#გააძლიერე

გააძლიერე მოხალისეობით

საფარის პროექტების ფინანსურად გაძლიერება ჩვენთვის ძალიან ღირებულია, თუმცა ჩვენი გუნდის ადამიანური რესურსი ყველა არსებულ პრობლემას ვერ გაწვდება, ამიტომ მოხალისეობრივი საქმიანობა უაღრესად ფასეულია ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფარის დახმარების იმედი აქვთ.

მეტი ადამიანის ჩართულობა = ნაკლებ მარტო დატოვებულ მსხვერპლს.

მოხალისეობრივი დახმარება მრავალი ფორმით შეგიძლია ჩვენ ორგანიზაციულ საქმიანობაში. მაგალითად, ვიდეოგადაღება, მონტაჟი, სამედიცინო მომსახურების გაწევა, ენების სწავლება, საჭირო ნივთების ჩუქება და სხვ.

საფარის მოხალისეობით გაინცობ ჩვენი გუნდის წევრებს, ჩვენთან ერთად მიიღებ მონაწილეობას ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში და შეძლებ იმაყო შენი გაღებული სიკეთით.

კითხვები და პასუხები
1. რა არის დონაციის მიზანი?
დონაციის მიზანი ჩვენი ბენეფიციარების სხვადასხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაა. ორგანიზაციაში არსებული რესურსის და კომპეტენციის შესაბამისად, ჩვენ უფასო იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, ამასთან პარტნიორი ორგანიზაციის (GCRT-ს) დახმარებით მათ ვთავაზობთ ფსიქოსარეაბილიტაციო მომსახურებასაც. თუმცა, ბენეფიციარების საჭიროებები ხშირად ცდება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებს. ერთის მხრივ, შეიძლება იდგეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, უსაფრთხო თავშესაფრის და ყოველდღიურ საკვების აუცილებლობა. მეორეს მხრივ კი, ჩვენი ბენეფიციარები საჭიროებენ მხარდაჭერას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოსამზადებლად, რაც მათი დასაქმებისთვის საჭირო ცოდნის თუ უნარ-ჩვევების გამომუშავებას გულისხმობს. შემოწირულობით შენ აძლიერებ ჩვენს ბენეფიციარებს.
2. რას ნიშნავს მოხალისეობა?
საფარის გუნდის ადამიანური რესურსი შეეზღუდულია და ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა პრობლემას ვერ წვდება, ამიტომ არის მოხალისეობრივი საქმიანობა ფასეული ჩვენთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც საფარის დახმარების იმედი აქვთ. მოხალისეობრივი დახმარება მრავალი ფორმითაა შესაძლებელი. მაგალითად: ფოტო/ვიდეო გადაღება შეგიძლია? გაგვაძლიერებ, თუ უსასყიდლოდ ჩაერთვები ჩვენს საინფორმაციო კამპანიებში; უცხო ენა იცი? გააძლიერებ, თუ გაკვეთილებს ჩაუტარებ ახალგაზრდას, რომელმაც პანსიონატი დატოვა და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყებას ცდილობს. გინეკოლოგი ან რეპროდუქტოლოგი ხარ? გააძლიერებ ქალებს, თუ ჩვენი მობილური აპლიკაციის – Safe You-ს ფორუმებში უპასუხებ მათ შეკითხვებს. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უნარი და ცოდნა, რომლის გაზიარებითაც სხვების გაძლიერება შეგვიძლია.
3. გადახდის რომელი საშუალება უნდა გამოვიყენო?
შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი ქართული თუ უცხოური ბანკის ბარათი.
4. რამდენია პლატფორმის მომსახურების საკომისიო?
შემოწირული თანხის 2%-ს ბანკი საკომისიო მომსახურებისთვის ჩამოგვაჭრის.
5. როგორ უზრუნველყოფს საფარი ჩემი ბარათის მონაცემების დაცვას?
ბარათის მონაცემების დაცულობას უზრუნველყოფს ბანკის API.
გახდი მოხალისე
სახელი და გვარი:
ელ-ფოსტა:
ტელეფონი:
რა სფეროში შეძლებ დახმარებას?
მოგვიყევი შენზე
გაგზავნა
გაიცანით ჩვენი მოხალისეები
ნახე შედეგი
შედეგები რიცხვებში
შემოწირულობა სულ:
27 507₾
პროექტები:
4
მხარდამჭერები:
465
პარტნიორები