“კოალიცია თანასწორობისათვის” შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „საფარს“ დამატებით კიდევ ერთი წლის ვადით გადასცეს გაერთიანების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება. კოალიციის თავმჯდომარეს წელიწადში ერთხელ მისი წევრი ორგანიზაციები ირჩევენ.
კავშირი „საფარი“ 2001 წლიდან ყველა იმ საკითხზე მუშაობს, რომელიც ქალთა უფლებებს უკავშირდება. ორგანიზაციის მისია თანასწორი, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი გარემოს შექმნაა.
“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. გაერთიანების მიზანია, თანასწორობის პრინციპების დაცვა, დისკრიმინაციასთან ეფექტიანი ბრძოლის გზით.
კოალიციის წევრები არიან:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
Women’s Initiatives Supporting Group
”Article 42 of the Constitution” – ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative