ლგბტქი

პირველად ისტორიაში: „ბრძოლაში წესების გარეშე“ ქალმა კაცი დაამარცხა

ტრანსგენდერმა ქალმა ან ვერიატუმ (Anne Veriato) შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (იგივე „ბრძოლა წესების გარეშე“, ММА) თავისი დებიუტი გამარჯვებით აღნიშნა. მისი მეტოქე რაილსონ პაიშაუ (Railson Paixao) იყო.

სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში (52 კგ-მდე) ჩატარებული ბრძოლა, რომელიც გუშინ გაიმართა, ბრაზილიური ММА-ს ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბრაზილიელი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი სწორედ კაცზე გამარჯვების მოპოვება იყო.

ვარიატუ 21 წლისაა, იგი საბრძოლო ხელოვნებით შვიდი წლის ასაკიდანაა დაინტერესებული. მას ყავისფერი ქამარი აქვს ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუში. ამ სახეობაში, მას კაცები არაერთხელ დაუმარცხებია.

ადრე, ტრანსგენდერ მებრძოლს მაკ ბეგსს (Mack Beggs) ბრალი თაღლითობაში დასდეს, რადგან ქალთა ტურნირში მიიღო მონაწილეობა იმის გამო, რომ ქალიდან კაცზე ტრანზიციის პროცესში იმყოფებოდა. თავდაპირველად, მაკი კაცებთან ბრძოლას გეგმავდა, მაგრამ, რადგან მის დაბადების მოწმობაში სქესი მდედრობითი იყო მითითებული, შტატის კანონების თანახმად, იგი ქალთა ტურნირში გაამწესეს. ბეგსმა გაიმარჯვა, მაგრამ მაყურებელთა უმრავლესობამ ეს გამარჯვება სპორტსმენის არაკეთილსინდისიერებას მიათვალა.

წყარო: www.mmafighting.com