ხვალ, 28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ თბილისში“ (26 მაისის მოედანი 1, ყოფილი სასტუმრო ,,აჭარა“, 1-ელი სართული), გაიმართება კვლევის ,,უფლებადამცველების საჭიროებების დადგენა“ პრეზენტაცია.
2021 წლის, აპრილიდან – ოქტომბრამდე, ორგანიზაცია ,,საფარმა“, ,,ადამიანთა უფლებათა სახლის ფონდის (HRHF)“ მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი “ადამიანის უფლებათა დამცველების დახმარება საქართველოსა და უკრაინაში”.
პროექტის ზოგადი მიზანი იყო კვლევის საშუალებით ადამიანის უფლებათა დამცველების საჭიროებებზე დაყრდნობით იმ მნიშვნელოვანი როლის წამოწევა, დაცვა და ხელშეწყობა, რასაც უფლებადამცველები სრულებენ ჩვენს საზოგადოებებში. ასევე, პროექტის ფარგლებში განხორციელდა ადამიანის უფლებათა დამცველთა თერაპიული და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია საქართველოსა და უკრაინაში.
პროექტის თანააპლიკანტები არიან საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია GABP და ცენტრი „AHALAR”- უკრაინიდან;
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU STRONG პროექტის ფარგლებში.
ღონისძიებას გახსნის ბაია პატარაია, ,,საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი. ,,საფარის“ მკვლევარი გიორგი ურჩუხიშვილი, წარადგენს „უფლებადამცველების საჭიროებების კვლევას“. სოფო ტაბაღუა, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, ,,GABP – სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ისაუბრებს თემაზე, ,,კეთილდღეობა და რისკები უფლებადამცველების საქმიანობაში“.
კვლევის პრეზენტაცია Live რეჟიმში გაეშვება საფარის ფეისბუქ გვერდზე.