მსახიობმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ტრანსგენდერმა ქალმა ლავერნ კოქსმა (Laverne Cox) სუიციდურ აზრებთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა.
Orange Is the New Black-ის ვარსკვლავმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ში ტრანსგენდერი ქალების მკვლელობების შესახებ ProPublica-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით შეძრულია. გამოცემის მონაცემების თანახმად, პოლიცია მოკლულებს კაცებად აიდენტიფიცირებს, რაც სისოცხლეში მათ სულაც არ სურდათ. მსგავს პრაქტიკას ჟურნალი “დედნეიმინგს” (deadnaming) უწოდებს (ტრანსგენდერი ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი დაბადების სახელით მოიხსენიება და არა – იმ სახელით, რომელიც მას სიცოცხლის ბოლო წლებში ერქვა), და მას, შესაძლოა, რეალურად კიდევ უფრო სავალალო შედეგები მოჰყვეს, მაგალითად, მკვლელობის გამოძიება ჩიხში შეიყვანოს, რადგან ახლობლებმა და მოწმეებმა, შესაძლოა მოკლულის მხოლოდ ახალი სახელი იცოდნენ.
https://t.co/0qCl2rMKgd pic.twitter.com/8jzRdj0V13
— Laverne Cox (@Lavernecox) August 13, 2018
“მრავალი წლის წინ, როდესაც სუიციდური აზრები მქონდა, მინდოდა, წერილი დამეწერა და ჯიბეში ჩამედო, რომლის რამდენიმე ასლსაც შინ დავტოვებდი. ამ წერილში საკუთარი სახელის, სქესისა და იმის შესახებ ინფორმაცია უნდა შემეტანა, რომ სიკვდილის შემდეგ, ყველას ქალად მოვეხსენიებინე. მისგენდერინგი (misgendering) და დედნეიმინგი ჩემთვის ყველაზე უარესი შეურაცხყოფა იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნიუ-იორკში სწორედ ამგვარი მიმართვის რეგულარობა მიბიძგებდა მე, აფრიკული წარმოშობის ტრანსგენდერ ქალს, თვითმკვლელობასთან დაკავშირებული აზრებისკენ”, – დასძინა კოქსმა.