არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი “საფარი” აცხადებს ბუღალტრის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, გახოკიძის 11ა;
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი.
ანაზღაურება დარიცხული 700 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;
ფუნქცია- მოვალეობები:
- ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის მართვა:
- ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა, დროული გადარიცხვა და დაარქივება;
- ორგანიზაციის ფინანსების ბუღალტრული აღრიცხვა;
- პროგრამებით განსაზღვრული ბიუჯეტის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი;
- კვარტალური და წლიური საბიუჯეტო საქიანობის ანგარიშების, ბალანსების მომაზადება; განათლება/კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების მიმართულებით.
- ფინანსისტად და/ან ბუღალტრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება.
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
კომპეტენციები – ცოდნა, უნარები:
- პროექტის მართვის და ბიუჯეტირების პრინციპების ცოდნა;
- ბუღაკტრული აღრიცხვის პროგრამის ცოდნა
- აკურატულობა და ორგანიზებულობა
- ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.
განაცხადის შეტანის პროცესი: აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infosapari@gmail.com
საჭირო დოკუმენტები: რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი მოკლედ მიუთითებს საკუთარ კვალიფიკაციას და განმარტავს, თუ რატომ არის დაინტერესებული ამ პოზიციით.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 5 მაისი.
არასრულად შემოტანილი დოკუმენტები არ განიხილება. ასევე, გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ “ბუღალტერის ვაკანსია “.