გერმანიის მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად დაარეგისტრირებენ პიროვნების “მესამე სქესს”.
ამიერიდან, ქვეყნის სამოქალაქო ჩანაწერებში არსებული ორი სქესის მითითების პარალელურად, „სხვა სქესის“ ჩანაწერის მითითებაც გახდა შესაძლებელი. ამით, გერმანიის ხელისუფლება იურიდიულ პრობლემებს გადაუჭრის ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებიც თავიანთ თავს აქამდე სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული ორი გენდერიდან არც ერთს არ მიაკუთვნებენ.
კანონპროექტი გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მომზადდა.
ცვლილება ძალაში ამ წლის ბოლოს შევა.
„მესამე სქესის“ გრაფა გათვალისწინებულია ავსტრალიის, აშშ-ის, ახალი ზელანდიის, ავსტრიის, კანადის, ინდოეთის, პაკისტანისა და ნეპალის კანონმდებლობაში.