სექსუალური შევიწროება

მოძრაობა #MeToo-ს რეიკიავიკში კონფერენცია მიეძღვნა

ისლანდიის დედაქალაქში პირველი საერთაშორისო კონფერენცია #MeToo ჩატარდა. ღონისძიებაში, რომელიც სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, როგორც რეალური, ასევე ვირტუალური ფორმით, მონაწილეობა ათასობით ქალმა მიიღო. მისი ორგანიზატორი ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირია (Katrín Jakobsdóttir).

„მოძრაობა #MeToo-მ შევიწროებისა და ძალადობის უამრავი შემთხვევა ამოატივტივა, და ეს ყველაფერი ეპიდემიას ჰგავს. მომავალი თაობების სახელით, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ მექანიზმები, რომელიც სიტუაციას შეცვლის. ამ ჰეშთეგის ქვეშ განთავსებული ამბები ისტორიას უნდა ჩაბარდეს!“, – განაცხადა კატრინმა.

კონფერენციას 800-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, მათ შორის შშმ, მიგრანტი, დაბალი რანგის სამედიცინო პერსონალად მომუშავე ქალები, ანუ ისინი, ვისი ხმაც სათანადოდ არ ისმოდა მანამ, სანამ მოძრაობა #MeToo-მ მათ თავდაჯერება არ შესძინა.

პირველად, ჰეშთეგი #MeToo 2017 წლის ოქტომბერში გამოჩნდა. ისლანდიაში მან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყოველი წლის 8 მარტს, აქაური ქალები იკრიბებიან და თავიანთ უფლებებს განიხილავენ. გარდა ამისა, ისლანდიელი ქალები წარმატებით იბრძვიან გენდერული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და თანაბარი შრომითი ანაზღაურების მისაღწევად.

theguardian.com