პროექტის აღწერა: სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის (RoL) – II ფაზა
ამ გრანტის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს და გააფართოოს ოჯახური ძალადობის (DV) და გენდერული ნიშნით ძალადობის (GBV) მსხვერპლი ქალებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობა, უზრუნველყოს მათთვის სამართლებრივი კონსულტაციები, დოკუმენტაციის მომზადება და პროფესიული წარმომადგენლობა, აგრეთვე მხარში დაუდგეს საქართველოში მცხოვრებ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს თავიანთი უფლებების დაცვაში.
„საფარს“ უკვე 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ქალთა უფლებების დაცვის სფეროში — სამართლებრივი კონსულტაციებისა და წარმომადგენლობისგან დაწყებული, პოლიტიკის ადვოკატირებით დასრულებული, რაც მიმართულია იმ სისტემური ბარიერების დაძლევისკენ, რომლებიც ქალების წინაშე საქართველოში დღესაც დგას.
მრავალპროფილური მიდგომის — სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის — საშუალებით, „საფარი“ სთავაზობს დახმარებას ქალებს, რომლებიც ოჯახური ან გენდერული ძალადობის რისკის წინაშე დგანან ან უკვე გადიან ამ რთულ გზას, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი და უსაფრთხო მომავლის რეალური შესაძლებლობა.
პარტნიორი/დონორი: UNDP
პროექტის ხანგრძლივობა: 03.2025 — 9.2025
პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 20,000 აშშ დოლარი.
პროექტის აქტივობები: უფასო სამართლებრივი დახმარება და კონსულტაციები, საინფორმაციო მასალების (ბარათების, პოსტერების, ვიდეოების) მომზადება და გავრცელება.