პარლამენტში გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო 30 000 ხელმოწერის შეგროვება დაიწყო.
საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას მხარს უჭერს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი (Task Force), რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები.
ხელმოწერების შეგროვებას და საკანონმდებლო ინიციატივის დარეგისტრირების ადმინისტრირებასა და კოორდინირებას “ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.
ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით 2017 წლის 12 ივნისამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება გახდეს საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერი.
****
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
“ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“;
თბილისი, ბარათაშვილის ქ. 6/10; ტელ : 2 989217
საკოტაქტო პირები: თამარ აბრამიშვილი (599 337 508); მაია კუპრავა-შარვაშიძე (599 572 507)
ელ-ფოსტა: maiakuprava@yahoo.com