას აპირებდნენ მომავალში. ერთ-ერთმა მოსწავლემ ხელი აიწია და მიპასუხა:
💬 „მსურს, ჩემი სოფელი განვავითარო, როგორც ქალაქში იმართება ბევრი ღონისძიება, ჩვენთანაც მინდა, იყოს ისეთი სივრცეები, სადაც ახალგაზრდები იკრიბებიან. მინდა, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ… ხშირად ჩატარდეს მსგავსი შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას მოგვცემს ახალგაზრდებს, რომ მომავალში წარმატებას მივაღწიოთ“.
🙏 მოსწავლეებს დავპირდი, რომ ყველაფრით დავეხმარები და რომ ახალი პროექტით, ისევ დავბრუნდები მათ სოფელში, იმედს ვიტოვებ… საუბრის შემდეგ მივხდი, რომ ამ მოსწავლეებს არაფორმალური განათლება ძალიან აინტერესებთ, რაც სკოლაში არ არის. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლების ახალი სისტემის და მეთოდების დანერგვა.