განძი

Սովորելու համար երբեք ուշ չէ

Սովորելու համար երբեք ուշ չէ: Այս արտահայտությունը բոլորիս ծանոթ է, բայց ոչ բոլորն են դա հաշվի առնում։
Հատկապես երիտասարդ ամուսնացած աղջիկները հարցին, թե ինչու չեն շարունակում ուսումը, պատասխանում են. «Ամուսնացած եմ, ամուսինս ինձ չի թողնի», «Ազատ ժամանակ կավարտեմ գործերս», «Ես բավականին մեծ եմ»։ Այս «արդարացումները» մենք անընդհատ լսում ենք մեր շուրջը։
Փաստորեն, ուսման նկատմամբ մակերեսային վերաբերմունքը արդարացում չունի։ Պետք է գիտակցենք, որ առանց զարգացման և մշտական աճի, մենք կարող ենք շատ բան կորցնել։ Մարդը ցանկացած տարիքում սովորելու և ինքնազարգացման կարիք ունի։ Ուստի մենք պետք է մեր ազատ ժամանակի մի մասը հատկացնենք սովորելուն, քանի որ ինքնակրթության միջոցով մենք կարող ենք սովորել այն ամենը, ինչ մեզ իսկապես դուր է գալիս։ Մենք կարող ենք կարդալ մեզ հետաքրքրող գրքեր, որոնցից կարելի է կյանքի նոր փորձ ձեռք բերել։ Հատկապես 21-րդ դարում մենք կարող ենք գտնել մեզ անհրաժեշտ ողջ տեղեկատվությունը համացանցում:
Այսպիսով, մարդը ցանկացած տարիքում կարող է սովորել այն, ինչ ցանկանում է: Դրա համար մեզ միայն սովորելու ցանկություն է պետք։ Երբեք մի` մտածեք, որ սովորելը տարիքային սահմանափակում ունի։ Միշտ հիշե՛ք, որ սովորելու համար երբեք ուշ չէ:
Ահա մի քանի գրքերի ցանկ, որոնք խորհուրդ եմ տալիս կարդալ.
«Մտածիր և հարստացիր» – Նապոլեոն Հիլ,
«Վանականը, ով վաճառեց իր Ֆերարին» – Ռոբին Շարմա,
«Սրճարան աշխարհի եզրին » – Ջոն Ստրելեկ։
Հաջողությու՛ն, գիտելիք ձեռք բերելու անվերջանալի ճանապարհին:
———-
სწავლა გვიანი არასდროსაა

სწავლა გვიანი არასდროსაა. ეს გამოთქმა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, მაგრამ ყველა არ ითვალისწინებს მას.
განსაკუთრებით ახალგაზრდა, დაქორწინებული გოგონები, კითხვაზე, რატომ არ აგრძელებ სწავლასო, პასუხობენ: „გათხოვილი ვარ, ქმარი რომ არ დამშორდეს“, „თავისუფალ დროს დავასრულებ საქმეებს“, „საკმაოდ დიდი ვარ“. ეს „გამართლებები“ ყოველთვის გვესმის გარშემო.
სინამდვილეში, სწავლის მიმართ ზერელე დამოკიდებულებას არანაირი გამართლება არ გააჩნია. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ განვითარებისა და მუდმივი ზრდის გარეშე, შეიძლება ბევრი რამ დავკარგოთ. ადამიანს ნებისმიერ ასაკში სჭირდება სწავლა და თვითგანვითარება. ამიტომ, თავისუფალი დროის ნაწილი უნდა დავუთმოთ სწავლას, რადგან თვითგანათლებით შეგვიძლია, ვისწავლოთ ყველაფერი, რაც ნამდვილად მოგწონს. შეგვიძლია, წავიკითხოთ წიგნები, რომლებიც გვაინტერესებს და საიდანაც ახალი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში, ჩვენ შეგვიძლია, ონლაინ პლატფორმაზე ვიპოვოთ ყველა საჭირო ინფორმაცია.
ასე რომ, ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, ისწავლოს ყველაფერი, რაც მას სურს. ამისთვის მხოლოდ სწავლის სურვილი გვჭირდება. არასოდეს იფიქროთ, რომ სწავლას აქვს ასაკობრივი ზღვარი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არასდროს არის გვიან სწავლისთვის.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე წიგნის ჩამონათვალს, რომელთა წაკითხვასაც გირჩევთ:
,,იფიქრე და გამდიდრდი’’ – ნაპოლეონ ჰილი;
„ბერი, რომელმაც გაყიდა თავისი ფერარი“ – რობინ შარმა;
,,კაფე მსოფლიოს ზღვარზე’’ – ჯონ სტრელეკი.
წარმატებებს გისურვებთ ცოდნის მიღების უსასრულო გზაზე!