პროექტები

აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში მამაკაცებთან გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა

პროექტის აღწერა:

პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების აქტორების გაძლიერება და მხარდაჭერა, რათა უფრო ეფექტიანად ჩართონ მამაკაცები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის, მასკულინობის დამკვიდრებული ნორმების გადახედვისა და ძალადობის პრევენციის პროცესებში.

პროგრამა მიზნად ისახავს იმგვარი გარემოს შექმნას, სადაც მამაკაცები აქტიურად იღებენ მონაწილეობას ქალთა უფლებების დაცვასა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ძალადობისგან თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

პარტნიორი/დონორი: Män för Jämställdhet (MÄN)

პროექტის ხანგრძლივობა: 01.2024 — 01.2027

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 1,375,000 SEK

პროექტის აქტივობები: პროექტის ფარგლებში საფარმა მოამზადა საინფორმაციო ვიდეოების პლატფორმა ახალგაზრდა მამაკაცებისთვის.