„საფარის“ ბენეფიციარი ლ. ბ.* ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. კ-სთან, რა დროსაც ფეხმძიმობის პერიოდში, იგი ექვემდებარებოდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ქორწინებიდან 6 თვეში, ლ-მ განქორწინება გადაწყვიტა, რის გამოც, მოძალადე ყოფილმა ქმარმა შურისძიების მიზნით მოკლა მისი ბიძაშვილი გ. ბ.
11- წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ, 2017 წლიდან, სასჯელაღრულებითი დაწესებულების დატოვების შემდეგ, მოძალადე ლ. ბ.-ს ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს, აყენებს მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, გამუდმებით უთვალთვალებს, ამყარებს მასთან არასასურველ კომუნიკაციას და ემუქრება. ამ სიტუაციაში, პოლიცია მხოლოდ შემაკავებელი ორდერის ამოწერით შემოიფარგლა.
2018 წლის 26 აპრილს, ლ. ბ.-მ დახმარებისათვის მიმართა კავშირ ‘’საფარს“. კონსულტაციის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი ლ. ბ.-ს მიმართ, რომელიც მაშინდელი მდგომარეობით იყო 33 კვირის ორსული. შესაბამისად, არ არსებობდა მის მიმართ შემაკავებელი ორდერის ამოწერის საფუძველი. აღნიშნული გასაჩივრებულ იქნა ადმინისტრაციული სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლომ სრულად დააკმყოფილა „საფარის“ ადვოკატების სარჩელი, მიიჩნია რა უკანონოდ შემაკავებელი ორდერი და გამოიტანა გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე.
დაცვის მხარის მიერ სამართალდამცავებისათვის მიმართული მოძალადისაგან მომდინარე საფრთხეების თაობაზე დასაბუთებული განცხადების შემდეგ, მოძალადე ლ. ბ.-ს წინააღმდეგ, დაწყებულ იქნა გამოძიება ადევნების მუხლით, 151 პრიმა მუხლით. მოსამართლის განჩინებით, მსხვერპლის უსაფრთხოების აუცილებლობიდან გამომდინარე, მოძალადე დაკავებულია.
კავშირი „ საფარი“ დახმარებას უწევს ლ. ბ.-ს სამოქალაქო საქმეზე ბავშვის ნახვის დღეებთან და მამობის დადგენასთან დაკავშირებით.
*ბენეფიციარის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მისი ინიციალები შეცვლილია.