პროექტის აღწერა: გაეროს ერთობლივი პროგრამა “ადამიანის უფლებები ყველასთვის” – III ფაზა
წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას სამართლებრივი ადვოკატირების, სასამართლო დაცვისა და ცნობიერების ამაღლების გზით. პროექტი ეხმაურება გენდერული ძალადობის მრავალფეროვან ფორმებს და მიზნად ისახავს როგორც ინდივიდუალური მსხვერპლების დაცვას, ასევე სისტემური ცვლილებების მიღწევას, რაც აუცილებელია უფრო სამართლიანი და უსაფრთხო საზოგადოების შექმნისთვის.
ინიციატივა განსაკუთრებულად აქცენტს აკეთებს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა სქესობრივი ძალადობა და შევიწროება, თანამედროვე გამოწვევად ქცეული ტექნოლოგიით ხელშეწყობილი გენდერული ძალადობა (TFGBV), ასევე დისკრიმინაციისა და უთანასწორობის პრობლემები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს ჯგუფები მოიცავს შშმ ქალებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებსა და სხვა სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა უფლებები ხშირად უგულებელყოფილი ან დაცული არ არის.
პროექტი მიზნად ისახავს არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეებზე რეაგირებას, არამედ ფართო საზოგადოებრივი განხილვის წახალისებას, ცნობიერების ამაღლებას და სისტემური ბარიერების დაძლევას, რათა საქართველოში თითოეულ ქალს და გოგოს ჰქონდეს ძალადობისგან თავისუფალი, ღირსეული და თანასწორი ცხოვრების შესაძლებლობა.
პარტნიორი/დონორი: UNDP
პროექტის ხანგრძლივობა: 15.03.2025 — 15.12.2025
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 30,000 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: საინფორმაციო კამპანია და უფასო სამართლებრივი დახმარება.