“საფარი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი;
ადგილმდებარეობა: დისტანციური;
ანაზღაურება: 450$ (ექვივალენტი ლარში) გადასახადების ჩათვლით;
ძირითადი მოვალეობები:
- ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა:
- კვარტალური და წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა და მენეჯმენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
- ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის ანალიზი და კონტროლი;
- პროექტების საბიუჯეტო გეგმის შემუშავება პროექტის მენეჯერის, დირექტორის მოადგილესა და კოორდინატორებთან თანამშრომლობით;
- პროგრამებით განსაზღვრული ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება;
- კვარტალური და წლიური საბიუჯეტო საქიანობის ანგარიშების, ბალანსების მომზადება;
- საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებითი ფუნქციის გაწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით.
გამოცდილება:
- ფინანსისტად და/ან ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
- პროექტის მართვის და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- დეტალებზე ორიენტაცია;
- პროდუქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
ჩვენი ღირებულებებია:
- ძალადობასა და დისკრიმინაციასთან, ბრძოლა;
- ადამიანის უფლებების აღიარება;
- სამართლიანი გარემოს შექმნა და საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი წვდომის მიცემა შესაძლებლობებზე;
- გენდერულად მგრძნობიარე ხედვები და დამოკიდებულებები;
- თანასწორობისა და სოლიდარობის მნიშვნელობის აღიარება.
გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com, 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ფინანსური მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!